თამთა ჩაჩანიძე 31.01.2020
ჩინეთსა და მის ფარგლებს გარეთ ქვეყნებში, უცნობი კორონავირუსის სწრაფი ტემპით გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური განგაში გამოაცხადა, ჩინეთთან რამდენიმე ქვეყანამ საზღვარი ჩაკეტა, აკრძალულია ფრენები, იზოლაციაშია ქალაქი ვუხანი, დღითი დღე კი ამ ვირუსით გამოწვეული გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.
|
თამარ შუკვანი 31.01.2020

ახალი კორონავირუსის გამო, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, „მთავარი მიზეზი არ არის ის, რაც ხდება ჩინეთში, არამედ ის, რაც ხდება სხვა ქვეყნებში". ჩინეთში დაღუპულთა რაოდენობა 213-ს შეადგენს, ხოლო დადასტურებულმა შემთხვევებმა 9,692-ს მიაღწია. ჩინეთის გარდა, ვირუსის შემთხვევები 19 ქვეყანაშია დადასტურებული, სადაც, საერთო ჯამში, დაინფიცირების 100-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.
|
თამარ მუკბანიანი 30.01.2020
2019 წლის დეკემბერში მესტიამ მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც 19-მა რაიონმა ერთად. მონაცემები, რომელიც ,,ენერგო პრო ჯორჯიამ” გაასაჯაროვა ახალია, თუმცა ახალი სულაც არ არის თემა, რომ უფასოდ დენის მიწოდება, ზრდის მოხმარებას. თუმცა, მესტიის შემთხვევაში გარდა ელექტროენერგიის უყაირათო მოხმარებისა, მთავარი პრობლემა უკანონო მაინინგია.
|
სანდრო მდივანი 30.01.2020
კორონავირუსის შიშმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა, ჩაკეტილია ბევრი ქვეყნის საზღვრები და მკაცრად კონტროლირებადია ყველა ის ტერიტორია, სადაც ჩინეთიდან წამოსული ვიზიტორები არიან შესულნი. ვირუსის გავრცელების შიშმა და პანიკამ სხვა ფუნდამეტური პრობლემებიც გამოიწვია. რყევები ფინანსურ და სასაქონლო ბაზრებზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ე.წ. "მწვანე ზონაა", პრობლემები ქართულ ეკონომიკამდეც მოაღწევს.
|
ნინა გარდაფხაძე 30.01.2020
შემცირებული იმპორტი და გაზრდილი ექსპორტი, 45 ათასი ჰა-დან 130 ათას ჰა-მდე გაზრდილი წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი, აგრარულ სექტორში ხელმისაწვდომი დაბალპროცენტიანი კრედიტი და ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღების განაშენიანება 8400-ზე მეტ მიწის ფართობზე - ეს მიღწევების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, 2019 წლის შეჯამებისას ისაუბრა. შედეგები გაწეული მუშაობის ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავია.
|
ელზა პაპოშვილი 30.01.2020

არსებობს თუ არა საქართველოში კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხე. ჩინეთის 9 მოქალაქე, მათ შორის 2 არასრულწლოვანი, გუდაურიდან თბილისში გადმოიყვანეს. მათ შესაბამისი კვლევები ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდათ. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ. როგორც მედიკოსები აბობენ, ტყუპებს “ა” ტიპის ვირუსი აქვთ და კორონა ვირუსის საფრთხე გამოირიცხა.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.01.2020
"რუსეთი ევროპის საბჭოს მთავარი დამფინანსებელია და როდესაც მას წევრობა შეუჩერეს, საბჭოს რუსული თანხები დააკლდა," - ასე აფასებს "რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, ევროპის საბჭოს ასამბლეის მიერ რუსეთისათვის უფლებამოსილების სრულად აღდგენას.
|
ელზა პაპოშვილი 30.01.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად უწევდნენ ექსპლუატაციას და ე.წ. კლიენტებისთვის სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ.
|
თამარ შუკვანი 30.01.2020

კონგრესიდან წერილების რიცხვის მატებასთან ერთად, კონგრსმენთა პოლიტიკური სტატუსი და წონა იზრდება. ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, სიტუაცია ნეგატიურ პროცესში გადავა და შესაძლოა გარკვეულ ქმედებებშიც კი გადაიზარდოს - ვაშინგტონი ტონს გაამკაცრებს, მეტიც, საქართველოში ამერიკული პროგრამების ნაწილი შეწყდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.01.2020
რიყის პარკში მდებარე მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო ცენტრის შენობა ე.წ. რიყის დოქები, რომელიც მსოფლიოს 10 საუკეთესო ნაგებობას შორის მოხვდა, საქართველოს მთავრობას გასაყიდად აუქციონზე გააქვს, შენობის საწყისი ღირებულება კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, 95 მილიონი ლარია.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.01.2020
ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ წინასწარმეტყველებს „წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა", ბიბლიური წინასწარმეტყველებები მხოლოდ მომავლის გაცხადება როდია, თუმცა, ღვთის ცნობებიდან უმეტესი მომავალს ეხება, ღირსი მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებდა, რომ „მე როცა გარდავიცვლები, ნახევარი საქართველო აქ მოვა"-ო, 2013 წლის 20 თებერვალს სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში არსებული მამა გაბრიელის საფლავიდან მისი წმინდა ნაწილების აღმოყვანება და სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანება მოხდა, წმინდანის წინასწარმეტყველება კი ზედმიწევნით ახდა.
|
თამარ შუკვანი 30.01.2020

ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა და დაინფიცირების შემთხვევები დღითიდღე იზრდება. ვირუსი უკვე გლობალურ სახეს იძენს და პანიკა მთელ მსოფლიო შეინიშნება.
|
|