თამარ შუკვანი 26.12.2019

„მორიგი შეტევა კრიტიკულ და თავისუფალ მედიაზე," „არასწორი ქმედება და დისკრიმინაციული მიდგომა," - სწორედ ასეთი შეფასებები მოჰყვა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ სამი ტელეკომპანიისთვის, „რუსთავი 2"-ის, „ტვ პირველისა" და „კავკასიისთვის" ინკასოს დადებას, თანაც ეს იმის ფონზე, როდესაც ძველი დავალიანება „იმედს" (19 მილიონი,) და მის ჰოლდინგში შემავალ „მაესტროს" (8 მილიონი) ჯერ კიდევ არ გადაუხდია.
|
ელზა პაპოშვილი 26.12.2019

პირველი პრეზიდენტის ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე ოჯახი და ადვოკატი ახალ დეტალებზე საურბობს. ისინი ნეიტრალური მოწამეების ჩვენებბეზე ლაპარაკობენ. მათი თქმით, ამ ჩვენებების მიხედვით ირკვევა, რომ სუფრაზე 10-მდე პირი იმყოფებოდა და ბრალდებულებსა და გამსახურდიას შორის რაიმე განსაკუთრებულ თემაზე დაპირისპირება არ მოსვლიათ.
|
ია აბულაშვილი 26.12.2019

კულტურის სფეროს წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართავენ, რომ კულტურის სფერო ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდეს და კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღონ.
|
ია აბულაშვილი 26.12.2019

ძველად საქართველოში, ახალ წელს ბასილის დღეს უწოდებდნენ, რადგან მართლამდიდებელი ეკლესია წმინდა ბასილის დღეს 14 იანვარს აღნიშნავს. ქართველი ხალხი ამ დიდი წმინდანის მიმართ მოწიწებას და პატივისცემას სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა.
|
თამარ შუკვანი 26.12.2019

წელს საქართველოში ზამთრისთვის უჩვეულო ამინდები შეინიშნება, რაც ეკოლოგ ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, გლობალურ დათბობას უნდა დავუკავშიროთ, რასაც შესაძლოა ანომალიაც კი ვუწოდოთ. საჭიროა კვლევების გამოქვეყნება იმისათვის, რომ წინასწარი ღონისძიების გატარება შეძლოს საზოგადოებამ და მოსალოდნელ პროცესებს მომზადებული შეხვდეს. მისივე თქმით, დაწყებულია ნეგატიური პროცესი, რაც ასევე უარყოფით ზეგავლენას იქონიებს, როგორც ადამიანებზე, ასევე გარემოზეც.
|
თამარ მუკბანიანი 25.12.2019
112-ის გადასახადი გაუქმების ნაცვლად, გაიზრდება. საკონსტიტუციო სასამართლომ, არაკონსტიტუციურად სცნო, პარლამენტმა კი მისი ოდენობის ზრდას მხარი დაუჭირა. ახლა ჯერი მთავრობაზეა. სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლებას აქვს უფლება დადგენილებით განსაზღვროს გადასახადის ზუსტი ოდენობა.
|
ელზა პაპოშვილი 25.12.2019

საშინელი ავარია აჭარაში – მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი ხევში გადავარდა და შედეგად 5 თინეიჯერი დაიღუპა. ისინი სავარაუდოდ სკოლის მოსწავლეები მე–11 ან მე–12 კლასელები არიან.
|
გვანცა წულაია 25.12.2019
გაზის ტარიფი უცვლელი რჩება. მოსახლეობა მომდევნო 3 წლის განმავლობაშიც დღევანდელ ფასს გადაიხდის. ასეთია სემეკის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 2022 წლამდე მოქმედებს. ენერგეტიკოსები მარეგულირებლის გადაწყვეტილებას მხარს უჭრენ და არ გამორიცხავენ სამომავლოდ ტარიფის კიდევ უფრო შემცირებასაც.
|
თამარ შუკვანი 25.12.2019
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ორი დღის წინ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელიც ტელეკომპანიებს ავალდებულებს სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება დაფარონ, კომუნიკაციების სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი არასწორ მიდგომას უწოდებს და „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი საკითხი წინასწარ შეხვედრას ითვალისწინებს, რადგან საჭიროა ტელევიზიებთან ერთად აბსოლუტურად ყველა დეტალი იყოს განხილული.
|
ია აბულაშვილი 25.12.2019

"ეს სია გათვლილია დასავლეთის აუდიტორიაზე, რადგან ოპოზიციას დიდი მხარდაჭერა ჯერ-ჯერობით საქართველოში არ აქვს და ცდილობენ გარე ბერკეტების ამოქმედებით ხელისუფლების დასუსტებას" - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მოთხოვნას, რომ "ძალადობრივი რეჟიმის შექმნელებს", რომელთა შორის პოლიტიკური და სასამართლო სისტემის წარმომადგენლები არიან, სანქციები დაუწესდეთ.
|
თამარ შუკვანი 25.12.2019

„უოლ სტრიტ ჯორნალის" სარედაქციო საბჭოს მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სადაც საქართველოს შესახებ იყო საუბარი, ამჯერად „ქართულ ოცნებას" „ნიუ იორკ ტაიმსიც" აკრიტიკებს. ამერიკული გავლენიანი გაზეთი წერს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნებისთვის" სერიოზული დარტყმა იქნება. ტენდენციას, რომელიც ბოლო პერიოდში შეინიშნება და ძირითადად ხელისუფლების კრიტიკას მოიცავს, ოპოზიციაში დამანგრეველს, ხოლო უმრავლესობაში გაზვიადებულს უწოდებენ.
|
გვანცა წულაია 25.12.2019
მომავალი წლიდან საქართველოდან სომხეთში ავტომანქანების ექსპორტი, შესაძლოა, საერთოდ შეწყდეს. მიზეზი სომხეთის ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებაა, სადაც წევრი ქვეყნებისთვის განბაჟების ერთობლივი ტარიფი მოქმედებს და იქ, მესამე ქვეყნებთან საქონლით ვაჭრობის დროს დამატებით, საკმაოდ მაღალი გადასახადებია დაწესებული. ავტოიმპორიორები აცხადებენ, რომ ეს ქართულ ბაზარს მორიგ დიდ დარტყმას მიაყენებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|