თამთა ჩაჩანიძე
10.03.2020

„მანდატები უპირატესად განსაკუთრებული სტატუსის მქონე სუბიექტებზე უნდა გადანაწილდეს, ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა", - ასე აფასებს კოსნტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული ოლქების სავარაუდო განაწილებას ეხება.

თამარ შუკვანი
10.03.2020

საქართველოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ადამიანების ნაწილი საკარანტინო ზონიდან გარბის, რის შემდეგაც საჭირო ხდება პატრულის დახმარებით, მათი იძულებით დაბრუნება, რასაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი მოადგილე პაატა იმნაძე ფსიქოლოგიური სტრესის გადატანით ხსნის.

ირაკლი ლომიძე
09.03.2020

 სავაჭრო ქსელებში მარაგი შეზღუდული ან საერთოდ ამოწურულია. მართალია, ტენდენცია მასობრივ ხასიათს არ ატარებს, თუმცა სუპერმარკეტების ნაწილში ზოგიერთი პროდუქციის გაქრობა ადვილად შესამჩნევია. ასეთ ფონზე ნაკლებად დამაჯერებელია იმპორტიორების მტკიცება, რომ მარაგის მხრივ პრობლემა არ არის, მაღაზიებში არსებული რეალობა საპირისპიროს ადასტურებს. გარდა იმისა, რომ ზოგიერთი პროდუქტი მყისიერად გაძვირდა, დეფიციტურიც აღმოჩნდა.

ელზა პაპოშვილი
09.03.2020

რა მოხდა 8 მარტს პიკასოს ქუჩაზე, სადაც სახლის პატრონმა დამხმარე ქალის შვილი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლა. მომხდარ მკვლელობაში 29 წლის ბიზნესმენი საბა თათეშვილია ბრალდებული, რომელსაც გარდაცვლილმა მამაკაცმა დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.  

თამარ მუკბანიანი
09.03.2020

 1-ლი აპრილიდან, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესში ცვლილებები შედის. ახალ რეგისტრირებულ ავტომობილებთან მიმართებით, ჩნდება კატალიზატორის მოთხოვნა, უკვე ქვეყანაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი ეს ნორმა 2022 წელს ამოქმედდება. რეგულაცია სამ კვირაში საბურავებსაც შეეხება. 10 ან მეტი წლის საბურავებით მანქანები ინსპექტირებას ვეღარ გაივლიან. გარდა ამისა, მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, რომლებსაც ევროპული სტანდარტების შეუსაბამო ფარები ექნებათ, ტექდათვალიერებას ვეღარ გაივლიან.

სანდრო მდივანი
09.03.2020

 კორონავირუსის ფონზე საქართველოში აგრარულ ბაზრებს მომხმარებელი საგრძნობლად შეუმცირდა. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი ტიპის სავაჭრო სივრცეში ჰიგიენის ნორმები საერთოდ არ არის დაცული, შესაბამისად, დაინფცირებისა და ვირუსის გავრცელების შანსი დიდია. ამიტომ ისინი ცდილობენ დიდ ქსელურ სუპერმარკეტებში შეიძინონ საკვები, თუნდაც ორმაგ ფასში.

თამთა ჩაჩანიძე
09.03.2020

„ჩინეთი, საფრანგეთი, იტალია და ინდოეთი ყველაზე უმსხვილესი ენერგომომხმარებლები არიან, ამ ქვეყნებში კორონავირუსის ფაქტორიდან გამომდინარე, მათი ეკონომიკური ინდიკატორების ვარდნამ, ენერგორესურსების მოხმარების ოდენობა შეამცირა, აქედან გამომდინარე ეს პირდაპირპროპორციულად აისახა ნავთოვბის ფასზე" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრ ვარდნას.

ელზა პაპოშვილი
09.03.2020

თბილისში, დიდ დიღომში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარში ვანდალური ფაქტი მოხდა. დაზიანებულია ხატები და საეკლესიო სხვა ინვენტარი. ტაძრის მრევლი და მისი წაინამძღვარი დეკანოზ დავით შაქარაშვილი ვარაუდობენ, რომ ტაძარში შეღწევა ორმა პირმა მოახერხა,  ისინი სარკმილად შევიდნენ.

თამარ შუკვანი
09.03.2020

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიეს. მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდება. კანონის ცვლილებას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი თვლის, რომ საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის, შესაძლოა იგივე განმეორდეს, რაც გასულ წელს მოხდა - ე.წ. აჯანყებული დეპუტატები სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას წინააღმდეგ წავიდნენ, რაც საბოლოოდ კანონპროექტი ჩაგდებით დასრულდა.

ია აბულაშვილი
09.03.2020

სნეულთა შემწე და ყოვლადმოწამე ნიკომედიელი მკურნალის პანეტელეიმონის წმინდა ნაწილები მთელს მსოფლიოშია მიმოფანტული, მისი ხატი კი ყველა მართლამდიდებულ ეკლესიაში დასვენებული.

თამთა ჩაჩანიძე
09.03.2020

საქართველოში ამ დროისთვის COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა,არის თუ არა ხალხში პანიკა დაინფიცირებულთა მატების გამო და ზოგადად როგორ შეცვალა მათი ცხოვრების წესი ვირუსმა - ამის შესახებ საზოგადოების აზრი „რეზონანსმა" ქუჩის გამოკითხვის შედეგად გაიგო.

რეზონანსი
09.03.2020

 ზამთრის სეზონზე სასუნთქი სისტემის ინფექციური დაავადებები ისედაც გახშირებულია, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პარალელურად მოსახლეობაში მატულობს დაძაბულობა. ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობას ჰქონდეს ადეკვატური ინფორმაცია კორონავირუსის, პრევენციული ღონისძიებებისა და გარკვეული პროფილაქტიკური საშუალებების შესახებ,  როგორიც არის ბაქტერიული ლიზატების გამოყენება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×