ელზა პაპოშვილი 10.01.2020

სოხუმში არეულობა გრძელდება - სიტუაცია კვლავ დაძაბულია და გამთენიისას სროლის ხმაც ისმოდა. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და ე.წ აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას თხოვენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 10.01.2020
„მთელ ამ აქციას ხელმძღვანელობს ახრა ავიძბა, რომელიც ცოტა ხნის წინად მოკლული სოხუმელი ავტორიტეტის ალხას ავიძბას ბიძაშვილია. გარდა ამისა, ის ცნობილი მარადიორია, რომელიც დონბასის მოვლენებში მონაწილეობდა, იბრძოდა ე.წ. აფხაზეთის ბატალიონის შემადგენლობაში," - აცხადებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.
|
ია აბულაშვილი 09.01.2020
"ამას ზეით არის ვარძიას მონასტერი, კლდესა შინა და გამოკვეთილი, სენაკ- პალატებითურთ და ამას შინა აღმშენებელი მეფის გიორგისაგან და შესრულებული თამარ მეფისგან. ეს შემკული იყო საეკლესიო სიმდიდრითა და ყოვლის წესიერებითა"- ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი ვარძიის მონასტერს.
|
რეზონანსი 09.01.2020
სულ რაღაც 2 თვის შემდეგ ავტომფლობელებს ტექდათვალიერების მიმართულებით ბევრი სიახლე ელით. 2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება რეგულაცია, რომლის თანახმადაც 10 წელზე მეტი ხანდაზმულობის საბურავებით მანქანები ტექდათავლიერებას ვეღარ გაივლიან. უსიამოვნო ცვლილება ელოდებათ მარჯვენასაჭიან ავტომობილებსაც.
|
ელზა პაპოშვილი 09.01.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში დაძაბულობა და შეტაკებებია - ოპოზიციის წარმომადგენლებმა დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაცია შტურმით აიღეს და შენობაში შეიჭრნენ. ოკუპირებულ სოხუმში აქციაზე შეკრებილებსა და ე.წ. ადმინისტრაციის დაცვას შორის შეტაკებაც მოხდა. ხმაური ამ წუთებშიც გრძელდება.
|
რეზონანსი 09.01.2020
გუდაურში წყალი ისევ არ არის. წყალმომარაგების კომპანიამ პირობა ვერ შეასრულა და წყლის მიწოდების პრობლემა სრულად ვერ აღმოფხვრა. ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო დამსვენებლებს პრობლემა შეექმნათ, ჯავშნების გაუქმება მოუწიათ და დროზე ადრე დაბრუნდნენ დედაქალაქში. უცხოელთა დიდ ნაწილს იმედი გაუცრუვდა და მათი ნაწილი “რეზონანსთან” არ მალავს, რომ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აღარც აქვთ.
|
თამარ შუკვანი 09.01.2020

„ვერ ვიტყოდი, რომ ეს აშშ-ს და პრეზიდენტ ტრამპის უკან დახევაა. ნაბიჯი გათვლილი იყო, როდესაც ყასემ სულეიმანზე განახორციელეს შეტევა და ფაქტობრივად, ირანის საქმიანობას რეგიონის გარეთ პარალიზება გაუკეთეს," - აცხადებს „რეზონანსთან" უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ვანო მაჭავარიანი აშშ-ირანს შორის არსებული ვითარებისა და ერთგვარი დაზავების შესახებ საუბრისას.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.01.2020
„მგონია, რომ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით უნდა მოხდეს ე.წ შავი ყუთის გახსნა და შესაბამისად იქიდან ინფორმაციის მოპოვება."- ასე აფასებს „რეზონანსთან" საერთაშორიო ექსპერტი ნიკა ჩიტაძე, თეირანის აეროპორტში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების სამგზავრო ბოინგის კატასტროფას, რომელიც მიიჩნევს, რომ რეალურ გამოძიებას მხოლოდ საერთაშორისო ნეიტრალური ექსპერტები შეძლებენ.
|
ია აბულაშვილი 09.01.2020

მესამე მსოფლიო ომის დაწყებაზე უამრავი წინასწარმეტყველება არსებობს და ამ მოვლენაზე იწინასწარმეტყველეს ისეთმა ცნობილმა ნათელმხილველებმა, როგორებიც იყვნენ ნოსტრადამუსი და ვანგა.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.01.2020
ირანის მიერ ერაყში ამერიკული სამხედრო ბაზების სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, მსოფლიოს ყურადღება პრეზიდენტ ტრამპის პასუხისკენ იყო მიმართული, თუმცა, პრესკონფერენციაზე მხოლოდ ირანის მიმართ სანქციებით შემოიფარგლა, რასაც მსოფლიო ექსპერტები ტრამპის ხისტი ხასიათის გამო, ნაკლებად პროგნოზირებდნენ.
|
თამარ შუკვანი 09.01.2020

მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულებას წყვეტს. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ხელისუფლებაში აცხადებს, რომ პროექტი გაგრძელდება ახალ ინვესტორთან ერთად. მეტიც, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ეს ახალი ინვესტორი შესაძლოა ის ჩინური კომპანია იყოს, რომელიც პროექტით თავდაპირველად დაინტერესდა, (ჩინეთში სიდიდით მეორე ყველაზე მსხვილ სამშენებლო კომპანია China Railway International Group-ზეა საუბარი).
|
ელზა პაპოშვილი 08.01.2020
გახმაურდა დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირების დეტალლები. შეგახსენებთ, რომ ამ დაპირისპირებას ახალგაზრდა კაცის მურად წურწუმიას გარდაცვალება მოჰყვა. ამჟამად საქმეზე უკვე დაკავებულია ორი პირი რომელთაგანაც ერთი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელია, ხოლო მეორე კი ერთ-ერთი კერძო კომპანიის დისტრიბუტორი.
|