ია აბულაშვილი
22.03.2020

ანჩისხატი - მაცხოვრის ხატი, რომელიც შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის საუკეთესო ნიმუშია, დღეს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. ამ სახელგანთქმული ხატის მოოქროვილი ვერცხლის ჩარჩოს მოჭედილობა ეკუთვნის მე-12 საუკუნის ცნობილ ოქრომჭედელ ბექა ოპიზარს, რომლის მხოლოდ ორმა ნამუშევარმა მოაღწია ჩვენამდე.

ია აბულაშვილი
22.03.2020

ინგუშური ტეიპების - საგვარეულოების უხუცესებმა კოლექტიური ღია წერილით მიმართეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ისინი ბოიკოტს უცხადებენ რუსეთის ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით 22 აპრილს დაგეგმილ საერთოეროვნულ კენჭისყრას და აცხადებენ, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამ ინფორმაციას „კავკაზსკი უზელი“ წერს, აუშევების, ოზდოევების, გაგევებისა და შაუხალოვების ტეიპების წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

ია აბულაშვილი
22.03.2020

„დღეს ჩვენ ყველანი ერთ უბედურებაში ვართ, რასაც ეპიდემია ჰქვია. ამიტომ ეს თემა არ შეიძლება გახდეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაპირისპირების მიზეზი. ეს იწილო-ბიწილო რომ არ მომხდარიყო, თავიდანვე უნდა ყოფილიყო შეთანხმება, რა და როგორ გაკეთდებოდა. ახლა ორივე ვალდებულია, შემხვედრი ნაბიჯები გადადგან“ - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებულ შეზღუდვას ადამიანების შეკრებასთან დაკავშირებით.

თამარ შუკვანი
22.03.2020

კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები სავარაუდოდ აღარ გაიმართება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ) უკვე ამუშავებს ტოკიოს ოლიმპიადის გადადების სიმულაციურ სცენარებს, თავად ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში კი აცხადებენ, რომ განიხილება ზაფხულის ოლიმპიადის ერთი ან ორი წლით გადადების შესაძლებლობა. ამის შესახებ „როიტერი" წერს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

ია აბულაშვილი
22.03.2020

„შიში არის ადამიანის თავდაპირველი მყისიერი რეაქცია, რომელიც ირაციონალურიდან მომდინარეობს. ამიტომ განსაკუთრებული არაფერი ხდება. შიში გაივლის მაშინ, როცა პასუხისმგებლობას აიღებ შენს თავზე და შეასრულებ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც ჯანდაცვის მუშაკები გასცემენ" - ასე აფასებს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ახალი კორონავირუსის გამო მოსახლოებაში გაჩენილ შიშს.

ტატა შოშიაშვილი
22.03.2020

კორონავირუსის სიმპტომების კვლევისას ჯონ ჰოპკინსისა და ბლუმბერგის სახელობის ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კოვიდ-19-ის საშუალო საინკუბაციო პერიოდი 5 დღეა, თუმცა დაინფიცირებულთა 97.5%-ს სიმპტომები დაახლოებით მეტორმეტე დღეს უვლინდებათ, რაც ამართლებს 14 დღიან საკარანტინო პერიოდს. ამასთან, მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი, მნიშვნელოვანი სიმპტომიც აღმოაჩინეს. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა „საიენს დეილი" იუწყება.

რეზონანსი
22.03.2020
ის რაც დღეს მსოფლიოში ხდება, ალბათ ოცდამეერთე საუკუნის ანალების განუყოფელ ნაწილად შემოინახავს ჟამთასვლა. თვისობრივად ახალმა ვირუსულმა დაავადებამ დიდი თავსატეხი გაუჩინა კაცობრიობას,
საბედნიეროდ, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე სამაგალითოდ გამოიყურება ქართული ჯანდაცვის სისტემა.არ არის გასაკვირი, რომ ამ რეალობისას უამრავი კითხვა დაუგროვდა
საზოგადოებას. ამ დღეებში ყველაზე პოპულარული რესპოდენტები ექიმი-ინფექციონისტები არიან, ჩვენ გადავწყვიტეთ დღეისათვის აქტუალური საკითხები ენდოკრინოლოგიის პრიზმაში განგვიხილოთ. როგორ ავირიდოთ ახალი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებები, რა პრევენციული ზომებია საჭირო ურთულესი დაავადებების დაძლევისათვის - ეს ის კითხვებია, რომელიც საზოგადოებაში ყველაზე ხშირად გაისმის. 
ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი. 
ელზა პაპოშვილი
22.03.2020

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ერთი ავტობუსის მძღოლი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. ადგილობრივები „რეზონანსთან" ყვებიან, რომ სავარაუდოდ, ავტობუსის მძღოლს თავს მგზავრი დაესხა, რომელმაც მისი მისამართით სამჯერ გაისროლა, სროლის ხმაზე მეორე ავტობუსის მძღოლი მივიდა, მგზავრმა კი მას სავარაუდოდ, ავტობუსიდან გაქცევისას ესროლა. რა გახდა შელაპარაკების მიზეზი ჯერჯერობით არავინ იცის.

ტატა შოშიაშვილი
22.03.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე, დაინფიცირებულთა რაოდენობამ 300 ათასს მიაღწია, საიდანაც შემთხვევათა მესამედზე მეტი ევროპაშია დაფიქსირებული. აქედან ყველაზე დამაიმედებელი და შეიძლება ითქვას, ანომალიურად კარგი მდგომარეობა გერმანიაშია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსის შესახებ ჯერჯერობით არც ისე ბევრია ცნობილი, მეცნიერები ვერ ახრხებენ ამ დადებითი ანომალიის მიზეზების განმარტებას.

თამთა ჩაჩანიძე
22.03.2020

იტალიელმა ექიმებმა, საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით, ის ქრონიკული დაავადებები დაასახელეს, რომელთა კომბინაციაც კორონავირუსთან მნიშვნელოვნად ზრდის ფატალური შედეგის ალბათობას. მათი დასკვნებით, ესაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ასევე  ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, ჰიპერტონია (მაღალი არტერიული წნევა) და სიმსივნე.

თამარ შუკვანი
21.03.2020

ქვეყანაში საგანგენო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, კერძოდ, ათზე მეტი ადამიანის თავშეყრა იკრძალება. შეზღუდვები სავარაუდოდ საეკლესიო რიტუალებსაც შეეხება, თუმცა, მართლმადიდებელი ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლები უკვე აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებიან.

თამარ შუკვანი
21.03.2020

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლის თანამხადაც, იკრძალება ერთად 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×