ირაკლი ლომიძე 23.03.2020
ბაზარზე საეჭვო წარმოშობის ანტისეპტიკური საშუალებები იყიდება, რამაც შეიძლება მომხმარებელს ჯანმრთელობის პრობლემა შეუქმნას. კორონავიუსთან ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად ხალხი სადეზინფექციო და ანტისეპტიკურ საშუალებებს მასობრივად ყიდულობს და ხშირად იმდენად ბრმად, რომ ამ ხსნარების წარმოიშობასა და შემადგენლობაზე ელემენტარული წარმოდგენაც არ აქვს.
|
თამარ მუკბანიანი 23.03.2020
სანამ საქართველო საგანგებო რეჟიმშია და მთელ მსოფლიოში, პირველი რიგის ამოცანა, ჯანდაცვა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა, ეკონომიკა ფაქტობრივად გაჩერებულია. სპეციალისტების ვარაუდით, 2020 წელს ეკონომიკური ზრდა მინიმალურ ნიშნულზე იქნება, ხელისუფლების მთავარი ამოცანა კი ის არის, რომ ინფლაციას ჯერარნახულ მასშტაბებს არ მიაღწიოს.
|
ირაკლი ლომიძე 23.03.2020
კორონავირუსის ეპიდემიის გამო რეგიონებში ხალხს სურსათის მომარაგების პრობლემა გაუჩნდა. მართალია, დეფიციტი არსად არ შეიმჩნევა, მაგრამ უსახსრობის გამო ხალხს 2-3 დღის სამყოფი საკვების ყიდვაც უჭირს. დღიური სამუშაო მოქალაქეებმა ყველგან დაკარგეს. მუდმივი სამსაყურების უმეტესობა გაურკვეველი ვადით შეჩერდა, რამაც ფინანსური პრობლემა წარმოშვა.
|
სანდრო მდივანი 23.03.2020
კორონავირუსის ფონზე საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ათასობით ადამიანი დარჩა სამსახურის და ყოველთვიური შემოსავლის გარეშე. მოსახლეობის დიდი ნაწილი პანიკაშია და შიმშილობის ეშინიათ. დაეხმარება თუ არა საქართველოს მთავრობა ხალხს ფულადი ან ვაუჩერული სახით ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ყველა ევროპულ ქვეყანაში მსგავსი ნაბიჯი უკვე გადაიდგა.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.03.2020

ფრანგმა მეცნიერებმა კორონავირუსის ორი პრეპარატის კომბინაცია წარმატებით გამოსცადეს, ამის შესახებ ინფორმაციას „International Journal of Antimicrobial Agents"-ი ავრცელებს. მეცნიერების ნაშრომში ინფექციის ეფექტური მკურნალობის კლინიკური გამოცდილებაა აღწერილი, კერძოდ, ანტიმალარიული პრეპარატების ჰიდროქსიქლოროქსინისა და აზითრომიცინის კომბინაციის გამოყენება.
|
თამარ შუკვანი 23.03.2020

ქვეყანაში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, 2020 წლის საპარლარენტო არჩევნების ჩატარება შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ ხელისუფლებამ არსებული ვითარება შესაძლოა სათავისოდ გამოიყენოს და ახალი კორონავირუსის საბაბით, ოქტომბერში ჩანიშნული არჩევნები გადადოს, რაზეც „ქართულ ოცნებაში" აღნიშნავენ, რომ დღევანდელ ვითარებაში ხელისუფლების მიზანია ვირუსის გავრცელების პრევენციაა და არჩევნები არ გადაიდება, თუკი არსებული მდგომარეობა დასტაბილურდება.
|
ელზა პაპოშვილი 23.03.2020

ბოლნისსა და მარნეულში კარანტინის გამოცხადების შემდეგ, სულ უფრო აქტიური გახდა იმაზე საუბარი, რომ რაც შეიძლება მალე საქართველომ მოსახლეობის სწრაფი ტესტირება უნდა დაიწყოს. განსაკუთრებით კი ამ ორ რაიონში, რადგანაც 62 წლის ადგილობრივი ქალბატონის ვირუსით დაავადების შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ მისი მხოლოდ 86 კონტაქტია დადგენილი, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მას კომუნიკაცია კიდევ უფრო ბევრ ადამიანთან ჰქონდა.
|
ია აბულაშვილი 23.03.2020

"კვალად ხორნაბუჯის ჩრდილით არის ხირსის მონასტერი, რომელი ჰყო ცამეტ მამათაგანმან წმინდა სტეფანემ, დიდ კეთილ-შენი დაფლული არის მუნვე წმინდა სტეფანე ზის წინამძღვარი"- ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი ხირსის მამათა მონასტერს, რომელიც სიღნაღიდან 11 კმ-ში სოფელ ტიბაანში მდებარებს.
|
თამარ შუკვანი 23.03.2020

ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, უნდა ითქვას, რომ საქართველოს კრიტიკული მდგომარეობა გადავლილი აქვს. მეტიც, ვითარების დასტაბილურება 15 აპრილამდეა მოსალოდნელი. ამის შესახებ „რეზონანსს" ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი ესაუბრა. მისივე თქმით, მსოფლიო დღის წესრიგი თავის კალაპოტს დაახლოებით სამ კვირაში დაუბრუნდება და მთავარი საზრუნავი ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორება გახდება.
|
ელზა პაპოშვილი 23.03.2020

ჩაკეტილი ბოლნისი და მარნეული - პრემიერ გიორგი გახარიას განცხადების შემდეგ, უკვე რამდენიმე საათი გავიდა, რაც ორი რაიონი მკაცრი საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. ამ წუთებში რა ხდება ბოლნისსა და მარნეულში - „რეზონანსი“ ერთ-ერთ ადგილობრივს ესაუბრა. ადგილობრივი აჰმედ სულეიმანოვი გვიყვება, რომ მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა, რადგანაც მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ასე სჯობს.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.03.2020

„დარჩი სახლში" - ეს კოვიდ-19-ით დაინფიცირებისაგან თავის არიდების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომელიც ხელისუფლებამ გასცა, რა უნდა გააკეთოს სახლში დარჩენილმა თვითიზოლირებულმა ადამიანმა, რომ პანიკას არ აჰყვეს და ფსიქოლოგიური პრობლემები არ შეექმნას?
|
ალექსანდრე კორტავა 22.03.2020

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით შესაძლოა კრიტიკული ვითარება შეიქმნას. დე ფაქტო ხელისუფლებები პრაქტიკულად არაფერს აკეთებენ საფრთხის პრევენციისა და მოსახლეობის დასაცავად. ცხინვალში რამდენიმე დღის წინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც არ შეუშვეს და მათგან დახმარების მიღებაზეც უარი თქვეს, აფხაზეთში კი კვირას „საპრეზიდენტო არჩევნები“ ჩაატარეს, თანაც ყოველგვარი დაცვითი საშუალების გარეშე. თბილისში იმედოვნებენ, რომ ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის გავრცელების რისკს არ გაზრდის.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|