თამთა ჩაჩანიძე
05.02.2020

„რომელ პარტიას რამდენი პროცენტი ექნება, ჩემი აზრით, ამ თემაზე საუბარი ძალიან ნაადრევია. საერთოდ, პოლიტიკური მოთამაშეების რეიტინგები სოციოლოგიური გამოკითხვებისა და სპეციალური ფოკუს-ჯგუფების შედეგად დგება, ამით იზომება რეიტინგი და ამით ვიღებთ ზუსტ ობიექტურ სურათს," - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" პარტიების რეიტინგების შეფასებისას.

ია აბულაშვილი
05.02.2020

"ვიზიტები ვერ უშველის, რადგან აშშ-ს კონგრესში საქართველოს ხელისუფლების მიმართ პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია და ეს არ არის ლობისტური ჯგუფები, ეს არის ორი პარტიის პოზიცია" - ასე ეხმაურება რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ვიზიტებს ვაშინგტონში.

ელზა პაპოშვილი
05.02.2020

თბილისში, ნაძალადევის რაიონიში, ზესტაფონის ქუჩაზე , მეტრო „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი ადგილზევე დაღუპა, მეორე კი ამდრომდე მართვის სუნთქვაზე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება და მედიკოსების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდებიან, რათა სასწრაფო ოპრეცია დაიწყონ.  მუშას სხეულის მიდამოებსა  და თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს. 

თამთა ჩაჩანიძე
05.02.2020

„ეს იყო პიკეტი, სიცხვილის კორიდორი და სირცხვილის კორიდორში კი იმ რაოდენობის ადამიანები არიან, რაც საკმარისი იყო, თუ მათ 200 ნაცის არ ეშინიათ, დილის 9 საათზე პარლამენტში რატომ მოვიდნენ?" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ 5 თებერვალს პარლამენტის მიმდებარედ გამართულ აქციაზე „200 ნაციც არ იყო".

თამარ შუკვანი
05.02.2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვებას პროგნოზირებს. მისი თქმით, სულ მცირე ყოველი მეორე ამომრჩეველი ხმას „ქართულ ოცნებას" მისცემს. როგორც კობახიძე ამბობს, ხელისუფლებამ შეიძლება 60%-იც კი აიღოს. ამ მოსაზრებას ანალიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი იმასაც კი ამბობს, რომ ის მასობრივი გაყალბების ერთგვარ დაანონსებას წარმოადგენს.

ია აბულაშვილი
05.02.2020

„მოიგონა აღშენება მონასტრისად, დაამტკიცა რომელიცა გამოირჩია მადლმან საღმრთომან ადგილას ტოვლად შუენიერის და ყოვლითურთ უნაკლულოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცა გარდაათხრა ტაძარი ყოვლად წმინდისა და კურთხეულის დიდისა ღმრთისა" - ასე აღწერს დავით აღმაშენებლის მემატიანე გელათის მონასტრის აგების ისტორიას.

თამთა ჩაჩანიძე
05.02.2020

სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ალეპოში თურქეთის არმიამ რუსული ბაზა დაბომბა. „თურქეთის სამხედროებმა რუსული პოზიციები დაბომბეს სოფელ კაშტაარში, ალეპოს ჩრდილოეთით," - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სირიის საინფორმაციო სააგენტო North Press Agency-იმ ტვიტერზე დაპოსტა. ამავე სააგენტოს ცნობით, აფეთქების დროს რუსული ჯარები ადგილზე იმყოფებოდნენ.

თამარ შუკვანი
05.02.2020

პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. მოძრაობა „შეცვალეს" წევრებს ერთ-ერთი შესასვლელის კარისთვის ბოქლომის დადება სურდათ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პარლამენტს მაინც დააბოქლომებენ.

თამარ შუკვანი
04.02.2020

საქართველოს მთავრობამ აშშ-სთან ურთიერთობის განმტკიცებისა და კავშირების დამყარებისთვის ამერიკულ ლობისტურ კომპანია „ჩართველ სტრატეჯი გროუფთან“ ხელშეკრულება გაანახლა, რასაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. თავის მხრივ „ნაცმოძრაობამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯისთან“ გაფორმებულ ხელშეკრულება, რასაც უკვე მმართველი პარტიისგან მოჰყვა კრიტიკა. როგორც ჩანს, ამ ორ პარტიას შორის შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ნადვილი „ლობისტთა ომი“ იწყება.

ია აბულაშვილი
04.02.2020

„არ მგონია, ამ განცხადების შემდეგ შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნას რაიმე საფრთხე დაემუქროს. შეიძლება ეს მასთან წინაწარ იყო შეთანხმებული“, - ასე ეხმაურება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნების მსურველი ირაკლი შოთაძის განცხადებას, რომ ის მისი გენერალური პროკურორობის დროს ბიძინა ივანიშვილის, ვანო ჩხარტიშვილისა და მამუკა ხაზარაძის შეხვედრას ესწრებოდა.

გვანცა წულაია
04.02.2020

 საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა სიღარიბეა. ქვეყანაში, რომ ეკონომიკურად არასახარბიელო ვითარებაა, ეს არაერთი დასკვაში წერია, თუმცა მიუხედავად ამისა, “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ.

ია აბულაშვილი
04.02.2020

ბედიის მონასტერი, რომელიც აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ბედიის ცენტრში მდებარეობს, ისტორიული წყაროების მიხედვით, მე-10 საუკუნის მიწურულს - 999 წელს ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ მესამემ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×