თამთა ჩაჩანიძე
04.11.2019

 უკრაინის ხელსუფლებამ დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამხედრო ძალების დაშორიშორების პროცესი დაასრულა, შესაძლოა ითქვას, რომ აღნიშნული რეგიონი დღეს უკვე ფაქტიურად დემილიტირიზებული ზონაა, თუმცა, რუსეთის ვალდებულებების ჩვეული შეუსრულებლობის პირობებში, შესაძლოა უკრაინამ სხვა ქვეყნების მსგავსად, მოსკოვის ხაფანგში ამოყოს თავი.

თამარ შუკვანი
04.11.2019

 ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა პატრიარქს ერთგვარ დაუმორჩილებლობას უცხადებს და შიომღვიმის მონასტერში განმწესების შესახებ განკარგულების შესრულებას არ აპირებს, მეტიც გეგმავს ბრძოლას „ეკლესიის გაჯანსაღებისთვის."

ია აბულაშვილი
04.11.2019

 "რადიკალური განცხადებები, რომელიც გაკეთდა პატრიარქის მიმართ, ნამდვილად უმსგავსობაა, მაგრამ საპტარირქოში ყველაფერი რიგზე რომ ვერ არის და იქაურობა მისახედია, ესეც ფაქტია"- ასე ეხმაურება მომღერალი ირმა სოხაძე საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ია აბულაშვილი
04.11.2019

 ქართული არქიტექტურის "ვეფხისტყაოსნად" და საეკლესიო ხუროთმოძღვრების მარგალიტად წოდებული, წმინდა ნათლისმცემელის სახელობის მე-10 საუკუნის უმნიშვნელოვანესი ქართული სამონასტრო ცენტრი - ოშკი, რომელიც ისტორიულ ტაოში (დღეს თურქეთის პროვინცია ერზერუმში) მდებარეობს, ოთხ დიდ ქართულ კათედრალთაგან (სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი) პირველია.

თამთა ჩაჩანიძე
03.11.2019

 თურქეთი ევროკავშირის მოქალაქე ISIS-ის წევრების ევროპაში დაბრუნებას აპირებს, ამის შესახებ ინფორმაცია გერმანულმა გამოცემამ გაავრცელა, ანალიტიკოსები ამ ფაქტს უსაფრთხოდ მიიჩნევენ, იმ შემთხვევაში, თუ დეპორტაციის საკითხი სამთავრებათაშორისო დონეზე გადაწყდება და დაჯგუფების წევრებს კონკრეტული ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემენ.

ტატა შოშიაშვილი
03.11.2019

 საერთაშორისო ანტიტერორისტულმა კოალიციამ, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში სავარაუდოდ, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" თავშესაფარი გაანადგურა, რომელიც გვირაბების ქსელში იყო განლაგებული. ამის შესახებ ინფორმაცია 2 ნოემბერს ამერიკულმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსიმა" გაავრცელა ოპერაცია „ურყევის გადაწყვეტილების" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით.

თამარ შუკვანი
03.11.2019

 „დიდი ხანია ეს პროცესი დაიწყო - ბრძოლა საპატრიარქოს ტახტისთვის. საპატრიარქოში მღვდელმთავრებს შორის სხვადასხვა დაჯგუფებებია და ყოველი დაჯგუფება იბრძვის იმისთვის, რომ პატრიარქად საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს. ეს დაპირისპირება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. ამაში, რა თქმა უნდა, ჩართულია, როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე მთლიანად პოლიტიკური სპექტრი, ძველი და ახალი," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
03.11.2019

 საპატრიარქოს ირგვლივ მოვლენები კიდევ უფრო მწვავდება და არ არის გამორიცხული, წმინდა სინოდის კიდევ ერთი სხდომა დაინიშნოს. ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი მამა პეტრე ცაავა არ აპირებს, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებას დაემორჩილოს. ამიტომაც, სასულიერო პირები პატრიარქის გადაწყვეტილებას ელოდებიან, როდის დაინიშნება ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოს კიდევ ერთი სხდომა.

თამარ შუკვანი
02.11.2019

 აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნებას, ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე იმით ხსნის, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის კუთხით, გრიგორი კარასინს გარკვეული გამოცდილება დაუგროვდა და მოსკოვი ცდილობს, მთავარი პასუხისმგებლობა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს დააკისროს. რაც შეეხება, ავიამომისვლის შესაძლო აღდგენას, ამის ალბათობა დიდია, რადგან მსგავსი ფაქტები, ჯერ საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის და შემდეგ მისი აღდგენის, უახლოეს ისტორიაში ყოფილა.

ია აბულაშვილი
02.11.2019

 "ვერც კი ვიჯერებ, რომ ასეთი დამოკიდებულება გაჩნდა რწმენისა და ჩვენი პატრიარქის მიმართ, როგორც ჩანს ეკლესიაში თავი მოიყარეს უარყოფითმა ძალებმა"- ასე ეხმაურება კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ელზა პაპოშვილი
02.11.2019

 ძმის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 9 თვის შემდეგ სასამართლომ დანაშავედ სცნო. 33 წლის გ.ფერაძეს 16 წლის პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, ძმის განზრახ მკვლელობაში, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვასა და ტარებაში ბრალდებული ყველა მუხლით დამნაშავედ არის ცნობილი.

ია აბულაშვილი
02.11.2019

 რამდენიმე დღის წინ ტაო-კლარჯეთში ექსპედიციის დროს შატბერდის მონასტრის ტერიტორიაზე უძველესი წარწერებიანი ქვა აღმოაჩინეს. მკვლევართა აზრით, წარწერა მეთერთმეტე საუკუნით თარიღდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×