ია აბულაშვილი
15.01.2020

 მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი ერთ-ერთი უძველესია თბილისში აშენებულ ეკლესიებს შორის და საუკუნეების მანძილზე რაც თბილისს განუცდია ამ ეკლესიასაც უკავშირდება.

თამთა ჩაჩანიძე
15.01.2020

 საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch -მა 2019 წლის საქართველოს მოვლენებზე ხელისუფლებისადმი კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელსაც ოპოზიცია „ქართული ოცნების" „პოლიტიკლურ სასაფლაოზე დადებულ დიდ შავ გვირგვინს" უწოდებს, ხოლო მმართველი პარტია ამბობს, რომ აღნიშნული ორგანიზაციის დასკვნები „ნაკლებად ინფორმირებისგანაა გამოწვეული"

თამთა ჩაჩანიძე
15.01.2020

 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ Human Rights Watch-ის ანგარიში მმართველი გუნდის შავი გვირგვინია, რომელიც საქართველოს საერთაშორისო იმიჯს ლახავს.

თამთა ჩაჩანიძე
15.01.2020

 „ღმერთმა დაგვიფაროს, ისევ რომ გაიმარჯვონ - მერე რას აპირებენ? აშკარად სიცარიელე იქნება და ქვეყანას უდაბნოდ აქცევენ იმიტომ, რომ რისი გამკეთებლები არიან წლებია კარგად ვხედავთ. მხოლოდ მტრის ხატის ექსპლუატაციით პოლიტიკაში ყოფნას აპირებენ და ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, რა თქმა უნდა ამას დასავლეთიც ხედავს და შემდეგ ამას გულწრფელად და გულახილად აფასებენ" - აცხადებს „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი.

რეზონანსი
15.01.2020

 გერმანიაში ჩეჩენ ემიგრატნებზე მასშტაბური რეიდები ხორციელდება. ადგილობრივ სამართალდამცველებს ეჭვი აქვთ, რომ ჩეჩენი რადიკალების ჯგუფი ქვეყნისთვის ფრიად სახიფათო ტერორისტულ აქტს გეგმავდა. ამ ყველაფერს კი ბიძგი ერთ-ერთი ეჭვმიტანილის მიერ სინაგოგის ფოტოგადაღებამ მისცა, რაც ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მოხდა.

ია აბულაშვილი
15.01.2020

 "ცხადია, საქმე არ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტას იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელმა ვერ დააკმაყოფილა პირობები. ეს იმდენად ცხადია, რომ, ვფიქრობ, ბევრ განმარტებას აღარ საჭიროებს. ბატონი რომან კაკულიას განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისას მამუკა ხაზარაძე არ ითვალისწინებდა რუსული პოლიტიკის საფრთხეებს და რომ შეიძლებოდა 2008 წლის სცენარი განვითარებულიყო, ბევრ რამეს ნათელს ხდის. ბუნებრივად ჩნდება აზრი, რომ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დევნა და კონსორციუმთან დაკავშირებული ისტორიები მხოლოდ ფასადი იყო იმისა, რაც კულისებში ხდებოდა," - ასე ეხმაურება ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტას.

ელზა პაპოშვილი
14.01.2020

ხაშურში, წაღვლი-ჩორჩანას ტყეში საოკუპაციო რეჟიმი ტერიტორიას ღობავს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ძალა ერთობაშიას“ წევრმა დავით ქაცარავამ გაავრცელა. მან ამის ამსახველი ვიდეო კადრები გაასაჯაროვა, სადაც ჩანს ოკუპანტები ტექნიკით როგორ მუშაობენ. აღნიშნული ინფორმაცია კი „რეზონანსს“ სუს-შიც დაუდასტურეს. ქართული პოლიცია კი სამშაბათს სოფელ ბროლოსანთან იყო მობილიზებული და მედიის წარმომადგენლებს ჩორჩანას მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.

ია აბულაშვილი
14.01.2020

საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით „ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარკების ფარგლებში შარშან გამართული შეხვედრები, რომელიც დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით შედგა, უშედეგოდ დამთავრდა. თუმცა, მხარეები მოლაპარკების გაგრძელებასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ. შემდეგი შეხვედრა წლის დასაწისშივე უნდა გამართულიყო, თუმცა ზუსტ თარიღს, როდის შეხვდებიან ერთმანეთს, ამ დრომდე ვერც ოპოზიციაში და ვერ „ოცნებაში“ ვერ ასახელებენ.

თამთა ჩაჩანიძე
14.01.2020

 „არანაირი აუცილებლობა საპარლამენტო არჩევნებში და საპარლამენტო ბატალიებში ივანიშვილის ხელებდაკაპიწებული ჩარევისა მგონია, რომ არ დგას", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, სავარაუდოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება.

გვანცა წულაია
14.01.2020

 

 ახალი ბაზრის გახსნითა და ხორბლის მარაგის შექმნით პურის ფასის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა. მწარმოებლებს დეფიციტი არ აშინებთ და ამბობენ, რომ ფასის კორექტირების აუცილებლობა მომდევნო თვეების განმავლობაშიც არ იქნება. ახლა მთავარია ბაზრის დივერსიფიცირებისკენ აღებული ტემპი შენარჩუნდეს. მართალია, ყაზახური ხორბლის იმპორტი შეჩერდა, მაგრამ ბაზარს ეს დიდად არ დასტყობია, რაც შეიძლება ამერიკული ხორბლის იმპორტის დამსახურებადაც ჩაითვალოს.

ია აბულაშვილი
14.01.2020

19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს - ნათლისღებას აღნიშნავს. ამ დღეს, სახარების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. 

გვანცა წულაია
14.01.2020

 საქართველოს ხელისუფლებამ მორიგი ანტირეკორდი დაამყარა - ჩვენი ქვეყანა პირველად მოხვდა ყველაზე მაღალი ინფლაციის მქონე ქვეყნების ოცდაათეულში. ფასების ზრდის მაჩვენებელმა 2019 წელს 7% შეადინა, რაც სამეზობელოში, თურქეთის (11,84%) შემდეგ, ყველაზე მაღალია. ანტირეკორდის გაგრძელება მოსალოდნელია 2020 წლის პირველ ნახევარშიც, რადგან ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს (3%) მხოლოდ წლის მეორე ნახევრიდან მიუახლოვდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×