ტატა შოშიაშვილი
16.11.2019

 რუსეთის არმიაში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული ტრაგედიის მიზეზი მამათმავლობის ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება იყო - ამის შესახებ რუსული მედია წერს, თუმცა ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები ამ ვერსიას კი ხელისუფლების წარმომადგენლები გადაჭრით უარყოფენ.

თამარ მუკბანიანი
15.11.2019

 საქართველო უცებ "გამდიდრდა" და თანაც ერთბაშად 3,5 მლრდ  ლარით. სინამდვილეში კი "საქსტატმა" დათვლის ახალი მეთოდოლოგია დანერგა, რომელმაც ჩრდილოვანი ეკონომიკური სექტორები აღრიცხვის ახალ სფეროში გადაიყვანა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ახალი მეთოდი უფრო მეტად ასახავს რეალობას, თუმცა ნახტომისებური ზრდის ჩვენებით, ხელისუფლება, რომლის საყვარელი საქმეც ციფრებით მანიპულირებაა, საარჩევნო წელს აუცილებლად ისარგებლებს.

ელზა პაპოშვილი
15.11.2019

 „ქართული ოცნება" დაშლის პირას იმყოფება, მმართველ გუნდს უკვე მეორე დღეს ელვისებური სისწრაფით მისი წევრები ტოვებენ. საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულთა რაოდენობა გაიზარდა. უმრავლესობა სულ 15-მა დეპუტატმა დატოვა და არ არის აგმორიცხული მათი რიგები გაიზარდოს.

ია აბულაშვილი
15.11.2019

 "ქვეყანაში სიწყნარე მანამდე არ იქნება, ვიდრე ნათქვამი სიტყვა არ შესრულდება, ამიტომ, სიტყვა უნდა შესრულდეს"- ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგი თორაძე პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იმართება.

თამარ შუკვანი
15.11.2019

 ნასას კოსმოსურმა ხომალდმა „ვოიაჟერ 2"-მა პირველად გაგზავნა მონაცემები მზის სისტემის გარედან. აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (ნასა) 42 წლის წინ გაგზავნა კოსმოსური ხომალდი, რომელსაც 42 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ მზის სისტემის გარეთ გაეღწია და დავალება შეესრულებინა, გამოეგზავნა პირველი ინფორმაცია და მონაცემები, თუ რა ხდება მზის სისტემის იქით.

თამთა ჩაჩანიძე
15.11.2019

 „ყველა მინუს ერთი" სტრატეგია პირველი შემთხვევა არაა, ყველა ხელისუფლების დროს ამ მეთოდმა აქტიურად იმუშავა, მთელი ოპოზიციის მთავარი კონკურენტი ხელისუფლებაა, შესაბამისად ჯერ მთავარი კონკურენტი უნდა მოიშორონ და შემდეგ შიდა კონკურენცია გააგრძელონ".

ია აბულაშვილი
15.11.2019

 "კვალად ზედაძნისა სამხრით არს, მთის განკიდულსა გორასა ზედა, მცხეთის პირისპირ, აღმოსავლით არაგვის კიდესა, მაღალს კლდესა ზედა, ჯვრის მონასტერი.

თამარ შუკვანი
15.11.2019

 „ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გავლენა, რა თქმა უნდა, ექნება; ჩუგოშვილის და მისი გუნდის ასე გადადგომა, სწორედ ამაზე მიუთითებდა. ისინი იყვნენ პოლიტიკური ლობისტები, რომლებიც ამერიკულ ინტერესებს წარმოადგენდნენ.

თამარ შუკვანი
14.11.2019

 პარლამენტთან მიმდინარე პერმანენტულ აქციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც შეუერთდნენ.

თამარ მუკბანიანი
14.11.2019

20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.

თამარ მუკბანიანი
14.11.2019

 ქვეყანაში იმპორტი 3.1%-ით შემცირდა, თუმცა არ შემცირებულა იმპორტდამოკიდებულება. გარდა იმისა, რომ მიზეზი შეიძლება ლარის გაუფასურება იყოს, სპეციალისტთა აზრით, ამის მიზეზი ე.წ. დღგ-ს სკანდალიცაა. იმპორტიორთა ნაწილი, კანონის გვერდის ავლით და დარღვევის გზით აზარალებდა ბიუჯეტს, სწორედ ამ სქემას გამოისობით იყო წინა წლებში არაბუნებრივად გაზრდილი იმპორტის მოცულობა.

თამარ შუკვანი
14.11.2019

 ჩეჩნეთ-საქართველოს შორის პირდაპირი გზის გაყვანა, ეს არის გზა კრემლისკენ. ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებას, რომელიც ჩეჩნეთიდან საქართველოში პირდაპირი გზის მშენებლობაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა, ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე საქართველოში არსებული ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობად მიიჩნევს, ხოლო თავად კადიროვს - რუსეთის ინტერესების გამტარებლს უწოდებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×