თამარ შუკვანი
07.11.2019

 ახალი სამთავრობო ცვლილებების მორიგი რაუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ - მიხეილ ბატიაშვილის მიერ მინისტრის თანამდებობის დატოვებას შესაძლოა სხვა საკადრო ცვლილებებიც მოჰყვეს; უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის, შს მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის შეცვლის ფაქტი, რაც ქმნის საფუძველს იმისა, რომ ცვლილებები გაგრძელდება. შესაბამისად, სავარაუდოა რომ, გუნდის გადახალისების საჭიროება დღის წესრიგში დადგება.

ია აბულაშვილი
07.11.2019

 "ვინ დაინიშნება განათლების მინისტრის თანამდებობაზე, ინფორმაციას არ ვფლობ, გარდა იმისა, რაც მედიაში გავრცელდა, ამიტომ, გამოცნობას ვერ დავიწყებ, თუმცა მაია მიმინოშვილი საკმაოდ გამოცდილი კადრია"- ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებას.

თამარ შუკვანი
07.11.2019

 საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ ახალგორის რაიონის ოზილირება გამოიწვია, რამაც ადგილობრივებს მთელი რიგი პრობლემები შეუქმნა. უკვე ორ თვეზე მეტია, რაც „გასასვლელი" ჩაკეტილია და ეს ფაქტია, ეს ადგილობრივთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე მძიმედ მოქმედებს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას ვერ უწევენ, რის გამოც, ბოლო პერიოდში რამდენიმე შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდა.

ია აბულაშვილი
07.11.2019

 ალავერდის ტაძარი, რომელიც მეექვსე საუკუნის შუა ხანებში აშენდა, ერთ-ერთი 12 ასურელი მამის იოსებ ალავერდელის სახელს უკავშირდება. მე-9 საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიის ადგილზე ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც ალავერდის სახელით არის ცნობილი.

ელზა პაპოშვილი
07.11.2019

 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში სასტიკი მკვლელობა მოხდა. ადგილობრივები „რეზონანსთან" ყვებიან, რომ 61 წლის ქალი მოკლული პირველად მეზობელმა იპოვა. ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა და გარდაცვლილის ცხედარი პირველად მეზობელმა აღმოაჩინა, რომელმაც შემდეგ მის ძმისშვილს დაურეკა.

თამარ შუკვანი
07.11.2019

პენიტენციურ დაწესებულებებში საკმაოდ სერიოზულ გამოწვევებთან გვაქვს საქმე მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის კუთხით, თუმცა, ინფრასტრუქტურასა და საყოფაცხვრებო პირობების შექმნასაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. 

ელზა პაპოშვილი
07.11.2019

 „და ჩვენ ვიცეკვეთ" კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში შესაძლოა ჩაიშალოს. ფილმის სიუჟეტი, სადაც ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ არის, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე მამაკაცი უყვარდება. საქართველოში ვნებათაღელვის მიზეზი ხდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია და მისი პრემიერა საქართველოს კინო-თეატრებში 8 ნოემბერს გაიმართება.

ელზა პაპოშვილი
06.11.2019

 საპატრიარქოს და სასულიერო პირების ირგვლივ სკანდალი და მძიმე ბრალდებები გრძელდება. ბოლო რამდენიმე დღეა უკვე საზოგადოება უმძიმეს ბრალდებებს ისმენს და იძულებულია ამ ყველაფერში ტყუილ-მართალი არკვიოს. სასულიერო პირის, გიორგი სხილაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ დოკუმენტს აჟიოტაჟი და ურთიერთ ბრალდებები მოჰყვა. სასულიერო პირი 1988 წელს ზოსიმე შიოშვილს, რომელიც მაშინ თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო, სექსუალური ხასიათის ძალადობაში სემინარიის ერთ-ერთი სტუდენტის მიმართ ადანაშაულებს.

თამარ მუკბანიანი
06.11.2019

 3 წელია ივანიშვილი ,,ქართუს” გაყიდვას უშედეგოდ ცდილობს, თუმცა მზადაა ბანკი ნორმალურ ფასად კი გაყიდოს. რატომ ვერ ყიდის აქტივებს მილიარდერი, რომელმაც საქართველოში ყველაფერი იყიდა, რაც კი მოისურვა? სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მიზეზი შეიძლება იყოს გასაყიდი ობიექტის არარეალური ღირებულება.

თამარ შუკვანი
06.11.2019

 2018 წელს უცხოეთიდან საქართველოს 4 566 მოქალაქის დეპორტირება მოხდა და ეს რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მომავალში ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის შესაძლოა დროებით შეჩერდეს. გვახსოვს ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებაც, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარას ვეღარ მოიპოვებენ და ხშირად თავშესაფრის მიღების მოთხოვნა უსაფუძვლოა. სწორედ ჰანის ეს განცხადება და ბოლო წლის მონაცემები ქმნის ამ საფრთხის წინაშე დადგომის წინაპირობას.

თამარ მუკბანიანი
06.11.2019

 ზამთრის სეზონი სულ რაღაც ერთ თვეში დაიწყება. სამთო კურორტებზე განთავსებული სასტუმროს მფლობელები კი ამბობენ, რომ შარშან ამ დროს ჯავშნების 90% რუს ტურისტებზე მოდიოდა, რომლებიც ახლა თითქმის არ ჩანან. ჯერჯერობით ვითარება დრამატულია და თუ ასე გაგრძელდა, თეთრმა ტურიზმი იმაზე დიდ დარტყმა მიიღებს, ვიდრე ზაფხულში საზღვაო კურორტებმა იწვნიეს.

თამარ შუკვანი
06.11.2019

 სირიიდან ამერიკული ჯარების გასვლის გადაწყვეტილების მიუხედავად, რეგიონში აშშ-ს 800 სამხედრო მოსამსახურე დარჩება და ისინი სირიაში ნავთობის საბადოებს დაიცავენ, რაც თურქეთისა და რუსეთისთვის მისაღები ნამდვილად არ იქნება. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ კრემლი სირიის სამთავრობო ძალებს ფარულად წააქეზებს იმისათვის, რომ მათ ამერიკის სამხედრო ნაწილებზე შეტევა მიიტანონ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×