ია აბულაშვილი
26.11.2019

 „2003 წლის მოვლენებთან მსგავსება არის, მაგრამ ეს არ არის სრული ანალოგი. მაშინაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ არჩევნების გაყალბების ხარისხი იყო ძალიან მაღალი - ანუ ტყუილი. ახლაც იყო ტყუილი, საქვეყნოდ, საერთაშორისო მასშტაბით შეპირებაზე უარის თქმა“, - ასეთ აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ხმალაძე მოვლენებს, რომელიც პარალმენტის წინ ვითარდება.

თამარ მუკბანიანი
26.11.2019

 ჯანდაცვა კიდევ მეტად გაძვირდება. მიზეზი, სამედიცინო მომსახურებაზე ერთიანი ტარიფებია - ამიერიდან სახელმწიფო ერთნაირ ფასს გადაუხდის ყველა კლინიკას, რომელიც ჩასაყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთვება. კლინიკების შემდეგ ამ ფაქტს, სადაზღვეო კომპანიები აპროტესტებენ. მათი შეხედულებით, ეს კიდევ მეტად გააძვირებს ქვეყნაში ისედაც ყველაზე ძვირ მომსახურებას.

ელზა პაპოშვილი
26.11.2019

 ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ხანძრის შედეგად 12 წლის მოზარდი დაიღუპა. გარდაცვლილი თბილისის ერთ- ერთი სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეა. 12 წლის ს.გ. დედასთან და დასთან ერთად ბებია-პაპასთან სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც, წინასწარი ინფორმაციით, გაზის გაჟონვამ სახლში აფეთქება გამოიწვია. 

თამთა ჩაჩანიძე
26.11.2019

 „მგონია, რომ მათი პროტესტი ნელნელა ნულისკენ წავა, რადგან ხალხის მხარდაჭერა მათ ნაკლებად აქვთ", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებსა და შექმნილ კრიზისულ ვითარებას.

თამარ მუკბანიანი
26.11.2019

 ქვეყნაში დაძაბული პოლიტიკური პროცესები ეკონომიკაზეც მძიმედ აისახა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ოთხივე ქართული კომპანიიის აქციები გაუფასურდა. სპეციალისტები მიიჩნვენ, რომ ეს ქვეყნის შიგა არასტაბილურობითაა განპირობებული და სანამ საქართველოში მსგავსი ვითარებაა, ეკონომიკურ განვითარებას პერსპექტივა არ აქვს.

ელზა პაპოშვილი
26.11.2019

22 ნოემბერს სოხუმში მომხდარი კრიმინალური დაპირისპირების ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მას შემდეგ, რაც სოხუმის ცენტრში ე.წ. კანონიერ ქურდებს ასტამურ (ასტიკი) შამბას და ალხას ავიძბას (ხასიკი) ესროლეს, აფხაზური მედია წერს, რომ კვალი ე.წ. ქართველ კანონიერ ქურდებამდე მიდის საქმე გვაქვს „ქურდების“ ორ ჯგუფს შორის დაწყებულ ნამდვილ ომთან, საიდანაც ერთი ძირითადად ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტებისაგან“ შედგება და მეორე - აფხაზებისაგან.

თამთა ჩაჩანიძე
26.11.2019

 „პარლამენტში პრაქტიკულად ის ადამიანები მოკალათდნენ, რომლებსაც არანაირი ღირებულებები, არც სიტყვის, არც დაპირების შესრულების ვალდებულება არ გააჩნიათ. ამ ადამიანებთან რაზე უნდა ისაუბრო..." - ასე აფასებს „რეზონანსთან" პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე დამოუკიდებელი დეპუტატებისა და ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს, რომელიც მათ პარლამენტის სხდომას გამოუცხადეს.

თამარ შუკვანი
26.11.2019

 „წყლის ჭავლის გამოყენებით შეეძლოთ უბრალოდ ერთი შესასვლელი გაეთავისუფლებინათ, რომ პარლამენტარებს დღევანდელი „უმნიშვნელოვანესი" სესიის ჩასატარებლად შესვლა შეძლებოდათ," - აცხადებს „რეზონანსთან" იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია 26 ნოემბერს გამთენიისას სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაშლის შესახებ საუბრისას.

ია აბულაშვილი
26.11.2019

 „ძნელია პროგნოზის გაკეთება, რას იტყვის ივანიშვილი. არ გამვრიცხავ, რომ ერთ-ერთი ვარიანტი იყოს ვადამდელი არჩევნები, ან სულაც თქვას - მე წავედი პოლიტიკიდან და რაც გინდათ ის გიქნიათო“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გავრცელებელ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს ტელევიზიით მიმართავს მოსახლეობას.

თამთა ჩაჩანიძე
26.11.2019

 „ოპოზიციამ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში რომ იმოქმედოს, შესაძლოა უფრო მეტშედეგსაც მიაღწიოს, თუნდაც ხელისუფლების გუნდში ბზარების შეტანით", - ასე აფასებს „რეზონანსთან", პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე,ოპოზიციის საპროტეტსო გამოსვლებს.

თამარ შუკვანი
26.11.2019

 „რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო სიტუაცია, უხერხული ვითარებაა, მაგრამ რიგგარეშე არჩევნების საფუძველს ნამდვილად ვერ ვხედავ," - აცხადებს „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია მისი თანაპარტიელის, პარლამენტარ კახა ოქრიაშვილის განცხადების კომენტირებისას, რომელიც მიიჩნევს, რომ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და საპროტესტო აქციები შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით დასრულდეს.

ელზა პაპოშვილი
25.11.2019

 ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები  26 ნოემბერს პარლამენტის ხელახლა პიკეტირებას ეცდებიან. სავარაუდოდ, „ოცნების“ დეპუტატებს ისევ არ შეუშვებენ პარლამენტში, პოლიცია კი ისევ გადაჭარბებული ძალის გამოყენების გარეშე დაშლის აქციის მონაწილეებს. ანალიტიკოსთა ნაწილის ოპოზიციის ასეთი ტაქტიკა გაუგებარია. მმართველმა პარტიამ კი 26-29 ნოემბრის სხდომების დღის წესრიგი უკვე დაგეგმა და იმედი აქვს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები დღეს „ბოროტ კანონდარღვევაზე არ წავლენ“.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×