ნატა თვაური
25.02.2020

კორონავირუსის გავრცელების შეჩერება ვეღარ ხერხდება და როგორც ჩანს, მსოფლიო თანდათან უახლოვდება გლობალური პანიკის ზღვარს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოსახლეობის ნაწილი ჩინური წარმომავლობის მოქალაქეებს დაუფარავი შიშით უყურებს და მათ იზოლირებას ითხოვს; ხალხი მასიურად წინასწარ იმარაგებს პირველადი მოხმარების პროდუქტებს, ჰიგიენის საშუალებებს, სამედიცინო ნიღბებსა და მედიკამენტებს; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი სამშაბათს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კორონავირუსის გლობალური პანდემიისათვის უნდა მოვემზადოთ.

ია აბულაშვილი
25.02.2020

„პერსონალიებს დიდი მნიშვნელობა არ ექნებათ, ეს არის პარტიათა და რესურსების ბრძოლა. ასე რომ, კონკრეტული კანდიდატების შანსებზე საუბარი ნაადრევია“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ოპოზიციის შეთანხმებას მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებით.

ელზა პაპოშვილი
25.02.2020

სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.   

რეზონანსი
25.02.2020

 კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველომ ორ ქვეყანასთან (ჩინეთთან და ირანთან) ავიამიმოსვლა შეაჩერა. უკვე რამდენიმე თვეა, მთელი მსოფლიო საფრთხის ქვეშაა და გამონაკლისი არც საქართველოა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ჩინეთიდან და ირანიდან უამრავი ვიზიტორი ჰყავდა, უკვე შეიძლება თქმა, რომ ფრენის აკრძალვა ქართულ ტურიზმე ცუდად აისახება.

თამთა ჩაჩანიძე
25.02.2020

 

„მგონია, რომ აქამდეც პრაგმატულად, აზრობრივად და ისტერიკის გარეშე უნდა ეკეთებინათ საქმე", - ასე აფასებს „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე „მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ოლქებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები უკვე შეარჩია.

თამთა ჩაჩანიძე
25.02.2020

„ევროსაბჭოს ასეთი მაგალითი რამდენჯერმე ჰქონდა. მათ შეუძლიათ სხდომა როგორც მასპინძელ ქვეყანაში, ისე სტრასბურგში ჩაატარონ, ეს უბრალოდ მასპინძელ ქვეყანასა და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებების საგანია", - ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელიც მაისშია დაგეგმილი, თბილისში არ ჩატარდეს.

თამარ მუკბანიანი
25.02.2020

 2019 წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 128.4 მლნ ლარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8.1 მლნ ლარით ჩამოუვარდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არასწორი საგადასახადო სისტემის ბრალია, რომელიც შეღავათებს უწესებს სათამაშო ბიზნესს და თუ 2011 წლიდან 2019 წლამდე, მათი ბრუნვა 150-ჯერ გაიზარდა, მხოლოდ 3-ჯერ არის გაზრდილი შენატანები ბიუჯეტში.

ია აბულაშვილი
25.02.2020

„აღმოსავლეთიდამ არაგუს ერთვის...ჩხოტის ხევი. ამის ჩრდილოეთ არს სტეფან-წმინდა. დაბა კარგი. ...დასავლით არის გერგეტი არაგუს იქით კიდესა. ზემოთ ამისა არს, მყინვარის კალთასა ზედა, მონასტერი სამებისა, გუმბათოვანი, მცხეთის სამკაულის სახიზრად, სადაცა ესსუენა ნინოს ჯვარი, შუენიერ ნაშენი. შუენიერს ადგილს", - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი გერგეტის სამების ტაძარს, რომელსაც „ხევის პატარძალსაც" უწოდებენ.

თამარ მუკბანიანი
25.02.2020

 ჰიდროელექტროსადგურებში, წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზეა. ამ მხრივ მდგომარეობას საუკეთესოდ ციფრები ასახავს. მხოლოდ იანვარში ელექტროენერგიის იმპორტისათვის, საქართველომ 10 მლნ 868,1 ათასი აშშ დოლარი დახარჯა, რაც 2019 წლის იანვართან შედარებით, 20.6%-ით მეტია. ენგურჰესში კი 24 თებერვლის მდგომარეობით, წყლის დონე 428 მეტრია მაშინ, როცა, სპეციალისტების თქმით, დასაშვები მინიმალური ზღვარი 440 , უკიდურეს შემთხვევაში კი 430 მეტრია, რის შემდეგ დამუშავება აზიანებს ჰესს.

თამარ შუკვანი
25.02.2020

მილანში და მის მახლობელ ქალაქებში კორონავირუსის გამო პანიკაა - ხალხი მასიურად ყიდულობს პირველადი საჭიროების პროდუქტებს და მედიკამენტებს და ცდილობს, თუ უკიდურესი საჭიროება არ იქნება, ქუჩაში არ გავიდეს. ამის შესახებ „რეზონანსს" მილანში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ესაუბრა. მისი ცნობით, კორონავირუსის პირველი შემთხვევა მილანთან მდებარე პატარა ქალაქ ლოდთან დაფიქსირდა, რომელიც იმითაა ცნობილი, რომ ერთი თვის წინ იქ მასშტაბური სარკინიგზო ავარია მოხდა.

თამთა ჩაჩანიძე
25.02.2020

ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა სერგეი ლიპინმა და მისმა მეუღლემ აღიარეს, რომ 13 წლის განმავლობაში საქართველოს ჯაშუშები იყვნენ და რეგულარულად აწვდიდნენ საიდუმლო ინფორმაციას ქართულ სპეცსამსახურებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რეს" ავრცელებს.

ია აბულაშვილი
25.02.2020

ხელისუფლებას ჯერ არკვევს დასავლეთის მხრიდან ჩათვლება თუ არა კომპრომისად ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკების გამართვა და თუ დარწმუნდა, რომ ჩაეთვლება, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიწყებს მოლაპარაკებებს. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×