ელზა პაპოშვილი 24.12.2019

სასტიკი მკვლელობა ქუთაისში, საფიჩხიას სასაფალაოზე - ერთწლიანი ძებნის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მამაკაცი დააკავეს, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, თავისი შვილის საფლავზე მეზობელი მოკლა. შემთხვევა 2018 წლის 30 სექტემბერს მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეჭვმიტანილი ქუთაისში ცნობილი „კრიმინალური ავტორიტეტია“ და ამნისტიით იყო გათავისუფლებული პატიმრობიდან.
|
ალექსანდრე კორტავა 24.12.2019
|
ია აბულაშვილი 24.12.2019

„გონიერი ხელისუფლება რომ გვყავდეს, ამ განცხადებას ძალიან სერიოზულად შეხედავდა, რომ მთლად კარგად არ აქვთ საქმე და მყისიერად დაიწყებდა სამართლებრივ რეფორმას, კერძოდ პროკურატურასთან მიმართებაში, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტის სათავეში უნდა იყოს ხალხის რჩეული და არა ხელისუფლების მიერ დანიშნული", - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, რომ უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებულობისაგან.
|
თამარ შუკვანი 24.12.2019

ხელისუფლება კიდევ ერთხელ ალაპარაკდა მედიისთვის და კერძოდ, ტელევიზიებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე. შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც სავარაუდოდ დეზინფორმაციის გავრცელებასა და ამასთან დაკავშირებულ სანქციებს ეხება, უკვე პარლამენტშია ინიცირებული. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ეს არა ცენზურის, არამედ გარკვეული ეთიკური სტანდარტების დაწესებას ნიშნავს.
|
ია აბულაშვილი 24.12.2019

„ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ჩვენთან ნართაული საუბარი არ სჭირდებათ, ის, რაც სათქმელი აქვთ პირდაპირ გვეუბნებიან", - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშივლი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას.
|
თამარ შუკვანი 24.12.2019

„მას (ერეკლე კუხიანიძეს) არ უნდოდა გუნდში ყოფნა და კარგია, რომ გუნდიდან გაუშვეს. უფრო სწორიც იქნებოდა არსებობდეს მექანიზმი, რომ საკრებულოდან გაუშვან," - აცხადებს „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის „ქართული ოცნებიდან" გარიცხვის კომენტირებისას.
|
ირაკლი ლომიძე 23.12.2019
ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ფასები იმდენად გაიზარდა, რომ რიგ პროდუქტებთან მიმართებით უკვე ევროპისა და ამერიკის ფასებს დაუახლოვდა. ცხადია, ეს მძიმე სიტუაციას შექმნის მომავალშიც. მართალია, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი პროდუქტის რომელიც ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში შედარებით ძვირია, ვიდრე ჩვენთან, თუმცა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა იქ გაცილებით მაღალია, რა მხრივაც საქართველოში უდიდესი სხვაობაა.
|
ირაკლი ლომიძე 23.12.2019
მომავალ წელს კომუნალური გადასახადები შეიცვლება. ცვლილება განსაკუთრებით ელექტროენერგიის ტარიფს შეეხება, რომლის შენარჩუნების შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს. წყლის გადასახადში ცვლილება სემეკმა უკვე შეიტანა "ჰიბრიდული ტარიფის" დაწესებით, რითაც საოჯახო სასტუმროების მფლობელების ნაწილს გადასახადი გაუძვირდა. გაცილებით უკეთესი ვითარებაა მოსალოდნელი ბინებრივი აირის კუთხით. შეიძლება მოსახლეობას გაზი საერთოდაც გაუაუფდეს. ამ შესაძლებლობას,,შაჰდენიზი 2”-ის სრულად დატვირთვა მოიტანს. ამას სემეკშიც ნაწილობრივ ადასტურებე კიდეც.
|
თამარ მუკბანიანი 23.12.2019
კლინიკებში გრიპის საწინააღმდეგო ე.წ. კომერციული ვაქცინა არ მოიპოვება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უკვე 90 000 ადამიანს გაუკეთდა აცრა უფასოდ, არიან ისეთები ვისაც ვაქცინის გაკთება სურს, თუმცა ამ მომსახურეობას ვერსად იღებენ. ეს სახელმწიფოს ცუდი მენეჯმენტის ბრალია, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებმა თადარიგი ვერ დაიჭირეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.12.2019
„ეს საქართველოში პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი სიახლე-ინოვაციაა, რომელიც გამოიყენა „ევროპულმა საქართველომ" და მასთან აფილირებულმა დაჯგუფებებმა, ეს ახალი პოლიტტექნოლოგია, იმედია ამას „ქართული ოცნებაც" გამოიყენებს და იმ საშიშ ბოტებს და ტროლებს გამოავლენს, რომელსაც მეორე მხარე არანაკლებ ინტენსიურად იყენებს," - ასე ეხმიანება ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, „ფეისბუქის" მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ასობით გვერდის, ანგარიშის და ჯგუფის წაშლას.
|
ელზა პაპოშვილი 23.12.2019

სასტიკად ნაცემი 11-ე კლასელი, რომელსაც, სავარაუდოდ, თანატოლები გაუსწორდნენ, მკურნალობას კვლავ „ნიუ ჰოსპიტალში“ განაგრძობს. შემთხვევა პარასკევს შესვენებაზე თბილისის 77-ე სკოლაში მოხდა. „რეზონანსს“ სკოლის მოსწავლეები ფაქტის შესახებ დეტალებს უყვებიან და ამბობენ, რომ მე-11 კლასელებს შორის დაპირისპირება გინების გამო დაიწყო.
|
ელზა პაპოშვილი 23.12.2019

არ არის გამორიცხული, რომ პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას საქმის ირგვლივ დაკავებულთა წრე გაიზარდოს. როგორც „რეზონანსს“ სანდო წყაროსგან აქვს ინფორმაცია, გამოძიება ჩხუბში მონაწილე, შესაძლო სხვა პირების გამოვლენაზეც მუშაობს. ასევე, დაკავებული პირებიდან სამი მათგანი სხვადასხვა საქმეებზე უკვე ნასამართლეები არიან.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|