რეზონანსი
18.03.2020

 კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა ჩიხში მოექცა. ამასთან დღითი დღე იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც სამსახურს კარგავს, რაც ფინანსურ მდგომარეობაზე ძალიან ცუდად აისახება. მთავრობის წქევრთა მოწოდებაა, რომ ხალხი სახლებიდან არ გამოვიდეს და ასეთ შემთხვევაში ვინ არჩენს მათ, რაცა რამდენიმე დღეში ყველანაირი რესურსი და დანაზოგი ამოეწურებათ?

ია აბულაშვილი
18.03.2020

"დღეს სასამართლო ხელისუფლების მიმართ ბევრი საყვედური ითქმის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც პირადად ჩემთვის, როგორც სამართლის სპეციალისტისთვის ძალიან საწყენია. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ სახელმწიფოში სასამართლო ხელისუფლება გამორჩეული უნდა იყოს თავისი ობიექტურობით და სამართლიანობით და ხელისუფლების შტოებს შორის, თუ ვინმეს უნდა ჰქონდეს საზოგადოების მხრიდან ყველაზე მაღალი ხარისხის ნდობა, ეს არის სასამართლო ხელისუფლება" - ასე ეხმაურება ტექნიკური უნივერსიტეტის სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დამტკიცებას.

თამთა ჩაჩანიძე
18.03.2020

ახლა უკვე ევროკავშირმა, შეერთებული შტატების შემდეგ, რუსეთი დასავლეთის ქვეყნებში კორონავირუსთნ დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გვრცელებაში დაადანაშაულა - ამის შესახებ „ფაინენშლ ტაიმზი" 16 მარტის ევროკავშირის დახურულ მოხსენებაზე დაყრდნობით წერს.

ია აბულაშვილი
18.03.2020

ზარზმის ძველ ეკლესიას, რომლიც მდებარეობდა სამცხე- ჯავახეთში, სოფელ ზარზმაში, მდინარე ქვაბლიანის ხეობაში, ჩვენამდე არ მოუღწევია. მისი ხუროთმოძღვარი იყო გაბანელი. ეკლესია თარიღდებოდა დაახლოებით მე-10 საუკუნით. სწორედ ამ ეკლესიის ტერიტორიაზე დაარსა მე-14 საუკუნის დასაწყისში ცნობილმა სასულიერო მოღვაწემ, სერაპიონ ზარზმელმა ახალი ეკლესია, რომლის ცხოვრება აღწერილი აქვს ბასილ ზარზმელს ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება".

მალხაზ გაგუა
18.03.2020

ინფექციის კონტროლის ექსპერიმენტმა, რომელიც პატარა იტალიურ ქალაქში ჩატარდა, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები თითქმის ნულამდე დაიყვანა. არადა ეს ის ქალაქია, რომელიც მანამდე იტალიაში ეპიდემიის ეპიცენტრად ითვლებოდა.

თამარ შუკვანი
18.03.2020

იმ შემთხვევაში თუკი ქვეყანაში ახალი კორონავირუსის მაღალი გავრცელების რისკი შეიქმნება, საგანმანათლებლო დაწესებულებებში არდადეგები, რომელიც პირველ აპრილამდე გადაიდო, შესაძლოა კიდევ გახანგრძლივდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

თამარ შუკვანი
18.03.2020

არსებული ვითარების გამო, რომელიც ახალი კორონავირუსით არის გამოწვეული, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნები საერთოდ არ ჩატარდეს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ადამიანების ჯანრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არჩევნები. თუმცა, თუკი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი გარემო, რომელიც საზოგადოებას საფრთხეს თავიდან აარიდებს, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა შესაძლებელია.

ია აბულაშვილი
17.03.2020

„წესების გამკაცრების ფონზე, ნახეთ, ჩინეთში როგორ დაძლიეს ეს დაავადება. ამიტომ, ამ სიტუაციაში, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ნებისმიერი ჯარიმა უნდა დაწესდეს, რომ გადავრჩეთ.  როგორი შეწუხებული სახეებით გამოდიან ის ადამიანები, ვინც ყველაფერს აკეთებენ, რომ ეპიდემია დაძლიონ. ამას რომ ვერ დაინახავ, ვირი უნდა იყო ან - მოღალატე“, - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.

ელზა პაპოშვილი
17.03.2020

ქვეყანაში კორონა ვირუსთან დაკავშირებული საფრთხის გამო საქართველოში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხდება არა, მაგრამ იქამდე აღარც არაფერი გვაშორებს. პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყანა კორონა ვირუსის გავრცელების ეტაპზე გადადის. 

ია აბულაშვილი
17.03.2020

„ბიძინა ივანიშვილი თუ გადაწყვეტს, რომ გამოვიდეს საჯაროდ და მიმართოს ხალხს, ის გამოვა“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ოპოზიციის მოთხოვნას, რომ ბიძინა ივანიშვილმა მმართველი პარტიის სახელით მიმართოს ხალხს, თუ რას აპირებს ამ მძიმე ვითარებაში.

თამთა ჩაჩანიძე
17.03.2020

ჩინეთის ქალაქ უხანში მოღვაწე ექიმებმა, საიდანაც მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, აცხადებენ, რომ დღეს ევროპელი ექიმები ზუსტად იგივე შეცდომას უშვებენ, რაც მათმა ჩინელ კოლეგებს მოსდიოდათ ეპიდემიის საწყის ეტაპზე და რამაც ჩინეთი პრაქტიკულად კრიტიკულ ზღვარამდე მიიყვანა. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს. ეს შეცდომა კი თავად სამედიცინო პერსონალის არასაკმარისის დაცულობა იყო.

გვანცა წულაია
17.03.2020

 საგრძნობლად გაზრდილი ფასები და ეროვნული ვალუტის საგანგაშოდ გაუფასურება – კორონავირუსი საქართველოს ეკონომიკას თანდათან ჩიხში აქცევს. მსხვილ ქსელებში ფასები მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით კი, პირველადი მოხმარების პროდუქციაზე. სპეციალისტთა ნაწილი ამბობს, რომ გაძვირება ხელოვნურია, ნაწილი კი ამ აზრს არ იზიარებს და ამბობს, რომ გაძვირებული პროდუქცია იმ რეალობის შედეგია, რაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ მოიტანა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×