ია აბულაშვილი 07.02.2020

„უახლოეს დღეებში გვექნება შეხვედრა და ვისაუბრებთ სამომავალო გეგმებზე, მაგრამ რუსული ვექტორის პარტიებთან პროპორციული სისტემის გარდა სხვა პოლიტიკურ თემებზე საუბარს არ ვაპირებ. მე ჩემს პრინციპს ვიცავ, ხალხიც ოპოზიციისგან პრინიპულობას ითხოვს" - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, ექსპერტთა მოსაზრებას, რომ არჩევნებში წარმატების მისახწევად ოპოზიციამ ცვლილებები უნდა შეიტანოს თავის ტაქტიკაში, პირველ რიგში საზოგადოებას წარუდგინოს ერთიანი ლიდერი.
|
ია აბულაშვილი 07.02.2020

„ოპოზიცია ნამდვილად ვერ შეძლებს ხალხის მობილიზებას პროპორციულ სისტემაზე გასვლის ლოზუნგით. ხალხის მოზიდვა შეიძლება მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის დამაჯერებელი ლოზუნგებით. ამისთვის საჭიროა ქარიზმატული, დემაგოგი და პოპულისტი ლიდერი. ასეთი კი ჯერ არ ჩანს. ხელისუფლებას, თუ არჩევნების წინ ახალ პოლიტიკურ იდიოტიზმებს არ დაუშვებს, აქვს შანსი ისევ უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში," - ასეთ პროგნოზს აკეთებს ექსპერტი პეტრე მამარაძე ოპოზიციისა და ხელისუფლების შანსებზე მომავალ არჩევნებში.
|
ელზა პაპოშვილი 07.02.2020

დუშეთის სოფელ გრემისხევში 57 წლის ქალი მგელმა დაგლიჯა. ცისანა ხუბაშვილს დაზიანებები სახის, ზედა და ქვედა კიდურების არეში აქვს მიღებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ცისანა ხუბაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მას მგელი მაშინ დაესხა თავს, როდესაც სახლიდან პირუტყვი გამოიყვანა.
|
თამარ შუკვანი 07.02.2020

„ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამერიკელი კონგრესმენებისა და ეუთო/ოდირის დასკვნას „ოპოზიციისთვის ცივი წყალი გადაასხად" მიიჩნევენ, თუმცა ოპოზიციის ლიდერები აღნიშნავენ, რომ ეს დასკვნა და ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული განცხადებები ნათლად წარმოაჩენს მმართველი პოლიტიკური ძალის ნაკლოვანებებს. ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა და ამერიკელი კონგრესმენების განცხადებები საქართველოს სასარგებლოდ არის გაკეთებული.
|
ია აბულაშვილი 07.02.2020

როგორც დავითის მემატიანე გადმოსცემს, აღმაშენებელი იყო მეფე რომელსაც არასდროს უცხოვრია სამეფო პალატებში და მთელს დროს ცხენზე და საომარ კარვებში ატარებდა. უშიშარი და გამჭირიახი მთავარსარდალი ძალიან ღვთისმოსავი იყო, ნადირობისას თუ ლაშქრობისას მუდამ თან დაჰქონდა მოძრავი ეკლესია - კარავი, რომელშიც ყოველდღე აღესრულებოდა ღვთისმსახურება. საღამოობით ქვეყნის ზრუნვით დამაშვრალი მეფე კითხულობდა სახარებას და ღვისმეტყველთა ნაშრომებს. განსაკუთრებით უყავარდა პავლე მოციქულის ეპისტოლეები, რომელიც ზეპირად იცოდა.
|
თამარ შუკვანი 07.02.2020

„საპროტესტო აქციების დროს მასობირივ გამოსვლებს ადგილი არ ექნება, ეს აჩვენა კიდევაც თბილისმა, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვანი და გავლენიანი პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრია. ვფიქრობ, რეგიონებშიც იგივე შედეგი იქნება, რაც დედაქალაქში," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ოპოზიციის განცხადებას, რომ საპროტესტო აქციები თბილისიდან რეგინებში გადაინაცვლებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.02.2020

აიოვას შტატში დემოკრატებმა შიდაპარტიული კენჭისყრის, ე.წ. კოკუსის, წინასწარი შედეგები გამოაქვეყნეს, სადაც მოულოდნელად ღიად გეი, 38 წლის პოლიტიკოსი პიტ ბუტიჯიჯი ლიდერობს, რომელმაც გაუსწრო ისეთ გამოცდილ კოლეგებს, როგორებიცაა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ძალიან პოპულარული, მემარცხენე სენატორი ბერნი სანდერსი.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.02.2020

საფრანგეთის პოლიცია უკვე ღიად აცხადებს, რომ გასულ კვირას ქალაქ ლილის სასტუმროში ჩეჩენი ბლოგერის მკვლელობა პოლიტიკურადაა მოტივირებული და რომ მკვლელი სავარაუდოდ რუსეთიდან იყო მიგზავნილი.
|
სანდრო მდივანი 06.02.2020
მიუხედავად იმისა, რომ გასაცემ სესხებზე უამრავი რეგულაცია დაწესდა, საქართველოს მოსახლეობის 2/3 ვალით ცხოვრობს. ამას ადასტურებს კვლევაც. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისია და მეორე მხრივ, ის ფინანსური შეზღუდვები, რომელიც წესით უნდა მუშოაბდეს, მაგრამ რეალურად ეფექტს არ იძლევა. ფინანსისტები ამბობენ, რომ საქართველოში მძიმე ეკონომიკური ფონია, რის გამოც ადამიანების დიდი ნაწილი თავს სწორედ ვალით ირჩენს, ეს იქნება ფიზიკური პირისგან ნასესხები თანხა, თუ ბანკისგან აღებული ფინანსური ვალდებულება.
|
რეზონანსი 06.02.2020
2019 წელს ადგილობრივ თამბაქოზე გაცემული აქციზის რაოდენობა 25-ჯერ შემცირდა. ეს თამბაქოზე დაწესებული რადიკალური რეგულაციების შედეგია, რამაც ადგილობრივი წარმოება შეამცირა, კონტრაბანდა გაზარდა და მწეველთა რაოდეობაზე, ფაქტობრივად, არავითარი გავლენა არ მოუხდენია, არადა, რეგულაციების შემოღების მიზანი, სწორედ ეს იყო.
|
ელზა პაპოშვილი 06.02.2020

ისანში სოლომონ დოდაშვილის N17-ში ინდოეთის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს. 32 წლის მალიკ მაჰმად მაუტინი საკუთარმა მეზობელმა, სავარაუდოდ, სადავო ტერიტორიიის გამო მოკლა. როგორც „რეზონანსთან“ ადგილობრივები ყვებიან, უკვე ერთი წელია, რაც ინდოელებმა ამ ქუჩაზე მიწა იყიდეს და ერთი წლის განმავლობაში სახლს აშენებენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 06.02.2020

„3 000-კაციანი სამხედრო წვრთნები, როგორც სამხედრო სპეციალისტი ვამბობ, რომ ეს საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ ჩატარებული წვრთნების დონის არაა, ეს უბრალოდ სამხედრო მუსკულების დემონსტრირებაა საქართველოს მიმართ" -ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხების საკითხებში ვახტანგ მაისაია ონლაინ გამოცემა "კავკასკი უზელ"-ში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ჩეჩნეთსა და სტავროპოლში სამხედრო წვრთნები დაიწყო.
|
|