ია აბულაშვილი 13.03.2020

საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ჩვენს წინაპარას წმინდა მარინეს სახელზე მრავალი ეკლესია-მონასტერი აუგია. მისი წმინდა ნაწილი მკლავი კი ზუგდიდის ისტორიულ მუზემში ინახება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართთან ერთად წმინდა მარინეს მკლავი მუზეუმში ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრიდან გადაუტანიათ. ხობში დაცულ სიწმინდეების შესახებ წერდა საქართველოდან რომში გაგზავნილ მოხსენებაში თეატონელთა მისიის პრეფექტი სამეგრელოში ჯუზეპე ძამპა - "აქ ვნახე ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ოქროს ლუსკუმაში გამხმარი წმინდა მარინეს მკლავი".
|
თამარ შუკვანი 13.03.2020

მოქალაქეები ხშირად ამბობენ უარს თვითიზოლაციის წესების აღსრულებაზე. ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთო. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებას დაავალა თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვის გაკონტროლება. პირს, რომელიც თვითიზოლაციის წესებს დაარღვევს, პოლიცია კარანტინში იძულებით გადაიყვანს.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.03.2020

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება შესაძლოა შუა ზაფხულისთვის შეწყდეს- ვირუსის შესაძლო შეჩერების ვადა „ინტერფაქსთან"ინფექციური დაავადებების ექსპერიმენტული მოდელირებისა და პათოგენეზის განყოფილების უფროსმა და ფუნდამენტური და მთარგმნელობითი მედიცინის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრ შესტოპალოვმა დაასახელა.
|
თამარ შუკვანი 13.03.2020

სკოლებში არდადეგების გახანგრძილება არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული. როგორც „რეზონანსს" განათლების სამინისტროში უთხრეს, რეკომენდაციებს ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს და გადაწყვეტილება ამის საფუძველზე მიიღება. განათლების სამინისტრო ორ კონკრეტულ რეკომენდაციას გასცემს - თუ როგორ უნდა მოიქცნენ პედაგოგები სწავლის განახლებამდე და სწავლის დაწყების შემდეგ, როგორ დაგეგმონ სწავლის პროცესი.
|
თამარ მუკბანიანი 12.03.2020
მსოფლიოში, ნავთობზე ფასი იკლებს. მიზეზთაგან უმთავრესი მაინც კორონავირუსის ეფექტია. ბოლო 40 დღის განმავლობაში საწვავი 15-20 თეთრით გაიაფდა საქართველოშიც, თუმცა როგორი ვითარება იქნება ახლო მომავალში, ჯერჯერობით რთული სათქმელია, რადგან ეროვნული ვალუტა მკვეთრად უფასურდება.
|
ელზა პაპოშვილი 12.03.2020

საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 25-ს შეადგენს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალი შემთხვევაც იტალიასთან არის დაკავშირებული, მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.
|
სანდრო მდივანი 12.03.2020
სავალუტო ბაზარზე ერთი დოლარის ღირებულებამ 2.97 ლარს მიაღწია და დროებით ამ ნიშნულზე შეჩერდა. მას შემდეგ რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა, მთელ მსოფლიოში პანიკაა. ეს ყველაფერი კი აისახება გლობალურად ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე და საფინანსო ბაზრებზე და რასაკვირველია საქართველოს ეკონომიკაზეც ცუდად იმოქმედებს. მდგომარეობა აშკარად უკონტროლოა, შესაძლოა, ლარის გაცვლითი კურსი 3.0-იან ნიშნულს გასცდეს. საზოგადოება ამხელა ნახტომმა პანიკაში ჩააგდო.
|
თამარ შუკვანი 12.03.2020

ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელმა ვირუსმა მსოფლიო დღის წესრიგი კარდინალურად შეცვალა. ახალმა კორონავირუსმა, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, ქვეყნების უმრავლესობა სრულ იზოლაციაში მოაქცია. მთავრობების უმეტესობა იძულებული გახადა დროებით დაეხურა საგანმანათლებლო დაწესებულებები. სახელმწიფო უწყებებმა მუშაობა შეწყვიტეს და დისტანციური მუშაობის რეჟიმში გადავიდნენ. ამასთან, შეიზღუდა გაადგილება და მანამდე ტურისტებით სავსე ღირსშესანიშნავი ადგილები სრულად დაცარიელდა.
|
ია აბულაშვილი 12.03.2020

კაცობრიობის ისტორიაში როდის გაჩნდა პირველი ეპიდემია, ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, ისტორიული წყაროებით პირველი ეპიდემია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 847 წელს ჩნდება, რომელიც ისტორიაში "იუსტინიანეს ჭირის" სახელით შევიდა და ეს დაავადება მსოფლიოში ეგვიპტიდან გავრცელდა.
|
ელზა პაპოშვილი 12.03.2020

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელ გუკა რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას გამოძიება მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევას ედევება. მოსამართლემ კი ამის გამო პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო. ლელა კილაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება დაწერა და თქვა, რომ მასზე ქმარი როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე, სიტყვიერად ძალადობდა. ამიტომაც რჩეულიშვილს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და მას ცოლთან მიახლოვება აეკრძალა.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.03.2020

პანდემიამ ქართველ საზოგადოებას ყოველდღიური ცხოვრების რიტმი შეუცვალა, ურთიერთობისა და ტრადიციების მოყვარულმა ერმა ვირუსისგან თავის დასაცავად რეკომენდაციები ჯერ გადაკოცნასა და ხელის ჩამორთმევაზე მიიღო, ხოლო, ამჯერად საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, მთავრობამ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დიდი თავყრილობები, როგორიცაა ქორწილი და ქელეხი, აკრძალოს.
|
სანდრო მდივანი 12.03.2020
კორონავირუსის გავრცელების გამო მთელი საქართველო, როგორც მსოფლიო განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. რეკომენდაციების გათვალისწინებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს ადამიანები ერიდებიან. რამოდენიმე ღამის კლუბმა ოფიციალური განცხადება უკვე გაავრცელა, რომ დროებით წყვეტენ მუშაობას, რაც სამომავლოდ ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|