თამთა ჩაჩანიძე
21.11.2019

 ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინანდელი ოთხი თიხის ფირფიტა გაშიფრეს, ფირფიტებზე კი ჩათუშულის, სუპის და ტორტების რეცეპტებია დაწერილი, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ინტერნეტ-ტელევიზია hromadske ავრცელებს.

გვანცა წულაია
20.11.2019

 ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა დღესდღეობით უმუშევრობაა, რის გამოც მოსახლოება მასობრივად გადის ქვეყნიდან, თუმცა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის მონაცემებით, უმუშევრობის დონე რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა და 2019 წლის მესამე კვარტალში, 11.1%-მდე შემცირდა. აღნიშნული ციფრი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ეკონომისტები ამბობენ, რომ ეს ციფრები ილუზიური და შელამაზებულია. ქვეყანაში უმუშევრობის დონე ბევრად მაღალია.

ელზა პაპოშვილი
20.11.2019

 კოსტავას ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რის შედეგადაც მამაკაცს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენეს. როგორც თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, სავარაუდოდ, ახალგაზრდები ერთმანეთს არ უნდა იცნობდნენ. მათი თქმით, ერთ-ერთი ახალგაზრდა გაჩერებაზე  იდგა, რა დროსაც ორი მივიდა და მათ შორის რაღაც საუბარი შედგა. თუმცა გაუგებარია, რაზე საუბრობდნენ ახალგაზრდები.

ელზა პაპოშვილი
20.11.2019

ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს მას შემდეგ, რაც უმრავლესობა რამდენიმე  დეპუტატმა დატოვა, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდნენ?  უმრავლესობაში კონსულტაციებს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი.   

გვანცა წულაია
20.11.2019

 სავაჭრო ქსელებსა და დისტრიბუტორებს შორის დიდი ხნის წინ გაჩენილ დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს. მდგომარეობა წლების წინ გართულდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა დაძაბულობამ პიკს მიაღწია. მცირე და დიდი სავაჭრო ქსელები დისტრიბუროტებს დავალიანებებს არ უფარავენ ან უკეთეს შემთხვევაში ვალდებულებას დაგვიანებით ასრულებენ. სუპერმარკეტების ვალი დისტრიბუტორების მიმართ მილიონი ლარია.

თამთა ჩაჩანიძე
20.11.2019

 „აუცილებელია გამარჯვების სტრატეგიაზე შეთანხმება. თუ ეს შეთანხმება მოხდება, პირდაპირ შემიძლია ვუთხრა „ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს, რომ ის უკვე დასრულებულია,"- ასე აფასებს „რეზონანსთან", ჟურნალისტი და „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ანი მოროტაძე, ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის საპროტესტო მუხტს.

ია აბულაშვილი
20.11.2019

 23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამის გიორგის ხსნების დღეს აღნიშნავს. გიორგობა საქართველოში ორჯერ აღინიშნება 6 მაისს, წმინდა გიორგის აღსრულების დღე. 23 ნოემბერს კი ბორბალზე წამების დღე, რომელიც მხოლოდ საქართველოში აღინიშნება.

თამარ მუკბანიანი
20.11.2019

 ეროვნული ბანკი, რომელმაც ბოლო პერიოდში ლარის გასამყარებლად არაერთი ნაბიჯი გადადგა, პარლამენტში კრიტიკის ცეცხლში უკვე უმრავლესობის მხრიდან მოექცა. უცხოელთა მითითებების შემსრულებელი, სხვის ინტერესს მორგებული, რეალობას აცდენილი - ასე აფასებდნენ გუშინ გვენეტაძის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს "ოცნების" კომიტეტების თავმჯდომარეები. მოსახლეობას მხოლოდ ის აინტერესებს, როდის გამყარდება ლარი, რომელზეც აგვისტოდან მოყოლებული თითქმის ყველა საუბრობს, მაგრამ საშველი არა და არ ჩანს. ფინანსიტები კი ამჯერად ვარაუდობენ, რომ არსებული პირობებში, არათუ გამყარება, კურსის არსებულ ნიშნულზე დასტაბილურებაც სათუოა.

თამთა ჩაჩანიძე
20.11.2019

 რუსეთმა უკრაინას ფაქტიურად გაპარტახებული სამხედრო ხომალდები დაუბრუნა, უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაურმა იგორ ვორონჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში დატყვევებულ სამხედრო გემებს, პრაქტიკულად არცერთი მოწყობილობა აღარ ჰქონდათ, მათ შორის უნიტაზები, ჩამრთველები და ბრები, ამის შესახებ მან უკრაინის 4-ე არხის ეთერით განაცხადა.

თამარ შუკვანი
20.11.2019

 სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცედურებზე საუბრობრისას, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ სისტემაზე გადასვლა შეუძლებელია, რადგან „ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს, ოპოზიციონერი დეპუტატები კო ახალ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ.

ია აბულაშვილი
20.11.2019

 "ვერცერთი პოლიტიკური ძალა ცალკე აღებული ვერ მოვა ხელისუფლებაში. ახლა მთავარია მოხდეს შეთანხმება ყველა პოლიტიკურ ძალას შორის პოლიტიკური თამაშის წესებზე," - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალისტიკოსი დემურ გიორხელიძე ქვეყანაში შექმნილ ვითარებას.

ია აბულაშვილი
20.11.2019

 "ფაქტია, რომ ოპოზიცია დღეს არცერთი პარამეტრით, არც პოლიტიკურად და არც იდეოლოგიურად მზად არ არის ძალაუფლება ხელში აიღოს, ამიტომაც ადგას მიჩვეულ გზას, რევოლუციის გზას" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×