ელზა პაპოშვილი
29.12.2019

 

ბოლო დღეების განმავლობაში ქართული ბანკები ჰაკერების თავდასხმის ობიექტები გახდნენ. ბოლო ერთ კვირაში კერძო პირების ანგარიშებიდან თანხების მოპარვამ მასობრივი სახე მიიღო და „რეზონანსისთვის“ ცნობილი ხდება, რომ შეტევის მთავარი ობიექტი „თიბისი“ და „ვითიბი“ ბანკები არიან. კლიენტთა ანგარიშებიდან თანხა მოულოდნელად ქრება. თაღლითური ჯგუფები საბანკო ბარათებზე წვდომას სხვადასხვა მეთოდით ახერხებენ. 

თამთა ჩაჩანიძე
28.12.2019

 „ამაში გადამწყვეტი რა თქმა უნდა ხელისუფლება იყო, ყველანაირად, ყველა ღონეს ხმარობდა, მაგრამ ჩვენს პოლიტიკოსებს თუ მაინცდამაინც დაამშვიდებთ, ვიტყვი, რომ უფლის წყალობით გათავისუფლდა და ამაზე დასვან წერტილი", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებას.

თამთა ჩაჩანიძე
28.12.2019

 „გახარიას თალაკვაძით ჩანაცვლება აბსურდად მიმაჩნია იმიტომ, რომ თალაკვაძე ის პიროვნება არაა, რომელმაც შესაძლოა რაღაც იმედები გააღვიძოს. შესაძლოა გახარია გასაშვებია, მაგრამ არა თალაკვაძით. ჩემი აზრით, ეს არასწორი სვლა იქნება ივანიშვილის მხრიდან," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, „ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერის პოსტზე გიორგი გახარია შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ შეცვალოს.

ტატა შოშიაშვილი
28.12.2019

„ისინი თავს გაიმართლებენ, რადგან ძალიან ძლიერი ზეწოლა იყო, როდესაც ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს გაფრინდაშვილს... საქართველოში არსებობს მოსაზრება, რომ თითქოს რუსეთის ინტერესებში იყო გაფრინდაშვილის დაპატიმრება, მაგრამ პირიქით იყო", - ასე გამოეხმაურა „რეზონანსთან" საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

ტატა შოშიაშვილი
28.12.2019

„ეს წვრთნები სამ ეტაპადაა დაგეგმილი და სამ ძირითად რეგიონს მოიცავს - შავიზღვისპირეთი, ბალტიისპირეთი და აღმოსავლეთ ევროპა. აქ კონკრეტულ დახმარებაზეცაა საუბარი - თუ რუსეთის ჩვენს წინააღმდეგ განახორციელებს სამხედრო აგრესიას და ამბობდნენ, რომ ნატო-ს კოალიციური ძალები ვერ ჩაერთვებიან ამ კონფლიქტში, ეს ერთგვარი პასუხიცაა ამის. ამ წვრთნების შედეგად ესეც შესაძლებელი იქნება", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ნატო-ს მიერ 2020 წელს დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს,რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც საქართველოში ჯარების ოპერატიულად გადასროლაა.

თამთა ჩაჩანიძე
28.12.2019

 „კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებას არ ვაპირებ. თვითონ დაასახელოს, შესაძლოა იცის კიდეც. არ ვიცი ზუსტად იცის თუ არა, მაგრამ როცა დრო დადგება, მაშინ დავასახელებთ," - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუა არეშიძე ცხინვალის ციხიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას.

თამთა ჩაჩანიძე
28.12.2019

 დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებას ბოდვას უწოდებს და ამბობს, რომ მის წინაღმდეგ ბრალდებები ადრეც იყო და ახალი არაა.

თამარ მუკბანიანი
27.12.2019

 საქართველო 2019 წელსაც ცნობილი თავსატეხით ასრულებს - ეკონომიკური ზრდის ტემპი მაღალია, მაგრამ მოსახლეობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ფინანსთა მინისტრის წინასწარი ინფორმაციით, დეკემბერში მშპ შთამბეჭდავად გაიზარდა და სავარაუდოდ 7%-ს მიარწევს. ეს ბოლო პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ სანამ ხელისუფლება თავს ციფრებით იწონებს, ქვეყანაში რეკორდული ინფლაციაა. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მინიმუმზეა, ხოლო მათი გაღარიბების მაჩვენებლი მატულობს.

თამარ შუკვანი
27.12.2019

კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებიდან" დემარშით წამოსული, დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული. ამის შესახებ ინფორმაციას ექსპერტი გია აბაშიძე ავრცელებს. ამაზე საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე „ინტერპრესნიუსთან" გაკვირვებას გამოხატავს, პროკურატურამ შესაბამისი ნაბიჯები აქამდე რატომ არ გადადა. კილაძის ამ განცხადებას ბესელია გამოეხმაურა და თქვა, რომ „კილაძე და მისნაირები ტროლების ფუნქციას ასრულებენ."

ია აბულაშვილი
27.12.2019

"პიარტექნოლოგიიის თვალსაზრითი, ქართულ პოლიტიკის მთავარმა აქტორებმა მთელი წლის განმავლობაში ახალი და კრეატიული ვერაფერი შესთავაზეს საზოგადოებას და ფაქტია, რომ ისინი ურთულეს იდეოლოგიურ კრიზისში არიან" - ასე აფასებს კულტურულოგი, პროფესორი ლელა ფირალიშვილი 2019 წელს ოპოზიციისა და პოზიციის ნაბიჯებს პოლიტიკაში.

ელზა პაპოშვილი
27.12.2019

პროკურატურა „რეზონანსთან“ კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას წინააღმდეგ უწყებაში რაიმე სახის გამოძიება მიდის. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მსგავსი არაფერი ხდება და ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. 

ია აბულაშვილი
27.12.2019

 "მთელი წელი დახუნძლული იყო მარაზმით, მმართველი ჯგუფის იდიოტიზმითა და "ნაცების" დაჯგუფების პროვოკაციით, ხელოვნურად აგორებული აქციების და ყალბი სატელევიზიო უზრუნველყოფით," - ასე აფასებს ექსპერტი პეტრე მიმარაძე 2019 წლის ქართულ პოლიტიკას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×