ია აბულაშვილი
02.12.2019

 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს 19 დეკემბერს აღნიშნავს, იგი ქართველთა სათაყვანებელი წმინდანია და მის სახელზე მრავალი ეკლესია არის აგებული.

თამარ შუკვანი
02.12.2019

 „გვარამია ცდილობ აჩვენოს ის ხერხები, რომლითაც ზოგადად ხელისუფლება ურთიერთობს. ერთი არის სამართალწარმოება კონკრეტულ პირზე და მეორე, ოჯახზე თვალთვალი - ეს ორი ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის განცხადების შესახებ საუბრისას, რომ ის საქართველოს დატოვებას აღარ აპირებს და ოჯახთან ერთად ქვეყანაში რჩება.

ელზა პაპოშვილი
01.12.2019

 საშინელი ავარია თბილისში, ორთაჭალაში მამაკაცი ავტომობილში ცოცხლად დაიწვა.  „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილი, სადაც ორი ადამიანი იჯდა, ელექტრო სადენის ბოძს შეეჯახა. შეჯახების შედეგად კი ავტომობილი აალდა და აფეთქდა. თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ  მძოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტროსადენის ბოძს შეეჯახა. მძღოლის გვერდით მჯდომმა ქალმა გადმოსვლა მოასწრო, ხოლო მამაკაცმა სავარაუდოდ ავტომობილის კარის გაღება ვერ შეძლო.  

თამარ შუკვანი
01.12.2019

 ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელს პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს; იურისტ გელა ნიკოლეიშვილის თქმით, ნიკა გვარამიას განცხადება საქართველოს დატოვების შესახებ, შესაძლოა ემსახურებოდეს პროკურატურის პოზიციის გაგებას ან პიარსვლას, რომ პროკურატურა უფლებას არ აძლევს დატოვოს ქვეყანა.

ია აბულაშვილი
01.12.2019

 "საქართველოში ბოქლომების რევოლუცია არ მოხდება, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მივა" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "მთელი კვირა" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ესაუბარა.

ტატა შოშიაშვილი
01.12.2019

 სტრასბურგში „სელფის" გამო დაკავებული ჩეჩნეთის ორი მოქალაქე ქალაქის პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს. სტრასბურგის პოლიციის ეჭვით, აბუბაქარ იუნუსოვმა და ალი ბაშაევმა ფოტოს გადაღების მომენტში გამოიყენეს ჟესტი, რომელიც მათ სავარაუდო ტერორისტობაზე მიუთითებს. თავად ეჭვმიტანილი იუნუსოვი აცხადებს, რომ ფოტოს გადაღებისას გაკეთებულ ჟესტში არაფერი განსაკუთრებული არ იყო.

რეზონანსი
01.12.2019

 ნოემბრის მიწურულს სოხუმის ცენტრში, რესტორან „სან-რემოში" მოკლეს ორი აფხაზი გავლენიანი ე.წ კანონიერი ქურდი ალხაზ ავიძბა, მეტსახელად „ხასიკი" და ასტამურ შამბა - „ასტიკი".

თამარ შუკვანი
01.12.2019

 საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების კიდევ ერთმა მტკიცე უარმა შესაძლოა პროტესტის ახალ ტალღას მისცეს ბიძგი. მმართველი გუნდი უკან დახევას და გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს გააგრძელებს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე პროგნოზირებს, რომ ხელისუფლების უარის ფონზე, არც ოპოზიცია დაიხევს უკან, თუმცა, მიიჩნევს, რომ ოპოზოციის მხრიდან საჭიროა სტრატეგიის შეცვლა იმისათვის, რომ მმართველ გუნდს ამომრჩეველთა უფრო მეტი ხმა წაართვას.

ელზა პაპოშვილი
01.12.2019

 1500-ზე მეტი მძევლად აყვანილი მოსახლეობა-ახალგორელები შველას ითხოვენ.  ადგილობრივები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ თუ ე.წ. ჩაკეტილი საზღვარი არ გაიხსნა, ამ ზამთარს მოსახლეობა ნელ-ნელა სიცივით და შიმშილით ამოიხოცება. თითქმს მესამე თვეა ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის  ჩაკეტივის გამო რეგიონი ჰუმანიტარული კატსტროფის ზღვარზეა.  ადგილობრივი მოსახლეობა, ფაქტობრივად, იზოლაციაში ცხოვრობს. 

ტატა შოშიაშვილი
01.12.2019

 „ლონდონის ხიდზე" მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, რა დროსაც კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ჯერ მერრიტი და კიდევ ერთი ქალი (ვინაობა არ მჟღავნდება) ტერორიზმისთვის სასჯელმოხდილმა 28 წლის უსმან ჰანმა დახოცა, ინგლისის იუსტიციის სამინისტრომ ტერორიზმში ბრალდებულებისთვის სასჯელი მოხდის წესის გამკაცრება გადაწყვიტა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×