თამთა ჩაჩანიძე
25.02.2020

„პატრიოტთა ალიანსს" საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ინდივიდუალური შეხვედრა მმართველ პარტიასთან ჯერ არ გაუმართავს. როგორც „ალიანსის" პოლიტიკურმა მდივანმა გოჩა თევდორაზემ „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, შეხვედრა ჯერ დანიშნულიც არ არის

ელზა პაპოშვილი
25.02.2020

საზარელი მკვლელობა თბილისში - 19 წლის ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, ბებია და დედა მძინარეები ნაჯახით  საწოლში დახოცა. პოლიციამ ეს სასტიკი მკვლელობა ცხელ კვალზევე გახსნა და ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა სახლთანვე დააკავა. ეს საზარელი ფაქტი კი ზაზაშვილის ქუჩაძე, ნაძალდევის რაიონში ღამის 3 საათზე მოხდა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ქუჩა ღამით თავად ახალგაზრდა ბიჭის ყვირილმა გააღვიძა იგი გვიან ღამით სახლიდან გამოვარდა და ყვიროდა, რომ მან დედა და ბებია დახოცა.

თამარ შუკვანი
25.02.2020

აპრილში ოპოზიცია წლევანდელი საპარლამენტო არჩევნებისათვის შერჩეული მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატების დასახელებას აპირებს. კონსულტაცია და კანდიდატების შერჩევა სწორედ ამჟამად მიმდინარეობს და ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებით, ზოგიერთ კანდიდატზე შეთანხმება მიღწეულია. „რეზონანსის" ხელთ არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი თინათინ ბოკუჩავაა, რომელიც სამეგრელოს ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.

ელზა პაპოშვილი
24.02.2020

ტურისტების რეკეტი, ცემა, ძარცვა და კრიმინალი გუდაურში  ყოველდღიურ მოვლენად არის ქცეული. ამის დამადასტურებელი კი არა ერთი ფაქტია, რომელზეც ტურისტები და ქართველი დამსვენებლები „რეზონანსთან“ ყვებიან. „მთავარმა არხმა“  კი  გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ ნასვამი  ადგილობრივი კაფე-ბარ „მთვრალი ალუბლების“ მეპატრონეს მირანდა ესაკიას და დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად უსწორდება. 

ირაკლი ლომიძე
24.02.2020

 ჩინეთიდან საკვების იმპორტი ვერც კორონავისურსმა შეაჩერა. სპეციალისტები ამბობენ, რომ პრევენცია ამ მიმართულებით ნაკლებად საჭიროა, რადგან მომაკვდინებელი ვირუსი საკვებიდან არ ვრცელდება და უმჯობესია, კონტაქტების შეზღუდვაზე გაკეთდეს აქცენტი. რიგი ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის გადაწყვეტილება, რომ ჩინეთიდან საკვების იმპორტი აეკრძალა, საქართველოსთვის მაგალითად ვერ გამოდგა. იმპორტი ჩინეთიდან არ იზღუდება, ამასობაში მუდმივად მატულობს რისკი, რომ შესაძლოა კორონავირუსმა საქართველოშიც შემოაღწიოს.

ირაკლი ლომიძე
24.02.2020

 წლევანდელ ზამთარში მოსახლეობას ხარჯი, წინა წლის ანალოგიური პერიოდისგან განსხვავებით, 90-150 ლარის ფარგლებში გაეზარდა. ტოტალური სიძვირის პირობებში მოსახლეობას გამოზამთრება ძალიან გაუჭირდა. ლარის გაუფასურების გამო ათასობით ოჯახი საქართველოში საკვებზე მოთხოვნასაც ვერ იკმაყოფილებს. ხალხი ამბობს, რომ გათბობაც კი შეზღუდეს, რომ ეკონომია გაეწიათ.

ელზა პაპოშვილი
24.02.2020

„საუკუნის ძარცვა“ და ბიუჯეტიდან გამქრალი მილიონები. ვინ აგებს პასუხს იმ სქემაზე, რომლის მეშვეობითაც 60–კაციანი ჯგუფი ქვეყნის ბიუჯეტს ისე ძარცვავდა, რომ ვერავინ მიხვდა. მასშტაბური ფინანსური სკანდალი რამდენიმე თვის წინ გასკდა, როდესაც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 100-დან 270 მილიონამდე მითვისების საქმეზე 62  ბიზნესმენი დააკავა, ხოლო 102 ადამიანზე საქმეა აღძრული. აქედან 11 საერთოდ ძებნაშია, რომლებმაც ქვეყნის დატოვება მოასწრეს.  

თამარ მუკბანიანი
24.02.2020

 ლარმა სწრაფი გამყარება დაიწყო. შემოდგომის დიდი გაუფასურებისა და ანტირეკორდების შემდეგ, ეროვნული ბანკის ნაბიჯები რომ შედეგს გაზაფხულის დასაწყისიდან გამოიღებდა, იმთავითვე ამბობდნენ ცვლილებების ავტორები და სპეციალისტებიც. ახლა მთავარია, როდემდე გაგრძელდება გამყარება, რა ნიშნულს მიაღწევს ეროვნული ვალუტა და როგორ აისახება ეს გაძვირებულ პროდუქციაზე.

თამთა ჩაჩანიძე
24.02.2020

„თუ მათ (ოკუპანტების) ლოგიკას მივყვებით, რომლის მიხედვითაც ახალგორში შესვლა შეზღუდეს, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ შემდეგი, რომ დაიწყო კონტრაბანდასთან ბრძოლის კამპანია (რატომღაც კონტრაბანდის საკითხი ამ შუა ზამთარში გაახსენდათ), დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან სურსათის და წამლების საკანცელარიო ნივთების და ა.შ. ამის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს,"- ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უახლოეს დღეებში საოკუპაციო ძალებმა შესაძლოა, სოფელ პერევთან არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტიც ჩაკეტონ.

ია აბულაშვილი
24.02.2020

"მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება სერიოზულად ვერ ჩამოყალიბდა თავის ხედვებში. ვერ გავარკვიეთ რა უნდა, ან რას თანხმდება. კონკრეტული პიროვნებაც არ ჩანს, ვინც პასუხისმგებლობას აიღებს. ბიძინა ივანიშვილი ამ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს, მდინარაძე და სხვები რას იტყვიან ტელეეთერით, ამით შეიძლება ვიხელმძღვანელოთ?" - ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ხელისუფლების მზაობას ინდივიდუალურად გამართოს მოლპარაკებები ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან.

თამარ შუკვანი
24.02.2020

„ნაცმოძრაობის" რეიტინგმა მოიმატა, რადგან დიდ ნაწილს გაახსენდა, რომ ბევრი კარგი რამ იყო გაკეთებული იმ ცხრა წლის განმავლობაში. ბევრისთვის კი „ოცნება" გახდა მიუღებელი. ამიტომაც, ძლიერი ალტერნატიული ძალა „ნაციონალური მოძრაობაა". ლოგიკურია, რომ პირველ-მეორე ადგილებს ეს ორი პარტია იკავებს," - ასე აფასებს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კომპანია „იპსოსის" მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც მმართველ პოლიტიკურ ძალას 34%, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას" - 29% აქვს.

სანდრო მდივანი
24.02.2020

 კორონავირუსის გამო, მსოფლიოს ეკონომიკა დიდი გამოწვევის წინაშეა. თუ ვირუსი საწყის ეტაპზე, მხოლოდ აზიელი ტურისტების შემოსვლას უშლიდა ხელს, დღეს უკვე მთელი მსოფლიო საფრთხის ქვეშაა. ეპიდემია უკვე საქართველოზეც აისახა, მოგზაურები აუქმებენ ჯავშნებს, ხოლო, თავის მხირვ, საქართველოს მოქალაქეებიც ერიდებიან უცხოეთში გამგზავრებას განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×