თამარ მუკბანიანი
10.03.2020

 წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი ორჯერ გაიზარდა და 347 მლნ დოლარს მიაღწია. ამან წლის საერთო მაჩვენებელზე დადებითად იმოქმედა. აღსანიშნავია, რომ საერთო რეინვესტირების წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 48,3%-ს მიაღწია, რაც ყველაზე მეტია ბოლო წლების განმავლობაში. რამ განაპირობა დადებითი ტენდენცია და რამდენად პოზიტიურია, რეინვესტირების ასეთი მაღალი მაჩვენებელი  - ვითარება ,,რეზონანსთან” ეკონომისტებმა შეაფასეს.

რეზონანსი
10.03.2020

„ოცნებაში“ გადაჭრით უარყოფენ გავრცელებულ ცნობას, რომ საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასთან მიღწეულმა შეთანხმებამ მმართველ პარტიაში შიდა დაპირისპირება გამოიწვია. მათი ცნობით, ამ საკითხზე არც ბიძინა ივანიშვილსა და არც „ოცნების“ მაჟორიტარებს შორის არ გამართულა საგანგებო შეხვედრა.

ია აბულაშვილი
10.03.2020

„მიუხედავად იმისა, რომ მემორანდუმში ბლოკების საკითხი შესული არ არის, ვთვლი, რომ მოქმედ ნორმაში ბლოკების შექმნის უფლება უნდა დარჩეს და ეს იქნება დამატებითი კონსულტაციების საკითხი“, - ასე ეხმაურება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა პარლამენტის ვიცე-სპიკერ მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ ბლოკების შექმნის საკითხი დღეს ღიად არის და არ გამორიცხავს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართოს.

ალექსანდრე კორტავა
10.03.2020

ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო კარანტინში რჩება 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 56 პირი. კიდევ უფრო მეტია იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც, ხელისუფლების რეკომენდაციით, თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან. თუმცა, უკვე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები თვითიზოლაციის წესებს არღვევენ და კარანტინიდან გაქცევას ცდილობენ.

გვანცა წულაია
10.03.2020

 კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ავიაინდუსტრია დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. სხვადასხვა ქვეყნები ერთმანეთის მიმართულებით ფრენას თითქმის ყოველდღიურად აჩერებენ, რის გამოც, ზარალი დიდია. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ პრევენციის მიზენით, სხვადასხვა ქვეყნების მიერ გატარებული ღონისძიებები ეკონომიკურად დამღუპველი იქნება, თუმცა ახლა მთავარი თავდაცვაა, რათა ვირუსმა ქვეყანაში უფრო მეტად ვერ შემოაღწიოს.

ალექსანდრე კორტავა
10.03.2020

„ნებისმიერ შემოთავაზებას მივიღებთ ოპოზიციისგან და ნებისმიერი ადამიანისგან ოლქების გადანაწილების თაობაზე. თუმცა, 30 მაჟორიტარი ის ლიმიტია, რომლის გაზრდის შემთხვევაშიც არაადეკვატური იქნებოდა ნებისმიერი დაყოფა“, - ასეთი კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ „რეზონანსთან“.

თამარ მუკბანიანი
10.03.2020

 ეროვნული ვალუტა ორ დღეში 2.85-ის ნიშნულამდე გაუფასურდა. სწორედ ეს კურსი დაადგინა ოფიციალურად ეროვნულმა ბანკმა 11 მარტისათვის. სავალუტო ბაზარზე ორშაბათიდან მოყოლებული პანიკაა. რა ააუფასურებს ლარს და იყო თუ არა მოკლევადიანი მისი 2.80-ის ზღვარს ჩამოცდენა, სპეციალისტები ამ კითხვაზე ცალსახა პასუხს ვერ იძლევიან. მათი აზრით, გაუფასურება კორონავისურის გამო გაჩენილმა უარყოფითმა მოლოდინმა გამოიწვია და დიდწილად მასზეა დამოკიდებული, რა იქნება სამომავლოდ.

თამთა ჩაჩანიძე
10.03.2020

„საგანელიძეს უნდა ჰკითხოთ ვის გულისხმობს, რა საფუძვლები აქვს. ალბათ აქვს რაღაცა საფუძველი... საზოგადოება ჭრელია..." - ასე აფასებს უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის განცხადებას.

თამარ შუკვანი
10.03.2020

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია. როგორც „რეზონანსთან" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საუბრობს, ქადაგიძესთან დაკავშირებით არსებობს კითხვები. იმ ფაქტს, რომ ამ თანამდებობაზე არ დასახელდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, შალვა თადუმაძის კანდიდატურა, იმით ხსნის, რომ ხელისუფლებამ და „კლანმა" ვეღარ გაბედა ამ ფიგურის წინ წამოწევა.

თამთა ჩაჩანიძე
10.03.2020

პარასკევს 6 მარტს სოხუმიდან კოდორის ხეობისკენ მიმავალ ერთადერთ გზაზე მდებარე გვირაბი ნაწილობრივ ჩამოინგრა. ამის შესახებ გულრიფშის რაიონის სოფელ აჟარის დე ფაქტო გამგებელმა სერგეი ჯონუამ განუცხადა „სპუტნიკ აბხაზიას". გარკვეული რისკის ფასად, ავტომობილებს გვირაბში გავლა ჯერ კიდევ შეუძლიათ, თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, გვირაბის კონსტრუქცია იმდენად არამყარია, რომ ახლო მომავაში შესაძლოა მთლიანად ჩამოინგრეს.

თამთა ჩაჩანიძე
10.03.2020

კორონავირუსის გამო იტალიის მთელი ტერიტორია „წითელ ზონად" გამოცხადდა. თუკი აქამდე შეზღუდვები მხოლოდ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებზე მოქმედებდა, ამჯერად იძულებითი თვითიზოლაციის რეჟიმი უკვე მთელს იტალიაზე ვცრელდება. 3 აპრილამდე დაიხურა ყველა სკოლა და უნივერსიტეტი; გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები და დაწესდა შეზღუდვები ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე.

ალექსანდრე კორტავა
10.03.2020

„ცვლილებებს მხარს დავუჭერ, ადრინდელი წინააღმდეგობა და ახალი საარჩევნო სისტემა ერთმანეთს არ უკავშირდება" - ასეთი კომენტარი გააკეთა უმრავლესობის დეპუტატმა დაჩი ბერაიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან ახალ საარჩევნო მოდელზე საუბრისას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×