თამარ შუკვანი
09.11.2019

 20 წლის შემდეგ აფხაზეთში ძნელი საპოვნელი იქნება ადამიანი, ვისაც აფხაზური ენა ეცოდინება - ასეთი პროგნოზი გააკეთა აფხაზური ტელევიზიით გამოსვლისას ცნობილმა ლინგვისტმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა და საექსპერტო ფონდ „ახპშიმრას“ დირექტორმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ. თუმცა, პროფესორ გიორგი ანჩაბაძის აზრით, ეს შეფასება გაზვიადებულია და შეუძლებელია აფხაზური ენა 20 წელიწადში გაქრეს, რადგან „ასეთი პროცესებისთვის 20 წელიწადი ძალიან ცოტაა“.

თამთა ჩაჩანიძე
09.11.2019

 „კარგად ვიცნობ. იგი არაა ის პიროვნება, რომ, დავუშვათ, ია კერზაიას საქმის გამო გადამდგარიყო და დაემალა, რომ ამ მიზეზით გადადგა. მან თქვა, რომ თავის პირადი გეგმების გამო უკვე დიდი ხანია წასვლა უნდოდა. ვფიქრობ, რომ ეს მოტივი სწორია, მას სხვა გეგმები აქვს - ახლა ევროპულ სტრუქტურებში აპირებს მუშაობას", - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" განათლების მინისტრის გადადგომის შესახებ საუბრისას.

თამარ შუკვანი
09.11.2019

 „ეს ქვეყნის ავტორიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ ამ კლუბის ღირსებული წევრია და შეიძლება ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელიც იყოს," - აცხადებს „რეზონანსთან" საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში დაანონსებული სტუმრობისა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავჯდომარეობის მნიშვნელობის შესახებ საუბრისას.

ტატა შოშიაშვილი
09.11.2019

 საქართველოში 2019 წლის შემოდგომა განსაკუთრებით თბილი ამინდების ფონზე მიმდინარეობს. ისევე, როგორც მთელი ოქტომბრის განმავლობაში, ნოემბრის თვეც შედარებით თბილი და ქართული მეტეოროლოგიური ფონისთვის შეუფერებელია. შავი ზღვის სანაპიროზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ჯერჯერობით 24 გრადუსს აღწევს და ზღვაში ბანაობაც შესაძლებელია.

ტატა შოშიაშვილი
09.11.2019

 გაერო-ს საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის და უკრაინის სასამართლო დავასთან დაკავშირებით რუსეთის არცერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და საბოლოოდ დაადგინა, რომ დავის განხილვის უფლება მის იურისდიქციაშია. ეს გადაწყვეტილება გაეროს საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარე აბდულკავი აჰმედ იუსუფმა 8 ნოემბერს გამოაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
09.11.2019

 „თუ ვიღაცა აგიტაციით, პროპაგანდით რაღაცას ეწევა, რომელიც მიგაჩნია რომ სწორი არაა, ისევ აგიტაციით და პროპაგანდით უნდა მოუგო მას და არა ძალადობით", - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე კინოთეატრ „ამირანთან" რადიკალური ძალების მიერ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლის მცდელობისას მომხდარ ინციდენტს.

თამარ შუკვანი
09.11.2019

 არაოფიციალური ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურა განიხილება. ამას თავად მიმინოშვილი „რეზონანსთან" საუბრისას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ „ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს."

თამთა ჩაჩანიძე
09.11.2019

 მოლდოვაში მწვავე პოლიტიკური კრიზისია, რომელსაცც შესაძლოა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოყვეს. ამ ფონზე კი გუშინ მოლდოვას დედაქალაქს საქართველოს ექს პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ეწვია.

თამარ შუკვანი
09.11.2019

 „შუალდღის სამ საათზე „ქართული მხარშის" მთავარი საბჭოს შეკრება იქნება და სწორედ იქ გადავწყვეტთ, კონკრეტულად როგორ ვიმოქმედებთ დღეს და ხვალ, როგორი იქნება ჩვენი მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა," - აცხადებს „რეზონანსთან" „ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე კინოთეატრებთან დაანონსებული საპროტესტო აქციების გამართვის შესახებ საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
08.11.2019

 რამდენად რეალურია საოკუპაციო ხაზთა შექმნილი სიტუაციის პარალელურად შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხე. ბოლო რამდენიმე დღეა ადგილობრივები აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტები ტექნიკით და სამხედრრო ავტომობილებით გადაადგილდებიან. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, ე.წ საზღვარზე კრიზისი ღრმავდება და არსებობს შეიარაღებული შეტაკების საფრთხე. ამის შესახებ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. КГБ-ის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ბიაზროვამ განაცხადა.

თამარ შუკვანი
08.11.2019

 კინოთეატრ „ამირანთან" აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი პიროტექნიკით ერთი სამართალდამცველი ფეხის არეში დაშავდა. დაშავებული პოლიციელი კინოთეატრის შენობაში შეიყვანეს და პირველადი დახმარება გაუწიეს. გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე ორი ადამიანი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამოა დაკავებული.

თამთა ჩაჩანიძე
08.11.2019

 „ორი ფრაგმენტი ვნახე, რომლითაც ამ ფილმისადმი ჩემი დამოკიდებულება დაიწყო. საკმაოდ ამაზრზენი კადრებია, რამაც ჩემი შთაბეჭდილება შემიქმნა ფილმზე და როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში დემოკრატიულმა ადამიანმა გავაპროტესტე," - ასე ეხმიანება „რეზონანსთან",„ქართული იდეის" ერთ-ერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი რეჟისორ ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) პრემიერას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×