ალექსანდრე კორტავა
17.03.2020

„ქართული ოცნების" ყოფილი წევრი და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის წარდგენას უადგილოს და არადროულს უწოდებს. ამის შესახებ მან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ქადაგიძის მოსმენისას განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
16.03.2020

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა, თუმცა, ზოგიერთ სკოლამდელი აღზრდის კერძო დაწესებულება პატარების მიღებას განაგრძობს. ქვეყნის მასშტაბით უამრავი კერძო ბაგა-ბაღია, რომელთა ფუნქციონირების პროცესზე პასუხისმგებლობას არცერთი ორგანო არ იღებს.

თამთა ჩაჩანიძე
16.03.2020

„შესაძლოა ქვეყნები გაერთიანდნენ და ჩვენ მივიღოთ ახალი ტიპის საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა, რომელსაც შესაძლოა, თანამშრომლობითი უსაფრთხოება დავარქვათ" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია კორონავირუსის საფრთხის გავლენას მსოფლიო წესრიგზე.

ირაკლი ლომიძე
16.03.2020

 ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიისგან თავდასაცავად პირადი ჰიგიენის დაცვის გარდა, ძლიერი იმუნიტეტია აუცილებელი. ამისთვის მნიშვნელოვანია საკვები პროდუქტების სწორად შერჩევა და გამოყენება. ბოლო პერიოდის განმავლობაში მოსახლეობას მუდმივად აინტერესებს, რა მიირთვას, რომ ორგანიზმმა სისუსტე არ გამოავლინოს და სწორი კვებით შესაძლებელი გახდეს მომაკვდინებელი ვირუსის დამარცხება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, იმუნურ სისტემაზე დიდ  გავლენას ახდენს ის საკვები პროდუქტები, რომელსაც ყველდღიურად მივირთმევთ. შესაბამისად, თუ ყოველდღიურ რაციონში საჭირო პროდუქტებს შევიტანთ, ჩვენი იმუნური სისტემაც გაძლიერდება.

ნინა გარდაფხაძე
16.03.2020

 საფრთხემ, რომელიც იმდენად გლობალურია, რომ პანდემიად გამოცხადდა, სხვა ბევრ პროცესთან ერთად ყველაზე მეტად მიგრაციაზე იმოქმედა. ქვეყნების ნაწილი, კრძალავს მიმოსვლას და მხოლოდ საკუთარი მოაქალაქეებისთვის ტოვებს საზღვრებს ღიას. მათ შორის საქართველოცაა სადაც ემიგრანტები აქტიურად ბრუნდებიან სამშობლოში. მათ შორის ის ადამიანებიც, ვინც ევროპაში არალეგალურად ცხოვრობდა და კორონავირუსის საფრთხის გადავლის შემდეგ, უკან ვეღარ გაემგზავრება.

ია აბულაშვილი
16.03.2020

"მოჭედილია წმიდაი ესე ხატი ყოვლად წმიდისა დედოფლისა ჩვუენისა ღვთისმშობლისა პიეტრიწონს, ორთა ხორციელად ძმათა მიერ ტაოელთა ეგნატის შვილთა, მოძღვრისა ათარნასეს და ოქროპირისა.

ირაკლი ლომიძე
16.03.2020

 ნაღდ ფულს კორონავირუსი ვერაფერს დააკლებს. ნეგატიური პროპაგანდის მიუხედავად, რომ ნაღდი გადახდა მინიმალურად შემცირდეს, მოსახლეობა მას ისევ აქტიურად იყენებს. შექმნილი აჟიოტაჟი ამ მხრივ გარკვეულ გავლენას ახდენს, თუმცა ეროვნული ბანკის რეკომენდაცია რეგიონებში ნაკლებად მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ფული კორონავირუსით  დაინფიცირების ერთ-ერთ წყაროდ დასახელდა, ხალხი მის უპრატესობას მაინც გრძნობს, რასაც საბანკო სფეროს სპეციალისტებიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ რეგიონებში ნაღდ ფულს ალტერნატივა ჯერ კიდევ არ აქვს.

თამარ მუკბანიანი
16.03.2020

 კორონავირუსისა და საქართველოს საზღვრების ჩაკეტვის გამო, ავტოიმპორტიორები ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. უკვე ორი კვირაა, ფაქტობრივად, გაჩერებულია რუსთავის ავტობაზრობა. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაში არიან ის მეწარმეები, ვისაც მანქანები რეექსპორტზე, ძირითადად, სომხეთში ან აზერბაიჯანში გასაყვანად ჩამოჰყავდათ. იმპორტიორები, სახელმწიფოსაგან შეღავათებს ითხოვენ.

რეზონანსი
16.03.2020

 კორონავირუსის პანიკამ მთელი მოსფლიო მოიცვა. წამყავანი დედაქალაქების მაღაზიებშიც კი დაცარიელებულია დახლები, მათ შორისაა საქართველოც. ხალხი პანიკის გამო პროდუქციას იმარაგებს. შიში, რომ ვირუსი მალე არ გადაივლის და შესაძლოა, ტვირთების გადაზიდვაც შეიზღუდოს, სავარაუდოდ, წაახალისებს ადგილობრივ წარმოებას, სოფლის მეურნეობას. მით უფრო, რომ საგაზაფხულო სეზონია და სწორედ ახლა იწყება მიწების დამუშავება.

თამარ შუკვანი
16.03.2020

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ქართულ მხარესთან წინასწარ იყო შეთანხმებული. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრობს. მისივე ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარების დაძაბვა მოსალოდნელი არ არის, რადგან არსებობს მხარეთა შორის გარკვეული ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

რეზონანსი
16.03.2020

 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, კლება სეზონური ცვლილებით არის გამოწვეული და ამ მხრივ კორონავირუსის გარშემო შექმნილ მდგომარეობას გავლენა არ მოუხდენია. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 2 თვეში საწვავის იმპორტი და მოხმარება უმნიშვნელოდაა შემცირებული, თუმცა ტენდენციის შენარჩუნება მარტიდან შეუძლებელი იქნება.

ელზა პაპოშვილი
16.03.2020

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში  5 ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს.  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, რამდენიმე რეკომენდაცია გაიცა.  ეს ინფორმაცია კი სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გახმაურდა. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×