ნინა გარდაფხაძე 03.02.2020
თბილისში, ქაოსურმა ურბანულმა განაშენიანაებამ არაერთში პრობლემა შექმნა. ეს ეხება, როგორც ქალაქის გამტარ უნარიანობას, განაშენიანებას, ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციებს და წყალმომარაგებას. დედაქალაქის კომუნიკაციები არ არის გათვლილი მოსახლეობის ამ რაოდენობაზე. საბჭოთა კავშირიში, თბილისის ბოლო გენერალური გეგმით, 1,2 მლნ ადამიანს უნდა ეცხოვრა, თუმცა ამისათვის მაშინაც არ მომხდარა შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა. ახლა კი მოსახლოებამ მკვეთრად გადააჭარბა ამ ოდენობას.
|
ირაკლი ლომიძე 03.02.2020
საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა დაეცა. საშუალო ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ჩამორჩენა 7-9 წლის ფარგლებშია. ამის გამომწვევი მიზეზი, პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, არასრულფასოვანი კვება და ეკოლოგიური გარემოა, რაზეც სპეციალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ. იმის მაგიერ, რომ ვითარება გამოსწორდეს, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მუდმივად მძიმდება. სტრესულ და არაჯანსაღ გარემოში ცხოვრებით და არასწორი კვებით ადამიანები კვდებიან ადრე, რაც გაეროს მონაცემითაც დადასტურდა.
|
თამარ მუკბანიანი 03.02.2020
2020 წლის იანვრის მონაცემი შემაშფოთებელია - 6.4%. ეს თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე შარშანდელი ანალოგიური პრეოდის მაჩვენებელი. საერთოდ 2-2019 წელი ფასების ზრდის თვალსაზრისით კატასტროფული იყო, არადა იგი გაცილებით მსუბუქად დაიწყო, ვიდრე 2020 წელი. შარშან იანვარში ინფლაციის დონე 2.2% გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად გაიზარდა თამბაქოს და საწვავის ფასი. წელს თითქოს ყველაფერი კალაპოტში ჩადგა და ამ დროს ინფლაცია ისევ სარეკორდო ნიშნულზეა.
|
სანდრო მდივანი 03.02.2020
21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესი სწორედ პარფიუმერიის წარმოება და რეალიზაციაა, რომელმაც მსოფლიო მოიცვა. სხვადასხვა დიზაინერები ყოველწლიურად ახალ პარფიუმერულ პროდუქციას ქმნიან, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს და მსოფლიო ბაზარზე შემდეგ მათი დაპატენტება ხდება, რომ მოსახლეობის ყველა ფენის წარმომადგენელმა შეძლოს სურვილების დაკმაყოფილება. სწორედ ამ მიდგომამ შეუქმნა ბიზნესს სერიოზულ საფრთხე, როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოშიც.
|
რეზონანსი 03.02.2020
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირება გრძელდება. პროცესი კორონავირუსის შესაძლო გავრცელებას უკავშირდება. 2020 წლის იანვრიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის სანავთობო ბირჟაზე შემცირდა თითქმის 15%-ით, რომელიც ამ პერიოდისათვის ნავთობის ფასის ყველაზე დიდი ვარდნაა.
|
თამარ შუკვანი 03.02.2020

ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმაზე ალაპარაკდა და 4 თებერვლიდან საპროტესტო აქციებს ანახლებს. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენციაზე თქვა, პარლამენტთან „სირცხვილის კორიდორის" მოწყობა იგეგმება, რომელიც 10:00 საათზე დაიწყება. „ქართული ოცნების" წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ თუკი აქციები კანონდარღვევის სახეს მიიღებს, ხელისუფლებას ამაზე პროპორციული და ადეკვატური პასუხი ექნება.
|
ელზა პაპოშვილი 03.02.2020

რა მოხდა 2 თებერვალს საღამოს მაჩაბელის ქუჩაზე-სუიციდის მცდელობა თუ კრიმინალური ფაქტი. მაჩაბელის ქუჩის 7 ნომერში მეზობლებმა სროლის ხმა გაიგონეს, რომლის შემდეგაც გაირკვა, რომ მათი მეზობელი 37 წლის მამაკაცი და მისი დეიდა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილები იყვნენ. მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მომხდარის ორი ვერსია არსებობს.
|
ია აბულაშვილი 03.02.2020
"შეიძლება ოპოზიციისთვის საქილიკო იყოს ეს ვიზიტები, მაგრამ არა საზოგადოებისთვის, რადგან ამ შეხვედრების შემდეგ გადაწყდება როგორ წავა პროცესები არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ვიზიტებს აშშ-ში.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.02.2020
ვირუსი როგორც წესი ყველაზე მძიმედ ბავშვებსა და მოხუცებში მიმდინარეობს, დღეს, როდესაც მსოფლიო ახალი ტიპის კორონავირუსს ებრძვის, რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებამ, რომ მოწყვლადი ჯგუფები ამას გაუმკლავდნენ მითუმეტეს, თუ ვირუსი სწრაფად გავრცელებადია და ვაქცინაც ჯერჯერობით არ არსებობს.
|
ია აბულაშვილი 03.02.2020

"მოქუის ეკლესია გუმბათოვანი დიდნაგები, აღაშენა მეფემან აფხაზეთმან ლეონ, შემკობითა დიდითა"- ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი მოქვის ტაძარს "აღწერაი სამეფოსა საქართველოისა"-ში, რომელიც აფხაზეთში, მოქვისა და დვაბის შესართავთან აუგია აფხაზთა მეფეს ლეონ მესამეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.02.2020

რატომ განაცხადა უარი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებისთვის, ირანის მთავრობის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციის ოდენობაზე, რას ნიშნავს ზელენსკის სიტყვები „ჩვენ მეტს მოვითხოვთ"...
|
თამარ შუკვანი 03.02.2020

ახალი კორონავირუსის ვაქცინა ჯერჯერობოთ არ არსებობს. მის შექმნასა და გამოცდას სულ მცირე რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის ფონზე ვირუსმა უკვე გლობალური სახე მიიღო, შემთხვების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსისგან 360-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულების რიცხვმა კი 17 ათასს გადააჭარბა. ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა უკვე ჩინეთის დედაქალაქ პეკინშიც დაფიქსირდა, სადაც დაავადებას 50 წლის კაცი ემსხვერპლა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|