ია აბულაშვილი 07.01.2020

მართლამდიდებელი ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მღვდელმსახურთა სამოსელს. მათ შორის არის მიტრა, სიმბოლო ეკლის გვირგვინისა, რომელიც მაცხოვარს თავზე დაადგეს. მიტრის ტარების უფლებით თავდაპირველად სარგებლობდა მხოლოდ ალექსანდრიის პატრიარქი, 1453 წელს კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ თავსამკაულის ტარება საყოველთაო გახდა მართლმადიდებლურ ეკლესიებში და მას მხოლოდ მღვდელმთავრები ატარებდნენ.
|
გვანცა წულაია 07.01.2020
ამერიკა და ირანი ომის ზღვარზე არიან. ასეთ შემთხვევაში ბევრი ქვეყანა დაზარალდება, მათ შორის საქართველოც. საწვავი აუცილებლად გაძვირდება, ეკონომიკური ვითარება შეიცვლება, მაგრამ ყველაზე მთავარია რა ელის ლარს, რომელიც, როგორც იქნა, გამყარების გზას დაადგა. როგორც ფინანსისტები ირწმუნებიან, ამ მხრივ საფრთხე დიდი არ არის.
|
თამარ შუკვანი 07.01.2020

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველ პარტიასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის გასულ წელს დაწყებული პოლიტიკური ვაჭრობა წელსაც გაგრძელდება. იანვარში დასავლელი შუამავლების მონაწილეობით მხარეების კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს შეხვედრები ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლია, რაც მოჩვენებით დიალოგს უფრო ჰგავს, ვიდრე მცდელობას იმისა, რომ საბოლოოდ შეთანხმება მოხდეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.01.2020
ირანის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე, ამერიკისთვის საპასუხო შურისძიების 13 ვარიანტი შეიმუშავა, ამის შესახებ სამშაბათს ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალი შამხანმა განაცხადა.
|
ია აბულაშვილი 07.01.2020

„მრჩეველის თანამდებობაზე დანიშვნას არ მგონია, რომ დიპლომატიური განათლება ან პარტიული ნიშნით შერჩევა სჭირდებოდეს. ეს ალბათ თავად საგარეო უწყების გადაწყვეტილებაა, რადგან დავით გომართელს კულტურის სფეროში რჩევების მიცემა არ გაუჭირდება“, - ასე ეხმაურება „ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძე მომღერალ დავით გომართელის იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლის თანამდებობაზე დანიშვნას.
|
გვანცა წულაია 07.01.2020
ამერიკასა და ირანს შორის ვითარება დღითი დღე მძიმდება. ირანელი გენერალის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ, მსოფლიო კიდევ ერთი ომის წინაშე დგას. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე, ოქრო და ნავთობი უკვე გაძვირდა. ამერიკა ირანს შორის დაწყებული კონფლიქტი, ნავთობპროდუქტებს კიდევ უფრო გააძვირებს, რაც საქართველოზეც იქონიებს გავლენას.
|
ელზა პაპოშვილი 07.01.2020

ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით ორი ვერსია ვრცელდება - 24 წლის მურად წურწუმიას წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული სპეცრაზმელი ზვიად ფოფხაძე და მოკლულის ოჯახი მომხდარის სხვადასხვა ამბავს ჰყვებიან. ფოფხაძე მხოლოდ მურად წურწუმიას ცემის ფაქტს აღიარებს და ასევე ამბობს, რომ 24 წლის ბიჭი მხოლოდ მან სცემა, ხოლო როდესაც ნახა, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა, ის სახლში წაიყვანა და სასწრაფო გამოიძახა.
|
ია აბულაშვილი 07.01.2020
„ევროპის საბჭოს მინისტერიალი იმართება ევროპის საბჭოს ეგიდით და არა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით. ამიტომ უარის თქმა ლავროვის ვიზიტზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სწორი არ იქნება“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტს საქართველოში.
|
ტატა შოშიაშვილი 07.01.2020

2019 წელი მეცნიერული მიღწევებითა და აღმოჩენებით განსაკუთრებით მდიდარი იყო და ხშირ შემთხვევაში მათგან ყველაზე მნიშვნელოვანის გამოყოფა საკმაოდ რთულია. თუმცა, პორტალმა Naked Science სხვადასხვა აკადემიურ სამეცნიერო გამოცემებზე დაყრდნობით წლის მთავარი აღმოჩენების რეიტინგი შეადგინა, რომელიც მეცნიერების სხვადასხვა დარგებს მოიცავს გენეტიკიდან ასტროფიზიკამდე.
|
თამარ შუკვანი 07.01.2020
ოპოზიციამ კიდევ ერთი „შავი სია" შეადგინა, რომელსაც, ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, საქართველოს დასავლელ პარტნიორებს გადასცემენ. თუმცა, „საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის" დირექტორი კორნელი კაკაჩია დასავლეთში ამ სიასთან დაკავშირებით, რაიმე სახის რეაგირებას არ ელოდება და „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ეს უბრალოდ ოპოზიციის მცდელობაა, ხელისუფლების ისედაც დაბალი რეიტინგი უფრო დაბლა დაწიოს.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.01.2020
რუსი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ქალაქ ეკატერინბურგიდან იური იზოტოვი საქართველოს მთავრობისგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ამის შესახებ მან საკუთარ „ფეისბუქზე" დაწერა. იგი ამჟამად უკრაინაში იმყოფება და აცხადებს, რომ შესაბამისი თხოვნით საქართველოს ხელისუფლებას უკვე ოფიციალურად მიმართა.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.01.2020
„თუ საბრძოლო ოპერაციები დაიწყო, რა თქმა უნდა, აშშ-ს გარკვეული ტერიტორია დასჭირდება, რომელსაც გარკვეულწილად თუნდაც სადაზვერვო პასიური ტიპის ოპერაციების განხორციელებისთვის გამოიყენებს. რეგიონში მისი ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირე კი საქართველო რჩება. თუმცა იმედია საქმე აქამდე არ მივა", -ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აშშ-ირანის დაპირისპირების შესაძლო გამწვავებას და მის შედეგებს საქართველოსათვის.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|