თამთა ჩაჩანიძე
14.01.2020

 15 მაისს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვდრას უმსაპინძლებს, რომელსაც ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან. ამ შეხვედრის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვი შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ნაწილი კრიტიკით შეხვდა, თუმცა რუსული მედია წერს, რომ ლავროვის თბილისში ვიზიტის შანსები მცირეა.

ელზა პაპოშვილი
14.01.2020

თბილისში არასრუწლოვანთა ბანდები მოქმედებს, რომლებიც ორგანიზებულად, ათ და მეტკაციანი ჯგუფებით, ქალაქის სხვადასხვა უბნებში ძარცვავენ მაღაზიებს, თავს ესხმიან ბაზრის მოვაჭრეებს და გასაყიდ პროდუქტს სტაცებენ. ასეთი ფაქტები უკვე დაფიქსირდა გლდანისა და დიდუბის ბაზრებში, ასევე კოსტავაზე, პეკინსა და მეტრო „ახმეტელთან“ მდებარე მაღაზიებში.

ია აბულაშვილი
14.01.2020

„საბაბად ერთი სატელევიზიო ინტერვიუ გამოიყენონ და უფრო სასაცილო მდგომარეობაში ჩააყანებს ხელისუფლებას“, - ასე ეხმაურება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია მიშა სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

თამთა ჩაჩანიძე
14.01.2020

 აშშ-ში დაწყებული პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფონზე ახალი რუსულ-ამერიკული სკანდალი გორდება, რომელშიც ისევ რუსი ჰაკერები ფიგურირებენ. ამჯერად თავდასხმა მოხდა ტრამპის იმპიჩმენტთან და „უკრაინულ სკანდალთან" პირდაპირ კავშირში მყოფი უკრაინული ენერგეტიკული კომპანია „Burisma"-ს სერვერებზე და ეს თავდასხმა რუსეთის არმიის გენშტაბის მთავარი სამმართველოს (ყოფილი „გერეუ") მიერ იყო ორგანიზებული და მართული. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი" წერს კიბერუსაფრთხოების ამერიკული კომპანია „Area 1 Security"-ის ექსპერტებზე დაყრდნობით.

თამთა ჩაჩანიძე
14.01.2020

 „ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ შეუძლია, რომ ეს ყველაფერი შეცვალოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ ის არ არის პლახოტნიუკი, მას ამის დრო ჯერ კიდევ აქვს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი ოპოიზიციის განცხადებას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოლდოველი ოლიგარქის ვლადიმერ პლახოტნიუკი ბედს გაიზიარებს.

ირაკლი ლომიძე
13.01.2020

 ლარის გამყარების ალბათობა ისევ მცირეა. ბოლო პერიოდში გაკეთებული დამაიმედებელი პროგნოზის მიუხედავად, ეროვნული ვალუტის სტაბილურობა ისევ ეჭვქვეშაა. ერთადერთი, რაც ოპტიმიზმს ამყარებს, წლევანდელი არჩევნების გავლენაა, თუმცა პოლიტიკური პროცესის მიუხედავად, ძნელად სავარაუდოა, კურსი 2,80-ს ჩამოსცდეს. თუმცა ესაც მხოლოდ მოკლე პერიოდში, გრძელვადიან პერსპექტივაში კურსის გამყარების შესაძლებლობა ნაკლებია. ფინანსისტები გაზაფხულიდან ლარის მორიგ გაუფასურებას ელოდებიან.

თამარ ვეფხვაძე
13.01.2020

 მანქანების ფლობაზე შესაძლოა შეზღუდვა დაწესდეს. კონკრეტულად რა ფორმით მოხდება ეს ჯერ კიდევ უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, რომელზეც ყურადღებას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ამახვილებს, ოჯახში 3 და მეტი მანქანის ფლობისთვის, სავარაუდოდ, მოსაკრებლის დაწესდება. ექსპრეტები ამ მოსაზრებას დიდად არ ეწინააღმდეგებიან.

ელზა პაპოშვილი
13.01.2020

კლუბ „ბასიანთან“ სროლის და 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ 39 წლის ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მას მუხლები დაუმძიმდა და ორი ან მეტი ადამიანის დაჭრა დაემატა. ჩაჩხიანი უკვე მესამე დღეა დუმილის უფლებას იტოვებს და ის სახაზინო ადვოკატსაც ია თოდუას მედიასთან კომუნიკაციას უკრძალავს. მას არ სურს, რომ მისი საქმის ირგვლივ ინფორმაცია საჯარო იყოს. 

რეზონანსი
13.01.2020

 გაძვირებული ცხოვრება, მაღალი ინფლაცია, საახალწლო სუფრიდან გამქრალი პროდუქტები - ასე შეხვდა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი 2020 წელს. ხალხი ვეღარც ძველით ახალი წლის აღნიშვნას ახერხებსდა ვეღარც საშობაოდ რეგიონებში წასვლას მოაბა თავი.

თამთა ჩაჩანიძე
13.01.2020

 რაში აწყობს რუსეთს და რატომ გახდა აუცილებელი აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას გადაყენება და მის მაგივრად სხვა „პრეზიდენტის" არჩევა, თუ მაინცდამაინც ორივე ძალა მის მიერვე მართულია. ექსპერტები ამ საკითხის განხილვისას ხაჯიმბას უხეშ პოლიტიკას უსვამენ ხაზს, მიიჩნევენ, რომ იგი აფხაზური საზოგადოებისთვის განსაკუთრებით კი გალელებისთვის, "უტიფარი" და „კაცთმოძულე" იყო.

ია აბულაშვილი
13.01.2020

 დღეს ლამის მთელი მსოფლიო იკვლევს როდის დადგება "მეორედ მოსვლა". ბიბლიაში და წინასწარმეტყველთა სიტყვებში კი ბევრჯერ არის ნახსენები, რომ ქრისტე დაბრუნდება, როგორც მოსამართლე და განსჯის დედმიწაზე მცხოვრებ ხალხს.

თამთა ჩაჩანიძე
13.01.2020

 სასწავლო დაწესებულებებში გრიპის ვირუსის გამო, სწავლის დაწყების პროცესი არ გადაიდება, თუმცა, ვირუსების მომრავლებისგან თავის ასარიდებლად თბილისის საბავშვო ბაღებში საინფორმაციო კამპანია იწყება, ბაღის შენობაში იმუშავებს ჯანდაცვის კოორდინატორი, რომელიც გრიპთან დაკავშირებული საფრთხეებისა და მისგან თავის დაცვის ზომების შესახებ მშობლებს დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×