ელზა პაპოშვილი
27.11.2019

 პანკისის ხეობაში, სოფელ საქობიანეში ორ გვარს  ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის სისხლიანი  დაპირისპირება მოხდა.  დაპირისპირებული მხარეები სოფელ ჯოყოლასა და დუისის მცხოვრებლები არიან.  როგორც „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, ჩხუბში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა და ორივე მხარე შეიარაღებული იყო.

თამარ შუკვანი
27.11.2019

 დასავლელი პარტნიორები მზაობას გამოთქვამენ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებებში ჩაერთონ. ოპოზიციონერ ლიდერებს ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე ჰქონდათ ევროკავშირის წარმომადგენლებთან და დიპლომატებთან, თუმცა, მმართველი გუნდში ამაზე მსჯელობა ამ დრომდე არ ყოფილა.

თამთა ჩაჩანიძე
27.11.2019

 ოპოზიციამ ვერ შეძლო იმ მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობის გამოყენება, რომელიც მმართველი პარტიის მიერ დაპირების გადათქმისა და პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის ჩაგდების შემდეგ მიიღო - ასე აფასებს ბოლო დღეების მოვლენებს „რეზონანსთან საუბარში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

ია აბულაშვილი
27.11.2019

 „დღეს იმის, რომ ეს იყო იდეა და არა დაპირება, იმათაც კი არ სჯერათ, ვინც მხარი დაუჭირა პროექტის ჩაგდებას, მითუმეტეს ჩვენს დასავლელ მეგობრებს. ვფიქრობ, ძლიერი ზეწოლის შედეგად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარედან, მმართველი გუნდი იძულებული იქნება მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუნდაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

თამთა ჩაჩანიძე
27.11.2019

 პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ მისი მინიშნება „ქართული ოცნების" მიერ ბიუჯეტის შესაძლო ჩაგდებასა და შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე მხოლოდ მის ვარაუდს ემყარებოდა და არა რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას. ასეთი განმარტება დეპუტატმა „რეზონანსთან" საუბრისას გააკეთა.

ელზა პაპოშვილი
27.11.2019

 სისხლიანი გარჩევა პოლიციელებს შორის - ცაგერის რაიონის სოფელ ლაჯანაში ერთი საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა, სავარაუდოდ, ჩხუბის შემდეგ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორივე მათგანი გარდაიცვალა. მათთან ერთად ასევე დაჭრილია ადგილობრივი მცხოვრები - მანქანების ხელოსანი მურთაზ სილაგაძე, რომელიც მათ გაშველებას ცდილობდა. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი, პოლიციელი რომეო მანდარია, „ქართული ოცნების“ დეპუტატის კარლო კოპალიანის სიძეა. 

თამარ შუკვანი
27.11.2019

 „ქართულ ოცნებაში" ჯერ არ იციან შედგება თუ არა მოლაპარაკება ოპოზიციასთან დასავლელი შეუმავლების მონაწილეობით. როგორც „რეზონანსთან" საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ფორმატზე დისკუსიას დახურულად მიიჩნევს, გამორიცხული მაინც არაფერია.

თამთა ჩაჩანიძე
27.11.2019

 რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას სააახალწოდ აპირებდა, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და თბიოლისში დაწყებული საპროტესტო აქციების გამო, ამ გადაწყვეტილების მიღება 2020 წლის დასაწყისისთვის გადაიდო - ამის შესახებ რუსული „იზვესტია“ წერს რუსეთის ხელისუფლებაში თავის წყაროებზე დაყრდნობით.

თამარ შუკვანი
26.11.2019

 მმართველ პარტიასა ოპოზიციას შორის ნამდვილი „ნერვების ომი“ დაიწყო და როგორ გადაწყდება შექმნილი კრიზისი უკვე იმაზეა დამოკიდებული, თუ ერთის მხრივ, რამდენს ხანს შეუძლია „ოცნებას“ ფსიქოლოგიურ წნეხის გაძლება და მეორეს მხრივ, რამდენ ხანს შეუძლია ოპოზიციას ამ წნეხის შენარჩუნება. ამ დაპირისპირების პირველი შედეგი კი ასეთია - „ოცნებამ“ ოთხშაბათისთვის დანიშნული პარლამენტის სხდომა გადადო, ოპოზიცია კი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებასა და მასში შუამავლად დასავლელი პარტნიორების ჩართვაზე ალაპარაკდა.

თამთა ჩაჩანიძე
26.11.2019

 „ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ოპოზიციის გეგმები ეფექტური არაა. ისინი იმიტომ იკრიბებიან, რომ ყოველი ნაბიჯი შეათანხმონ, შეაჯერონ, ერთმანეთის პოზიციები გაიგონ და ისე იმოქმედონ. მგონია, რომ დღეს დღის წესრიგს ოპოზიცია ადგენს, ეს აშკარად ჩანს, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება“ - ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პარლამენტთან შექმნილ სიტუაციას.

ია აბულაშვილი
26.11.2019

 „როდესაც პრეზიდენტი ხარ, ნებისმიერ შენს ნაბიჯს საზოგადოება ლუპით აკვირდება. მაგრამ, როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს ძალიანაც არ ანაღვლებს რას ფიქრობს საზოგადოება მასზე“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია პრეზტიდენტ სალომე ზურაბიშვილის სტუმრობას სალობიეში.

გვანცა წულაია
26.11.2019

 თამბაქოზე გაძვირების შემდეგ, ქვეყანაში კონტრაბანდამ არნახულად იმატა. "ეისითი იმპაქტის" კვლევის მიხედვით, ამ მიზეზით საქართველოში წლიურად 10%-ით მოიმატა თამბაქოს არალეგალურმა შემოდინებამ აზერბაიჯანიდან, 34%-ით კი თურქეთიდან. სპეციალისტები კი პირდაპირ ამბობენ, რომ ახლა უკვე თუთუნის გაძვირება კონტრაბანდას კიდევ უფრო გაზრდის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×