ნინა გარდაფხაძე 30.10.2019
დედაქალაქის შემდეგ, ტაქსისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა, შესაძლოა, რეგიონებშიც ამოქმედდეს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არც თბილისშია მოწესრიგებული, ის ერთი კომპანიისა და მუნიციპალიტეტის მფლობელობაშია. სავარაუდოდ, სწორედ ამ მეთოდით მოხდება ძირითად ქალაქებში სფეროს რეგულირება.
|
ელზა პაპოშვილი 30.10.2019

რა გახდა ვარკეთილში 69 წლის ტაქსისტის მკვლელობის მიზეზი. 23 წლის ბრალდებულმა გიორგი ნიჟარაძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ ის, რაც ტაქსის მძღოლმა მას აკადრა, სჯობდა მოეკლა. ახალგაზრდამ სასამართლოზე ფაქტობრივად დანაშაული აღიარა, თუმცა კონკრეტულად რაზე მოხდა შელაპარაკება და რა უთხრა მძღოლმა ასეთი, არ ასახელებს.
|
გვანცა წულაია 30.10.2019
ქვეყანაში რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პროექტი მიმდინარეობს. დიდი მშენებლობა ანაკლიის, აბასთუმნისა და შეკვეთილის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, წყალტუბოშიც დაიწყება. ეს ადგილობრივი მოსახლეობას ნამდვილად დაასაქმებს, თუმცა, სპეციალისტების აზრით, დეველოპერების ინტერესი რეგიონების მიმართ არ გაიზრდება.
|
ია აბულაშვილი 30.10.2019
"2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება კოალიციის შექმნა და ვისთან შექმნის "ოცნება" კოალიციას" - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი საარჩევნო წლის დაწყებას.
|
თამარ შუკვანი 30.10.2019
დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის მოთხოვნაზე საუბრისას, რომელიც ამბროლაურის მერის დავით მხეიძის იმპიჩმენტის დაყენებას გულისხმობს, უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ამას კანონიერი საფუძველი უნდა ჰქონდეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.10.2019
1-ელი ნოემბრიდან სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თურქეთი და რუსეთი ერთობლივ პატრულირებას დაიწყებენ, ამის შესახებ 30 ოქტომბერს პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.
|
გვანცა წულაია 30.10.2019
საქართველოს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიას წყლის ხარისხის კვლევისთვის უახლესი ხელსაწყო-დანადგარები გადაეცა. ამით ქვეყანა გახდა რეგიონის ლიდერი, რომელსაც გააჩნია ასეთი თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ლაბორატორიის მეშვეობით შესაძლებელია მომხმარებელმა სერტიფიცირებული მოსახურება მიიღოს.
|
ია აბულაშვილი 30.10.2019
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, როცა საქართველო ერთიანი არ იყო და სამთავრობები ერმანეთს ებრძოდნენ, ქართული ეკლესია მაინც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ვახტანგ გორგასალის მიერ ჩატარებულმა საეკლესიო რეფორმამ განამტკიცა სახელმწიფოს შიდა სტაბილურობა, მაგრამ დავით აღმაშენებლის მეფობის დროს კვლავ დადგა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერობის საკითხი.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.10.2019
ნატოს ორი წევრი ქვეყნის, აშშ-სა და თურქეთის კონფლიქტი კიდევ უფრო მაწვავე ფაზაში შედის. ამერიკა თურქეთისთვის საკმაოდ სენსიტიურ საკითხს ეხება - კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915-1923 წლებში სომეხთა მასობრივ მკვლელობას გენოციდად აღიარებს.
|
ელზა პაპოშვილი 30.10.2019

რას ველით სინოდის სხდომიდან, რომელიც 31 ოქტომბერს , 12:00 საათზე გაიმართება. წაინასწარ უცნობია რა თემებზე მოხდება მსჯელობა, თუმცა „რეზონანსთან“ თეოლოგიები იმ მოლოდინზე საუბრობენ, რომელიც არსებობს. თეოლოგების აზრით, რა თქმა უნდა, მსჯელობა მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებაზე იქნება და დიდი ალბათობით, მას მხოლოდ სიტყვიერ გაფრთხილებას მისცემენ. საპატრიარქომ ვერც მისი გაკონტროლება და ვერც დაცვა ვეღარ შეძლო, ამიტომაც ეს სხდომა იქნება მისთვის ბოლო შანსი, რომ გაჩუმდეს და მეტი აღარაფერი თქვას.
|
თამარ შუკვანი 30.10.2019
„სამი გზა არსებობს - პროექტი კონსერვაციის რეჟიმში გადავიდეს, ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდეს, ან ხელისუფლებამ თქვას, რომ პროექტს თვითონ სახელმწიფო განახორციელებს," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ საუბრისას.
|
თამარ შუკვანი 30.10.2019
თბილისში ავტომობილის პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმების 10 ლარიდან 50 ლარამდე გაზრდას უარყოფითად აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. ეჭვობს, რომ ტაქსების რეფორმით თბილისის მერმა, ფაქტობრივად, საკუთარი ტაქსები შემოიყვანა დედაქალაქში, რადგან ტაქსების ახალი კომპანიის მფლობელი, რომელიც აეროპორტშიც შემოვიდა, ფეხბურთელია და კალაძესთან ერთად ერთ გუნდში თამაშობდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|