რეზონანსი
01.03.2020

სწორი დღის რეჟიმი ჯანმრთელობის უმთავრესი წინაპირობაა, დილით კვება, საუზმე, ამ რეჟიმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ეს ის თემაა, რომელიც უამრავ კითხვას ბადებს: საინტერესოა, როგორ უნდა ვიკვებოთ დილით, რა შედეგს მოიტანს საუზმეზე უარი, რისგან უნდა შედგებოდეს, ან, არ უნდა შედგებოდეს დილის კვების რაციონი...

თამთა ჩაჩანიძე
01.03.2020

მას შემდეგ,რაც თურქეთმა სირიელ მიგრანტებს საზღვარი გაუხსნა და  ევროკავშირის ტერიტორიაზე 18 ათასი ადამიანი გადავიდა, საბერძნეთმა და ბულგარეთმა თურქეთთან საზღვრები ჩაკეტეს. უკვე მოხდა პირველი შეტაკებები ბულგარელ მესაზღვრეებსა და მიგრანტებს შორის. არაოფიციალური ინფორმაციით, თურქეთის ტერიტორიაზე 3.7 მილიონი სირიელი ლტოლვილია კონცენტრირებული, რომლებიც დასავლეთ ევროპაში ცდილობენ გადასვლას. რამდენად შესაძლებელია, რომ მათი ნაწილი საქართველოსკენ დაიძრას და ბულგარეთისა და საბერძნეთის საზღვრების დაკეტვის გამო, დასავლეთ ევროპაში მოხვედრა საქართველოს გავლით სცადოს?

ელზა პაპოშვილი
29.02.2020

ორ დღეში საკუთარი ოჯახის ამოხოცვის ორი შემზარავი ფაქტი - საქართველოში ერთმანეთის მიყოლებით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ორმაგი მკვლელობები დაფიქსირდა. ერთი შემთხვევა თბილისში მოხდა, როდესაც 18 წლის ბიჭმა ნაძალადევში მძინარე დედა და ბებია ნაჯახით დახოცა; მეორე ფაქტი კი დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტაში, როდესაც 41 წლის მამაკაცმა დედა და და სანადირო თოფით მოკლა. თუმცა დის მიმართ ცივი იარაღიც  იყო გამოყენებული და მედიკოსების თქმით, ის ფაქტობრივად დანით იყო დაჩეხილი.

თამთა ჩაჩანიძე
29.02.2020

„დარწმუნებულები ვართ, რომ არავითარი სამთავრობო ცვლილება არ იქნება, არჩევნებზე გუნდი ასეთივე შემადგენლობით გავა", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

ტატა შოშიაშვილი
29.02.2020

იდლიბის კონფლიქტურ ზონაში სიტუაცია უფრო მეტად მწვავდება - ამჯერად, თურქეთის პრეზიდენტი ახალი ინიციატივით გამოდის და რუსეთის პრეზიდენტს სთხოვს, რომ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები სირიიდან და თურქეთი ბაშარ ასადის ჯარი პირისპირ დატოვოს. ერდოღანმა დაამატა, რომ მისთვის დღემდე გაურკვეველია, რა მოტივები ამოძრავებს რუსეთს და რა ინტერესი აქვს იდლიბში. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სტამბულში, დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
29.02.2020

„ეს ერთი შემთხვევა შეიძლება სამედიცინო კვლევით დადასტურდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი შინაური ცხოველები ვირუსის წყაროა"-ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი,გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჰონგ კონგში კორონავირუსი ძაღლს დაუდგინეს.

თამარ შუკვანი
29.02.2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარიან ეზუგბაია „ევროპული საქართველოს" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მას ერთ-ერთ საკარანტინო შენობაში მოთავსებული ადამიანის აუდიო ჩანაწერი აქვს, სადაც იგი არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ეზუგბაიას განცხადებით, საკარანტინო ზონაში მოთავსებულ პირებს შესაბამისი პირობები აქვთშექმნილი, ისინი უზრუნველყოფილი არიან საკვებით. ჭიაბერაშვილის განცხადებას კი სიცრუე უწოდა.

თამარ შუკვანი
29.02.2020

კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოს საპატრიარქოს ამ დროისთვის რაიმე კონკრეტული მიმართვა თუ რეკომენდაცია მრევლისთვის არ აქვს. როგორც ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) „რეზონანსს" უთხრა, აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს და ამას „პარტიარქი გადაწყვეტს".

ტატა შოშიაშვილი
29.02.2020

უკრაინის საკითხის გამო მართლმადიდებელ სამყაროში დაწყებული კრიზისი ღრმავდება - ამანში გამართული შეკრების საპასუხოდ, კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომე I ახლო მომავალში ყველა მართლმადიდებელი კელესიის ლიდერების საგანგებო შეხვედრის ორგანიზებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული „რია ნოვისტი" ავრცელებს საკუთასრ წყაროზწე დაყრდნობით. თეოლოგი ლადო ნარსია მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკლესია ამ შეხვედრას აუცილებლად უნდა დაესწროს.

ელზა პაპოშვილი
28.02.2020

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია.  ის, ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა.  მეორე კი,  31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. 

თამარ მუკბანიანი
28.02.2020

 ლარის ბოლოდროინდელი გამყარების შემდეგ, მთავარი კითხვა ისაა, რომელია ლარის ახალი წონასწორობის კურსი და სანამდე გაგრძელდება გამყარება. ბიზნეს სექტორი ფიქრობს, რომ ლარის ბუნებრივი მდგომარეობა ესაა და მოკლე ვადიან პერსპექტივაში ლარი აღარ გამყარდება. როგორც ჩანს 2.75 ოპტიმალური ნიშნულია.

ია აბულაშვილი
28.02.2020

 „თაკო შლის პროცესსო, რა უნდა დაშალო, რაც არ არსებობდა. ეს რა გაერთიანებაა, მითხარით? შედეგად რუსული ვექტორის რეაბილიტაცია რომ დადო და ბურჯანაძეს ევაჭრება კვოტებზე. ეს „ფსევდომაგიდა" დიდი ხანია არ მაინტერესებს" - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ჟურნალისტ თამარ ჩორგოლეიშივლის განცხადებას, რომ „თაკო ჩარკვიანი პროცესის ჩაშლას ჩალიჩობს მონაწილეების მოღალატედ გამოცხადებით".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×