თამარ შუკვანი
25.03.2020

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ასლან ბჟანია ქართულ მხარეს ორმხრივი მოლაპარაკებების პლატფორმის შექმნას სთავაზობს, რომელიც, მისი თქმით, ტრანსსასაზაღვრო საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს ამ შეთავაზებაზე.

ელზა პაპოშვილი
25.03.2020

ეკლესიის ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება. მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა, საპატრიარქო წესების შეცვლას არ აპირებს, თუმცა მცირე კორექტივები შეაქვს. ეკლესიამ გაავრცელა განცხადება, რომ ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება ვითარებას ისე წარმოაჩენს, მათ უჩნდებათ განცდა, თითქოს ხელოვნურად მზადდება საზოგადოებრივი აზრი, რათა მომავალში შექმნილ შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდეს.  

ია აბულაშვილი
25.03.2020

წმინდა გიორგის სახელზე, რომლიც ქართველთა ყველაზე გამორჩეული წმინდანია, უამრვი ეკლესია-მონასტერი აუგია ჩვენს წინაპარს, მათ შორის არის სარკის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც მე-14 საუკუნით თარიღდება. ამ ეკლესიაში დაბრძანებული წმინდა გიორგის უძველესი სასწაულმოქმედი ხატი, უშვილოთა შემწე და ყრმათა სასწაულმოქმედი მფარველია.

თამარ შუკვანი
25.03.2020

სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის ინიციატივის განხორციელების საჭიროებას, რომ უნდა შეიქმნას სოლიდარობის ფონდი, საპარალამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე ვერ ხედავს. როგორც მან „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, მსგავს ფონდებში საზოგადოება საკუთარი სურვილით რიცხავს თანხას და არა იძულებით. თანაც თავად სახელმწიფო განაცხადებს ფონდის შექმნის აუცილებლობაზე თუკი ამის საჭიროება დადგება.

ელზა პაპოშვილი
25.03.2020

კარანტინის მესამე დღე მარნეულსა და ბოლნისში -ხელისუფლება მუნიციპალიტეტებში  კონტროლის ზომებს კიდევ უფრო ამკაცრებს. დადგენილი წესების სრული  დაცვით მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ექიმები სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ადგილზე, მავთულხლართები მიიტანეს, ტერიტორიაზე გაავლეს და ამით კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრეს. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ რამდენიმე ავტომობილმა პოლიციის გვერდის ავლით ქალაქში შესვლა სცადა.

თამარ შუკვანი
25.03.2020

ახალი კორონავირუსის ეპიდემიამ და ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ თუ როგორი გავლენა იქონია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის რეიტინგზე? ამაზე ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს, სოციოლოგიური გამოკითხვების გარეშე, ცალსახა პასუხის გაცემა უჭირს, თუმცა როგორც მან „რეზონანსს" უთხრა, ხელისუფლების ოპერეტიულმა რეაგირებამ საზოგადოების ნაწილში დადებითი შეფასება ჰპოვა. რაც შეეხება ოპოზიციას, მათმა ლიდერებმა ჩვეული რიტორიკა შეიცვალეს, რითაც პოლიტიკური ქულების მოპოვებას ცდილობენ.

ელზა პაპოშვილი
24.03.2020

დადგება თუ არა საქართველოში  მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების აუცილებლობა? ქვეყანის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, სოციალური ქსელით ვრცლედბეა ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ სეირნობს მოსახლეობა მასობრივად ლისის ტბაზე, კუს ტბასა და თბილისის ზღვაზე. ასევე იმის დამადასტურებელი არაერთი ფოტო თუ ვიდეო ვრცელდება, რომ ბაზრების ნაწილი დახურული არ არის და გარე ვაჭრობა კვლავ მიმდინარეობს.   

ია აბულაშვილი
24.03.2020

„ახლა ჭკუის სწავლება არავისთვის არ არის საჭირო და არ ვფიქრობ, რომ დღეს ოპოზიციას აქვს მორალური უფლება პოლიტიკური სპეკულაციის დონეზე დაუწყოს საუბარი ხელისუფლებას; მაგრამ ოპოზიციას პირში ბურთს ვერ ჩაჩრი რომ გაჩუმდეს, ამიტომ ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს საშუალება საფუძვლიანი კრიტიკის", - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ოპოზიციის განცხადებს, რომელიც ხელისუფლებისგან კრიზისული ბიუჯეტის წარდგენას მოითხოვს.

თამარ მუკბანიანი
24.03.2020

 კორონავირუსის გამო დაწყებული კრიზისის პიკი ჯერ კიდევ არ დამდგარა, თუმცა მოსახლოებას უკვე უჭირს კომუნალური და სხვა სახის საყოფაცხოვრებო ხარჯების დაფარვა. ხარჯებს ვერ აუდის ბიუჯეტიც, რომელიც მთლიანად სოციალურ საჭიროებებზე გადაეთო. ,,რეზონანსის“ ინფორმაციით, მთავრობამ 9 პროდუქტი 3.0-იან კურსზე დაასუბსიდირა. ეს ნიშნავს, რომ ამ ნიშნულის მაღლა ხარჯთა სხვაობას კომპანიებს მთავრობა უფარავს. დღეს კი ლარი დოლართან შეფარდებით უკვე 3,45-ზეა. შესაბამისად, ბიუჯეტს ხარჯი ეზრდება, ხოლო მოსახლეობას უკვე ყველა სხვა სახის საქონელზე - ფასები.

რეზონანსი
24.03.2020

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამშაბათს მოსკოვის მახლობლად სოფელ კომუნარკაში მდებარე საავადმყოფოს სტუმრობდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მკურნალობენ. მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ აცმევენ ექიმები ქვეყნის პირველ პირს ყვითელი ფერის დამცავ კოსტუმს.

ია აბულაშვილი
24.03.2020

მართლამდიდებელ სამყაროში „ზოგრაფის“ სახელით ცნობილი წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატი, რომლის ასლიც, ათონის მთიდან ჩამობრძანების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარიშია დაბრაძანებული, ბერძენი იმპერატორის ლევ ბრძენის მეფობის დროს, 919 წელს შეიქმნა. 

გვანცა წულაია
24.03.2020

 საქართველოში საგანგებო რეჟიმის პერიოდში მოქალაქეები გარკვეული სახის შეღავათით ისარგებლებენ. სანამ, ქვეყანაში საგანგებო პერიოდი იქნება, ტექდათვალიერების გაუვლელობის გამო, მძღოლებს არ დააჯარიმებენ. გარდა ამისა, სახელმწიფო თუ კერძო აღმსრულებელი მოქალაქეებს ბინას ვერ გაუყიდის. სპეცილისტთა ნაწილი ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯები მოსახლეობას წაადგება, თუმცა უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×