თამარ შუკვანი 04.12.2019
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემუშავებულ ე.წ. გერმანულ მოდელს ოპოზიცია პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს, რაც ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან თავად „ქართულ ოცნებას" „გერმანულ მოდელზე" გადასვლა არ აწყობს და არც პარლამენტი მიიღებს ამ კანონპროექტს.
|
თამარ შუკვანი 03.12.2019
ოპოზიციისა და ხელისუფლების მხარდამჭერთა შეხლა-შემოხლა ნელ-ნელა საერთოეროვნული მასშტაბის მოვლენა ხდება. სამშაბათს დაპირისპირება იყო მცხეთაში, ქუთაისსა და ზუგდიდში, თუმცა პოლიციამ მხარეებს მასშტაბური შეტაკების საშუალება არ მისცა. ნეიტრალურ პოლიტიკოსთა და ნალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ შეტაკებებიდან ორივე დაპირისპირებული მხარე ცდილობს პოლიტიკური დივიდენდების მიღებას და თავადვე უწყობენ ხელს ამ შეტაკებების პროვოცირებას, რადგან პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა არცერთ მათგანს უკვე აღარ შეუძლია.
|
თამარ მუკბანიანი 03.12.2019
1.1 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ტრანზიტისათვის - ასეთი იქნება 2023 წლისათვის სარგებელი, რომელსაც კიდევ ერთი გაზსადენის გატარების სანაცვლოდ საქართელო მიიღებს. უფასო გაზის მოცულობა სამომავლოდ კიდევ უფრო მზარდი იქნება. საბოლოოდ, მკვეთრად გაზრდილი მოხმარების პირობებშიც კი, ეს საქართველოს სრული მოთხოვნის ნახევარზე მეტს დააკმაყოფლებს. ეს არის გარანტია, რომ სამომავლოდ ბუნებრივი აირის ტარიფი არ გაიზარდოს და მიღებული უფასო (ან იაფი) გაზით ელექტროენერგეტიკის სექტორმაც ისარგებლოს.
|
ია აბულაშვილი 03.12.2019
„არ ვიცი - რა დავარქვა, პოლიტიკური შეცდომა, გამიზნული ვიზიტი, თუ გამიზნული პროვოკაცია, მაგრამ ასეთ სიურპრიზებს, მაიმუნობას და ასეთ თამაშს ჩემს ამომრჩეველს ვერ ვაკადრებ“, - აცხადებს „რეზონანსთან“ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, რომელმაც ნინო ბრუჯანაძის მოსკოვში ვიზიტის გამო პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შექმნილი ფორმატი დატოვა.
|
ია აბულაშვილი 03.12.2019
„ვიდრე პლენარულ სხდომაზე არ დადაგება ეს საკითხი განსახილველად, ძნელია იმის თქმა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა. თუცმა, რა შეფასებებიც არ უნდა გაკეთდეს, გუნდში გადაწყვეტილება მიღებული იქნება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ე.წ. გერმანული მოდელის ქართულ ვარიანტს, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა და უახლოეს დღეები განასახილველად ეუთოს გადაეგზავნება.
|
გვანცა წულაია 03.12.2019
ინფლაცია ისევ მაღლა მიიწევს და უკვე 7%-ს მიაღწია. ეროვნულმა ბანკმა ინფალციის შესამცირებლად არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა შედეგი არ ჩანს. ბოლო ათი წლის მანძილზე, მოსახლეობას წელს ყველაზე მძიმე ზამთრის გადატანა მოუწევს. სპეციალისტები ვითარებას მძაფრად აფასებენ და ამბობენ, რომ ახალ წლამდე არაფერი შეიცვლება, პირიქით, იმაზე მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ოდესმე.
|
თამარ შუკვანი 03.12.2019
მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს დასკვა არჩევნების ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ოპოზოციის საკანონმდებლო ინიციატივაზე შესაძლოა დადებითი იყოს, დიდი ალბათობით, პარლამენტი მაინც არ მიიღებს ამ რეკომენდაციას. ამის შესახებ „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ აუცილებელი არ არის „რადგან ევროპამ გვითხრა, ასე უნდა მოვიქცეთ."
|
ელზა პაპოშვილი 03.12.2019
სასტიკი მკვლელობა კახეთში - სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიაანში სიძემ სიმამრი საკუთარ სახლში სანადირო თოფით მოკლა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ მკვლელობის მიზეზზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სიძე გარდაცვლილის ქალიშვილზე სისტემატიურად ძალადობა, რის გამოც მათ შორის კონფლიქტი იყო.
|
ია აბულაშვილი 03.12.2019
„რადგან არ არის ინვესტორი და მითუმეტეს არ არის კარგი პროექტი, შეიძლება სიტუაცია გადათამაშდეს - შეიქმნას ახალი პროექტი და ხელახლა გამოცხადდეს ტენდერი", - ასე ეხმურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ინფრასტურქუტრის მინისტრის განცხადებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.
|
რეზონანსი 03.12.2019
„ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მხარდამჭერთა ახლანდელი შეტაკებები ძალიან ჰგავს 2011-2012 წლების ანალოგიურ დაპირისპირებებს, როდესაც ის ოპოზიციაში მყოფი „ქართული ოცნების" წევრი იყო და „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტთა მხრიდან თავადაც გამხდარა შევიწროვების ობიექტი წინასაარჩევნო პერიოდში გამართული სხვადასხვა შეხვედრებისას.
| |
ელზა პაპოშვილი 03.12.2019
ორი შემზარავი ტრაგედია კახეთში - ახალგაზრდა ქალებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. 30 ნოემბერს ლაგოდეხის რაინის სოფელ აფენში 34 წლის ქალი ქმრის ოჯახში ჩამომხვრჩვალი იპოვეს; მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 1-ლ დეკემბრს კი ასევე 34 წლის ქალმა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში სიცოცხლე მეუღლის ოჯახში თვითმკვლელობით დაასრულა, მას 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ორივე შემთხვევაზე სოფლის მცხოვრებლებს „რეზონანსთან“ სუიციდის მიზეზებზე გადაჭრით საუბარი უჭირთ, თუმცა ტრაგედიის სავარაუდო მიზეზად მაინც მძიმე სოციალური პირობებ ასახელებენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|