ია აბულაშვილი
17.01.2020

"ყველაფერი, რაც მოხდება, მაინც ბიძინა ივანიშვილს ბრალდება და თუ პრემიერად დაბრუნდება, რა პრობლემაა. ალბათ გადაწყვტილი აქვს ხალხს უთხრას, კარგი გაკეთდა - მე ვარო, ცუდი გაკეთდა - ჩემს თავზე ვიღებო, სხვას ხომ ვეღარ გადააბრალებს" - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი ისევ პრემიერი გახდეს.

ელზა პაპოშვილი
17.01.2020

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი („ლავასოღლი“) იგივე მინდია გორაძე, რომლის  ექსტრადირებაზეც თურქული მედიის ინფორმაციით, ქართული მხარე უარს ამბობს. 

ია აბულაშვილი
17.01.2020

 ჩვენი წინაპრები დიდი კრძალვთი ეკიდებოდნენ ეკლესიის საიდუმლოებებს და მის ტრადიციებს. შვიდ მთავარ საიდუმილოს მოსდევს ძალმოსილი წყლის კურთხევის საიდუმლო, რომელიც სათავეს უძველესი წარსულიდან იღებს. მოციქულთა დადგინებებში წყალკურთხევის წესის დამკვიდრება მიეწერება წმინდა მახარობელ მათეს. არსებობს სხვა ვერსებიც, როდის დამკვირდა წყალკურთხევა, როგორც საეკლესიო წესი.

თამთა ჩაჩანიძე
17.01.2020

„ოსებს ვინ ჰკითხავთ აფხაზეთში რა მოხდება,"- ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის ზაზა დრიაევის განცხადებას იმის შესახებ, რომ ცხინვალი აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის, ალსან ბჟანიას განცხადებებით შეშფოთებულია.

ელზა პაპოშვილი
17.01.2020

უმძიმესი შემთხვევა სოფელ შინდისში- პოლიციამ დააკავა 45 წლის მამაკაცი, რომელიც ცოლს სისტემატიურად სცემდა, აშიმშილებდა და სადრაფში კეტავდა. ამ ყველაფერს კი 2  ბავშვის თვალწინ აკეთებდა. ამის შესახებ იცოდნენ, სავარაუდოდ,  ნათესავებმა, მეზობლებმა, თუმცა ქალის დასახმარებლად 20 წლის განმავლობაში არავინ არაფერს აკეთებდა. 

ია აბულაშვილი
17.01.2020

"დარწმუებული ვარ, რომ ახალი ელჩი არ გადააბიჯებს იმ ჩვეულ საზღვრებს და არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში" - ასე ეხმაურება ექსპერტი პეტრე მამრაძე აშშ-ს სენატის გადაწყვეტილებას საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დენანის დანიშვნას.

თამთა ჩაჩანიძე
17.01.2020

 ირანი ხელს უშლიდა უკრაინელ სპეციალისტებს, რომლებიც „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" „ბოინგის" ჩამოვარდნის მიზეზების დადგენაზე მუშაობდნენ, ამის შესახებ კიევის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ რივინი აცხადებს, რომელიც თავადაც შედიოდა იმ ჯგუფში, რომელიც ტრაგედიის დეტალების გასარკვევად თეირანში ჩაფრინდა.

თამთა ჩაჩანიძე
17.01.2020

„ისინი რაღაც კომპონენტში რეალობას ასახავს, ანუ ასახავს იმ ტენდენციას, რაც საზოგადოებაშია, ხოლო რაღაც კომპონენტში მათი მონაცემები აშკარად რეალობას სცდება," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო სოციოლოგიურ კვლევას.

გვანცა წულაია
16.01.2020

 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსა და "ავერსს” შორის დიდი დაპირისპირება გაჩაღდა. კომპანია “ავერსი” ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალს ამ დროისთვის დაკავებული ერთ-ერთი შენობის დაცლას სთხოვს. მედპერსონალი კი “ავერსს” საქმიანობის ხელშეშლაში ადანაშაულებს. არც ერთი მხარე დათმობაზე წასვლას არ აპირებს, არადა ვითარება ძალიან კრიტიკულია.

ელზა პაპოშვილი
16.01.2020

ყაჩაღობა 90-იანი წლების  სტილში - გაკოჭილი დაცვის თანამშრომელი და დაყაჩაღებული „სოკარ ჯორჯია გაზის“ ოფისი. შემთხვევა 16 იანვარს დილის 4 საათზე  ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.  ოფისში ყაჩაღები სავარაუდოდ, იარაღის მუქარის გამოყენებით დაცვის თანამშრომელს თავს დაესხნენ  და ჩასარიცხი აპარატის გატეხვა სცადეს.

ელზა პაპოშვილი
16.01.2020

დაიწყება თუ არა უახლოეს პერიოდში კახი კალაძის გარემოცვის დაკავება და ვის აფრთხილებს დედაქალაქის მერი, რომ არანაირი უკან დახევა არ იქნება, თუ კი კორუფციაში ვინმე შემჩნეული იქნება. რა ინფორმაცია აქვს თავად კალაძეს და რატომ ალაპარაკდა ოპოზიცია, რომ შესაძლოა ქალაქის მერმა „ქართული ოცნება“ დატოვოს. 

რეზონანსი
16.01.2020

 „რეზონანსი“ მუდმივად წერდა საქართველოში არსებულ შრომით კანონმდებლობაზე, რომელშიც უამრავი ხარვეზია. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ახალი სანქციები და რეგულაციებია საჭირო, რომ ქვეყანაში პრობლემაა მოგვარდეს, თუმცა დრო გადის და ვითარება საპირისპირო კუთხით იცვლება, უფრო და უფრო მწვავდება კიდეც. ამაზე საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰუმან რაით უოჩი" ალაპარაკდა და საქართველო 2020 წლის ანგარიშში მოხვდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×