თამარ შუკვანი
01.02.2020

„მაინცდამაინც ვოლსკის რატომ მოუნდა გვარამიას ცემა, თანაც, ახლა?.." - ასე გამოეხმაურა „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ პარლამენტარ გია ვოლსკის საჯაროდ დადანაშაულებას მასზე თავდასხმის ორგანიზებაში.

თამთა ჩაჩანიძე
01.02.2020

 „ჩემი აზრით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდება, ასევე აშშ-ის კონგრესმენების, როგორც წამომადგენელთა პალატის, ასევე სენატის წევრების პოზიცია, ასევე ევროპარლამენტარების კრიტიკული შენიშვნები, ალბათ „ქართულ ოცნებას" აიძულებს, რომ კიდევ რაღაც დამატებითი ნაბიჯები გადადგას დათმობის მიმართულებით," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებისადმი" ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდებას.

ტატა შოშიაშვილი
01.02.2020

„ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, როგორიც ევროსაბჭოა, ასეთი ინიციატივა, კარგია. მაგრამ როგორც კი იწყება დავა სერიოზულ თემებზე, მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე და ა.შ., რუსეთის დელეგაცია მაშინვე თავს არიდებს კითხვებს", - ასე აფასებს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩა „რეზონანსთან" საუბრისას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის ინიციატივას, რომელიც ერთის მხრივ ბალტიის ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს და მეორე მხრივ რუსეთის დელეგაციების მოალაპარაკების მაგიდასთან დასხდომას ითვალისწინებს.

თამთა ჩაჩანიძე
01.02.2020

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს რუსულ მედიაში გარცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა, ევროსაბჭოს ხელმძღვანელობას მიმართოს თხოვნით, რომ ორგანიზაციის მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელიც მაისშია დაგეგმილი, თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარდეს. ამის შესახებ „რეზონანსს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

ტატა შოშიაშვილი
01.02.2020

47 წლიანი თანამშრომლობისა და წევრობის შემდეგ, 31 იანვარს ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა. ახლა ქვეყანას 11-თვიანი გარდამავალი პერიოდი ელის, რადგან თითქმის ნახევარსაუკუნოვანი თანამშრომლობის შემდეგ, გაერთიანებული სამეფო ახალი პოლიტიკითა და წესით იწყებს ცხოვრებას.

თამარ შუკვანი
01.02.2020

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ხმოვან გზავნილებს, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსი საქართველოშიც დადასტურდა, თუმცა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ამ ინფორმაციას მალავს, ცენტრში დეზინფორმაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ „ვიღაცას უნდა ხალხი გააგიჟოს".

თამარ მუკბანიანი
31.01.2020

 2019 წელს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა. რთული და კრიზისებით სავსე წლის ფონზე, მაჩვენებელი საკმაოდ პოზიტიურია, თუმცა სამშენებლო სექტორში მნიშვნელოვანი კლების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებისა და ლარის გაუფასურების ფონზე, რა სექტორების ხარჯზე იზრდება ეკონომიკა, საინტერესო სწორედ ეს არის.

ელზა პაპოშვილი
31.01.2020

თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს, რომელიც თურქული მედიის  ინფორმაციით, ავტომობილში 2 თურქ მეგომართან ერთად ჩაცხრილეს. 

თამარ შუკვანი
31.01.2020

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა „ქართულ ოცნებას" მოუწოდებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ისეთი საარჩევნო სისტემა უზრუნველყოს, რომელიც ყველა მხარის ნდობითა და მხარდაჭერით ისარგებლებს, რამაც, როგორც ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, საქართველოს ხელისუფლება შეიძლება აიძულოს ოპოზიციასთან გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.

თამთა ჩაჩანიძე
31.01.2020

 „თუ ეს პრობლემები არ იქნა მოგვარებული და საქართველოს ხელისუფლებაში ამ საკითხების გადაწყვეტის მზაობა არ იქნა, ყველაზე მთავარი, საარჩევნო კანონთან არ იქნა კონსესუსი მიღწეული, ბუნებრივია, არ მგონია, რომ ამან კონგრესმენების კრიტიკა შეასუსტოს და მომავალში რამე შეცვალოს" - ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია საქართველოს ხელისუფლების მიერ აშშ-ში ინტენსიური ვიზიტების დაწყების დაანონსებას.

ია აბულაშვილი
31.01.2020

 ეპიდემიებმა მსოფლიოში ფეხი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში მოიკიდა, თავდაპირველად "შავი ჭირის" სახელით ცენტალური აზიიდან ევროპიაში შევიდა. წინა აზიიდან ევროპისკენ მიმავალი უმოკლესი გზა კი საქართველოზე გადიოდა, რა თქმა უნდა, ამ საშინელი დაავადების გავრცელებას ვერც ჩვენი ქვეყანა ასცდებოდა.

ელზა პაპოშვილი
31.01.2020

 ძარცვა 90 წლების სტილში - თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტომობილები გაძარცვეს. ადგილობრივები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ დილით სამსახურში წასასვლელად გამოსულებს ავტომობილებიდან აკულმიატორები ამოღებული დახვდათ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×