თამარ შუკვანი 03.03.2020

რუსეთის მიერ ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში" ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთები დაიწყო, რომელშიც ჩართულია 1,8 ათასი სამხედრო და 300-ზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა. ეს იმის ფონზე, როდესაც ევროპაში ნატო-ს მასშტაბური წვრთები მიმდინარეობს, სადაც 17 ქვეყანასთან ერთად, მონაწილეობას საქართველოც იღებს. პრაქტიკულად, ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად, ევროპის კონტინენტზე ამერიკელი ჯარისკაცების ყველაზე მასშტაბური გადასროლა მოხდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.03.2020

„ჯერჯერობით 4 აპრილის აქცია ძალაშია, ვემზადებით, მაგრამ, თუ კორონავირუსის გავრცელების არეალი გაფართოვდა, შესაძლოა თარიღი გადაიწიოს", - ამის შესახებ „რეზონანსს" „ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.
|
თამარ შუკვანი 03.03.2020

4 მარტს პარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წლიური მოხსენებით გამოვა, რომელსაც ოპოზიცია არ დაესწრება. როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „რეზონანსს" უთხრა, ერთგვარი ბოიკოტი შარშანდელის მსგავსად წელსაც იქნება, მთელი რიგი მიზეზების გამო. გოცირიძე შიშობს, რომ ზურაბიშილმა „არაფერი თქვას ისეთი, რაც ქვეყანას დააზიანებს."
|
ელზა პაპოშვილი 02.03.2020

"ლიბერთი ბანკის" დაყაჩაღებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თვითმხილველების თქმით, ყაჩაღური თავდასხმა დილით დიღმის მასივის მე-6 კვარტალში მდებარე ბანკის ფილიალზე მოხდა. მათ სროლის ხმა არ გაუგიათ. თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ბანკში ყაჩაღი ნიღბით შევიდა, შემდეგ კი იარაღის მუქარით, მენეჯერთან მივიდა და თანხა მოსთხოვა. მენეჯერს ფულზე წვდომა არ ჰქონდა, ამიტომაც მოლარესთან გადაინაცვლა, რომელმაც ჯერჯერობით დაუდასტურებული ინფორმაციით, 2000 ლარამადე თანხა მისცა.
|
რეზონანსი 02.03.2020
საერთაშორისო ბაზრებზე ხორბალი ძვირდება. საქართველოში ფქვილისა და, შესაბამისად, პურპროდუქტების გაძვირების წინაპირობა არ არის, თუმცა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ფონი ფასზე გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს. მაღაზიების ნაწილში რამდენიმე დასახელების პურპროდუქტის ფასმა უკვე მოიმატა.
|
სანდრო მდივანი 02.03.2020
აფხაზური მხარის მიერ კორონავირუსის გამო ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ, რეგიონი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა. ენგურსგაღმა არც საკვებისა და არც მედიკამენტების მარაგები აღარ არის. მოსახლეობას რთულ პირობებში უწევს ცხოვრება, „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას ისინი ადასტურებენ, რომ სოფლებში არსებულ მაღაზიებში ფასები მკვეთრად არის გაზრდილი.
|
ირაკლი ლომიძე 02.03.2020
კორონავისრუსის გავლენას ქართული ეკონომიკის ვერც ერთი დარგი ვერ გადაურჩება. თუკი ზოგიერთ დარგში ზარალის დათვლა უკვე დაიწყო, რამდენიმე მიმართულებაა, სადაც პრობლემები მომდევნო თვეების განმავლობაში გამოჩნდება. არსებობს მოლოდინი, რომ ჩინეთსა და ირანთან სავაჭრო ურთიერთობის შეჩერება ადგილობრივ წარმოებაში დეფიციტს, შემდეგ კი გაძვირებას გამოიწვევს.
|
თამარ მუკბანიანი 02.03.2020
პენსიონერთა თანადგომის საზოგადოებრივი პროგრამის ბედი, რომელიც 2017 წელს დაფუძნდა და მისი განხორციელებისათვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, საერთოდ გაურკვეველია. 3 წლის წინ დაწყებული პროგრამა შეწყვეტილია და ის ინვენტარი, პროდუქცია და საქონელი საერთოდ გაქრა, რომელიც ,,ბიზნეს-რეზონანსის" ინფორმაციით, უკვე შეძენლი იყო. საძებო ველში, დღემდე შესაძლეებელია, ორგანიზაციის შეხვედრების ნახვა, ფოკუს ჯგუფებთან, მათი ინტერესების გაცნობის მიზნით და შემდგომი თანამშრომლობის დაპირებებიც, რომელიც მედიასაშუალებებითაც შუქდებოდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.03.2020

„ვინა არის მტყვანი და ვინ მართალი, რთულია გაერკვე, იფორმაციები იმდენად ურთიერთსაწინააღმდეგო და კონტრასტულია, რომ მაგალითად დასავლეთ ევროპული და ამერიკული მედიასაშუალებები ამაზე საერთოდ გაჩუმებულები არიან, ისინი ამ სიტუაციაზე საკუთარ ინფორმაციულ ველებს ვერ აყალიბებენ"-ასე აფასებს „რეზონასთან"ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, სირიაში მიმდინარე მოვლენებს.
|
თამარ შუკვანი 02.03.2020

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა კვლავ ჩიხში ექცევა. არაფორმალური შეხვედრების დასრულების შემდეგ ორივე მხარე რადიკალურად განსხვავებულ და თითქმის ერთმანეთის საპირისპირო მოსაზრებას აჟღერებდა. კერძოდ, „ქართული ოცნება" იმედოვნებს, რომ შეთანხმება შედგება, თუმცა, ოპოზიცია ეჭვობს, ხელისუფლებასთან რაიმე კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწიონ.
|
ელზა პაპოშვილი 02.03.2020

საბერძნეთში 60 წლის ემიგრანტმა ქალმა თავი მოიკლა - მან საწამლავი დალია და რამდენიმე დღის განმავლობაში ათენის ერთ-ერთ კლინიკაში სიკვდილს ებრძოდა, თუმცა, მედიკსოებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. „რეზონანსთან“ ემიგრანტები ყვებიან, რომ ქალმა საწამლავი ბულინგის და დამცირების გამო დალია, რადგანაც მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტით გავრცელდა.
|
ია აბულაშვილი 02.03.2020

ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო ზიარება ახალი აღთქმით სხვადასხვაგვარად იწოდებოდა - "სერობა", "უფლის ტრაპეზი", " პურის გატეხვა", "ევქარისტია", "ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ზიარება" - მაცხოვრის მიერ ამ საიდუმლოს შესახებ გადმოცემულია იოანეს სახარებაში, თავად საიდუმლოს დადგენის აღწერა კი მათეს, მარკოზის და ლუკას სახარებაში.
|
|