ელზა პაპოშვილი 27.02.2020

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს. თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ სროლას წინ შელაპარაკება უძღოდა. 28 წლის გიორგი ჯაბნიძეს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მუცელში ჰქონდა მიყენებული, ის ადგილობრივ კლინიკაში ოპერაციისას გარდაიცვალა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.02.2020

კორონავირუსთან დაკავშირებით მედიკოსების მსგავსად ასტროლოგებიც დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ - ისინი მიიჩნევენ, რომ ასტროლოგიური თვალსაზრისით, საქართველოში ეპიდემიის პიკი უკვე გადავლილია და ვირუსის მასობრივი გავრცელება არ იქნება.
|
რეზონანსი 27.02.2020
როგორც კი საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა საზოგადოება პანიკამ მოიცვა და თბილისში მაღაზიები ადამიანთა რიგებით იყო გადატვირთული. სოციალურ ქსელში უწყვეტად ვრცელდებოდა ფოტოები, სადაც ადამიანები საკვებს იმარაგებდნენ. არის თუ არა რეალურად საკვების დეფიციტის პრობლემა? სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველო არ იქნება იმ ქვეყნებს შორის, სადაც შესაძლოა, საკვების მარაგი ამოიწუროს.
|
ელზა პაპოშვილი 27.02.2020

საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს მოქალაქის გატაცების კიდევ ერთი ფაქტი - გორის მუნიციპალიტეტიდან ოკუპანტებმა სოფელ აძვის მკვიდრი ელდარ გუნდიშვილი გაიტაცეს.
|
თამარ შუკვანი 27.02.2020

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი, დიდი ალბათობით აღდგება. ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილის შეფასებით, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი და სასურველიც კია. 27 თებერვალს ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში გაიმართა.
|
ია აბულაშვილი 27.02.2020

ათონის მთას, რომელსაც მართლმადიდებლური სამყაროს გულს უწოდებენ, მრავალი ეკლესია-მონატსრითა და სასწაულმოქმედი ხატით არის განთქმული. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია - დოქიარის მონასტერში დავანებული ღვთისმშობლის "მსწრაფლშემსმენელი" ხატი. ამ სასწაულმოქმედი ხატის ასლი საქართველოში ათონის მთიდან ჩამოაბრძანეს და დღეს ყოვლადწმინდა სამების ტაძარშია დაბრძანებული.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.02.2020

კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით პანიკა დათესა, იმის გამო, რომ ვირუსის საწინაღმდეგო მედიკამენტი ჯერ შემუშავებული არაა და თავდაცვის ერთ-ერთ საშუალებად სამედიცინო პირბადე ითვლება, აფთიაქებში მათი დეფიცითი შეიქმნა, ზოგიერთ მათგანში კი მარაგი საერთოდ ამოწურულია.
|
თამარ შუკვანი 27.02.2020

26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ღამით აფთიაქებიდან პირბადეები, ხოლო სუპერმარკეტებიდან პროდუქტები გაქრა. დედაქალაქში სრულმა პანიკამ დაისადგურა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. მეტიც, ეს ვირუსი იმდენად საშიში არაა, რამდენადაც პანიკა, რომელშიც საზოგადოება შეიძლება ჩავარდეს. ამის მიუხედავად, ქუჩაში საზოგადოების დიდი ნაწილი დღეს უკვე პირბადით დადის, აფთიაქები კი პირბადის დეფიციტს განიცდის.
|
რეზონანსი 27.02.2020
კორონავისურის ახალი ინფექცია (COVID-19) მთელს მსოფლიოს ემუქრება და კაცობრიობა საერთო საფრთხის წინაშე დგას - ჩინეთი ამ ბრძოლის ფრონტის წინა ხაზეე დგას და გმირულ ზომებს ახორციელებს, რომ დაიცვას არამარტო საკუთარი ხალხი, არამედ კაცობრიობა. ჩინეთი გრძნობს პასუხისმგებლობას არამარტო საკუთარ უსაფრთხოებაზე, არამედ პლანეტის სხვა ხალხების უსაფრთხოებაზეც.
|
გვანცა წულაია 26.02.2020
ეროვნული ბანკის დაპირება, რომ რეგულაციებს შეარბილებს, ვერ სრულდება. საქმე ისე მიდის, რომ პირველი მარტიდან შესაძლოა, საბანკო რეგულაციები აღარ გამარტივდეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ გაზაფხულიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში დაგეგმილი ცვლილებები მარტიდან ვეღარ ამოქმედდება და მომდევნო თვეებზე გადაინაცვლებს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტული თარიღი, როდის მოხდება რეგულაციების შერბილება.
|
გვანცა წულაია 26.02.2020
ჩინეთისა და ირანის შემდეგ, კორონავირუსმა ევროპაშიც შეაღწია და იტალიას მოედო. მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების რისკი საქართველოშიც მატულობს. მით უმეტეს, რომ იტალიასთან მიმოსვლა აქტიურია და ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ქართველები ყველაზე მეტად სტუმრობენ. მიუხედავად ამისა, მთავრობა იტალიასთან საზღვრის ჩაკეტვას ჯერჯერობით არ აპირებს. ამის აუცილებლობას ვერც სპეციალისტები ხედავენ და ამბობენ, რომ ავიამიმოვლა იმ შემთხვევაში უნდა შეჩერდეს, თუ იტალიაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შეიქმნება.
|
ელზა პაპოშვილი 26.02.2020

დაუდგენელმა პირებმა გურჯაანის საავადმყოფო დაცხრილეს. კლინიკის თანამშრომლების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან იმ პალატის მიმართულებით ისროლეს, სადაც ციხიდან რამდენიმე თვის წინ გამოსული მალხაზ ბადუაშვილი იყო მოთავსებული. ბადუაშვილი წარსულში მკვლელობისთვის არის ნასამართლევი და მან მსჯავრი თანასოფლელის განზრახ მკვლელობისთვის მოიხადა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|