თამთა ჩაჩანიძე 20.11.2019
ესტონეთის პარლამენტს სპიკერმა და სახალხო პარტია EKRE-ს წევრმა ჰენ პილუაასმა რუსეთი ხუთი ქვეყნის ანექსიაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთს ასევე ესტონეთის ტერიტორიის 5% აქვს ანექსიტრებული.
|
თამარ შუკვანი 20.11.2019
25 ნოემბერს პარლამენტთან დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქციების შესახებ საუბრისას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ რევოლუციური სცენარით მოვლენები ვერ განვითარდება, რადგან ამის რესურსი დღეს არ არსებობს, თანაც, მსგავსი სცენარი ხელისუფლების ინტერესში უფროა, ვიდრე ოპოზიციის.
|
თამთა ჩაჩანიძე 20.11.2019
„აქციებზე გამოყენებული იქნება მშვიდობიანი ყველა მწვავე ფორმა," -ასე აანონსებს „რეზონანსთან" ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი ოპოზიციის პროტესტის ერთობლივ გეგმას, რომლის მიხედვითაც, ისინი ორშაბათს 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე მასშტაბური აქციის გაიმართვას აპირებენ.
|
თამარ შუკვანი 20.11.2019
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უმრავლესობიდან გასული წევრები ფრაქციის შექმნაზე მსჯელობენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" საუბრისას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მართალია დეპუტატების უმრავლესობიდან წასვლა „ოცნებისთვის" დანაკარგია, თუმცა „ხელს არ შეუშლიან."
|
ელზა პაპოშვილი 19.11.2019

ვინ გაიმარჯვებს გამოცხადებული „ბოქლომების ომის“ ფონზე და არის თუ არა ოპოზიციის მთავარი გეგმა ხელისუფლების ნერვებზე თამაში? სავარაუდოდ, მათ ერთ-ერთ მიზანს ბიუჯეტის ჩაგდება წარმოადგენს, რომლის განხილვაც დეკემბრის შუა რიცხვებში პარლამენტში უნდა მოხდეს. თუმცა კონსტიტუციონალისტები „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ბიუჯეტის დამტკიცებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება, რაც „ოცნებას“ არ უნდა გაუჭირდეს, ხოლო მისი ჩაგდების შემთხვევაში მთავრობა მუშაობას ძველი ბიუჯეტით განაგრძობს. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ქვეყნისთვის სასარგებლო მოვლენა არ იქნება, რადგანაც ახალ ბიუჯეტში ბევრი ისეთი პროექტებია გაწერილი, რომლის არშესრულებაც ხელისუფლებას და ქვეყანას დააზარალებს.
|
თამარ მუკბანიანი 19.11.2019
ხვალიდან თუთუნის ფასი გაორმაგდება. მიზეზი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც როგორც აქციზიც, ასევე ადვალური გადასახადიც შესახვევ თამბაქოზე გაიზრდება. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ბიუჯეტში 175 მლნ ლარით შემცირებული აქციზის გადასახადის გამო მიიღო, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დანაკლისი უფრო მეტად კონტრაბანდის შედეგია, რომელიც კიდევ გაიზრდება.
|
ია აბულაშვილი 19.11.2019
„ვიზიარებ ჩემი კოლეგების მოსაზრებას ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ ამ საკითხზე შეხვედრა არ გვქონია და არ ვიცი, რა ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობას“, - ასე ეხმაურება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მარიამ ჯაში პარლამენტში ახალი ფრაქციის შესაძლო შექმნას.
|
გვანცა წულაია 19.11.2019
ქვეყანაში გაძვირების პროცესის შეჩერება ვერაფრით ხერხდება. მთავრობის არაერთი დანაპირების მიუხედავად, ფასები მკვეთრად იმატებს როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივ პროდუქტებზეც. სულ ახლახან გაძვირდა მედიკამენტები, სიგარეტი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც კი.
|
ია აბულაშვილი 19.11.2019
„ვფიქრობ, რომ აქციები გაგრძელდება თუნდაც შემცირებული მასშტაბით, რადგან აქციების შეწყვეტა ძალიან სერიოზული პოლიტიკური და რეპუტაციული დარტყმა იქნება ოპოზიციისთვის“, - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
|
თამთა ჩაჩანიძე 19.11.2019
თურქეთი „ისლამური სახლმწიფოს" ტერორისტი მებრძოლების დეპორტირებას აგრძელებს, ამჯერად კი 29 ტყვე ტერორისტის დეპორტაცია საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში მოახდინა, ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ თურქეთის მიერ სხვა ქვეყნებისთვის გადაცემული „ისლამური სახელმწიფოს"ტყვე ტერორისტები საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
|
თამარ შუკვანი 19.11.2019
„ყველა ნორმალური ადამიანი იტყვის, რომ ესენი უნდა წავიდნენ. ჩვენ რომ ვილაპარაკოთ, რატომ უნდა წავიდნენ, ამას ათი დღე დასჭირდება. ოპოზიცია მოიგებს, ხალხი მოიგებს... ესენი („ქართული ოცნება") უბრალოდ შერცხვებიან," - ასე აფასებს „რეზონანსთან" მომღერალი ბუბა კიკაბიძე ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.
|
თამარ მუკბანიანი 19.11.2019
საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო-5"-ის სტანდარტი 2020 წლის იანვრიდან აღარ ამოქმედდება. მთავრობის დადგენილების მიხედვით, რეგულაცია ძალაში 2021 წლიდან შევა. სწორედ ამას ითხოვდნენ ნავთობიმპორტიორები, ექსპერტები და ბიზნესი, რომელიც აზერბაიჯანული დიზელის მომხმარებელია. შედეგად საქართველოში 20-25 თეთრით იაფი დიზელის საწვავი ხელმისაწვდომი ისევ იქნება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|