თამარ შუკვანი 03.12.2019
„ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქციის გამართვა კახა კალაძისთვის მიუღებელია და აქტივისტებს ურჩევს ლოკაცია შეცვალონ, რაზეც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ თავად ხელისუფლებამ უნდა აუხსნას თავის მომხრეებს, რომ სამოქალაქო დაპირისპირება „ქართული ოცნების" ინტერესშივე არაა. მისივე თქმით, აუცილებელია აქივისტებმა პროტესტის სხვა ფორმას მიმართონ იმისათვის, რომ დაპირისპირება თავიდან იქნას აცილებული.
|
ია აბულაშვილი 03.12.2019
„ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობა უმრავლსეობაში არ ყოფილა. ამ საკითხს განსაზღვრავს კანონი და რეგლამენტი და ჩვენც ამ გზას მივყვებით“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე მოსაზრებს იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამატყუნებული განაჩენი შესაძლოა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლემოსილების შეჩერების მიზეზი გახდეს.
|
თამარ შუკვანი 03.12.2019
სოხუმის ცენტრში 10 დღის წინ მომხდარ რეზონანსულ მკვლელობას უკვე მოჰყვა პოლიტიკური კრიზისი, რაც ორშაბათს საპროტესტო აქციის ფონზე ე.წ. შს მინისტრისა და გენპროკურორის გადაყენებაში გამოიხატა. ახლა კი ეს ყველაფერი შესაძლოა აფხაზეთში ორი გავლენიანი გვარის - არშბებისა და ავიძბების დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამის შესახებ საუბარია არშბების გვარის წარმომადგენელთა საგანგებო განცხადებაში, რომელიც ორშაბათს ინტერნეტით გავრცელდა.
| |
ირაკლი ლომიძე 02.12.2019
ქართული და უცხოური წყაროებით აფხაზეთში რადიოაქტიული ნარჩენების კვალი დასტურდება. რუსი ექსპერტების შეფასებით, გუდაუთა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რადიაციის დონით მხოლოდ ჩერნობილს ჩამოუვარდება. ცალსახაა, რომ ოკუპირებულ რეგიონში ეკოლოგიური საფრთხე მაღალია. რაც შეეხება თვითონ რადიოაქტიური ნივთიერებების არსებობას, ომამდე მათ სოხუმის ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტუტში ამზადებდნენ.
|
თამარ მუკბანიანი 02.12.2019
ლარის გაუფასურებამ და პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, ყველაზე მეტად მცირე ბიზნესი და მოსახლეობის ქვედა ფენა დააზარალა. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები ეროვნული ვალუტის ბოლო ანტირეკორდმა ყველას შეუქმნა, ყველაზე მოწყვლადი მაინც მცირე ბიზნესი აღმოჩნდა, რომლის ნაწილსაც საქმიანობის გაგრძელება უჭირს. ,,ბიზნეს-რეზონანსთან” მეწარმეები ამბობენ, რომ ხალხს რჩევანის გაკეთება პურსა და წამალს შორის უწევს, ამიტომ ასეთ ქვეყანაში ბიზნესის განვითარება ურთულესია.
|
ირაკლი ლომიძე 02.12.2019
წინაასახალწლოდ საქონლის ხორცი შესაძლოა, 22 ლარამდე გაძვირდეს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ფასი ისედაც მატულობს და სადღესასწაულოდ მოსალოდნელია, რომ ხორცის ღირებულება აგრარულ ბაზრებში დაახლოებით 2-3 ლარით მოიმატებს. ამის მიზეზად სპეციალისტები საქონლის, განსაკუთრებით კი მოზარდი პირუტყვის დეფიციტს მიიჩნევენ.
|
თამარ შუკვანი 02.12.2019
პოლარიზაცია ოპოზიციურ სპექტრსა და მმართველ გუნდს შორის იზრდება, რაც სერიოზული დაპირისპირების საფუძველს ქმნის. დაპირისპირება ხშირ შემთხვევაში გამოხატულია საკმაოდ აგრესიული ფორმებით, მაგალითად, როგორიც არის ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება. აქტივისტები ხშირ შემთხვევაში არც ფიზიკურ ანგარიშსწორებას ერიდებიან, რაც ზრდის ტენდენციას, რომ საბოლოოდ სამოქალაქო დაპირისპირება მივიღოთ. მიიჩნევენ ანალიტიკოსები.
|
რეზონანსი 02.12.2019
საქართველოში ე.წ. უფასო მუშახელის კულტურა დამკვიდრა. კომპანიებს აჰყავთ სტაჟიორები გაურკვეველი ვადით, სამართლებრივი დაცვის არანაირი მექანიზმი ამ შემთხვევაში სტაჟიორებს არ გააჩნიათ, რითაც ბორიტად სარგებლობენ დამსაქმებლები. ზოგიერთ შემთხვევაში უფასო მუშაობა კომპანიებში წლობითაც გრძელდება.
|
ელზა პაპოშვილი 02.12.2019
სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა და კვალის წაშლის მიზნით დამწვარი სხეული -ერთ წლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 2018 წლის მაისში ჩადენილი ეს მძიმე დანაშაული გახსნა. მდინარე რიონმა გასული წლის გაზაფხულზე კასრი გამორიყა, სადაც მამაკაცის დამწვარი სხეული აღმოჩნდა.
|
ია აბულაშვილი 02.12.2019
ინტეგრაციის გაღრმავების შესახებ, 8 დეკემბერს რუსეთსა და ბელორუსს შორის ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის ერთიანი მთავრობის, ერთიანი პარლამენტის, ერთიანი საგადასახადო კანონმდებლობის შექმნას;
|
ელზა პაპოშვილი 02.12.2019
ორ გვარს შორის სისხლიანი გარჩევის შემდეგ, პანკისში სიტუაცია დაძაბულია. დაპირისპირებაში მონაწილე ქავთარაშვილების ოჯახმა მუთოშვილებისგან სისხლის აღებაზე გაფრთხილება მიიღო, რის გამოც ხეობის უხუცესები და სასულიერო პირები ქავთარაშვილების სახლში სათათბიროდ იყვნენ შეკრებილები.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|