ია აბულაშვილი
12.03.2020

"მადლი ჩემგან შობილისა, ჩემი მეოხებითა იყოს ამა ხატთან"- უბრძანებია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ლუკა მახარობლის მიერ დახატულ ხატზე, როცა თავისი წმინდა გამოსახულება უნახავს.

თამარ შუკვანი
12.03.2020

ახალი კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში სამ შესაძლო სცენარს გულისხმობს. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირველი სცენარი ითვალისწინებს ინფიცირებულ პაციენტთა სიმცირეს, მეორე სცენარი რამდენიმე ასეულ პაციენტს, ბოლო სცენარში დაახლოებით 400-მდე მძიმე პაციენტი განიხილება.

თამთა ჩაჩანიძე
12.03.2020

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრებზე ზომები გაამკაცრა, ამჯერად საკარანტინო სივრცეებში მოათავსებენ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან ჩამოვლენ.

გვანცა წულაია
11.03.2020

 ეროვნული ვალუტა კატასტროფულად გაუფასურდა. რამდენადაც ლარის გამყარება დროებითი აღმოჩნდა, ბუნებრივია, იგი გარკვეული დასახელების პროდუქტის ფასზეც უარყოფითად აისახება. იმპორტიორები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოში ახლა მძიმე დრო დგას და ასეთი მკვეთრი დევალვაცია საქონელს გააძვირებს.

გვანცა წულაია
11.03.2020

 ძლივს გამყარებული ეროვნული ვალუტა უფასურდება. სავალუტო ბაზარზე სპეკულაცია დაიწყო. 2 დღეში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 2,77-დან 3,0-მდე გაიზარდა. გუშინ “ბლუმბერგის” სავაჭრო სისტემაში, გაცვლითმა კურსმა 2.96-იან ნიშნულ მიაღწია, ხოლო კომერციულ ბანკებში 3,0-ს გადააჭარბა. ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს მეზობელ ქვეყნაში ამ მხრივ სრული სიმშვიდეა, მათი ვალუტა სტაბილურია და პრაქტიკულად, არსად დევალვაცია არ შეინიშნება.

ელზა პაპოშვილი
11.03.2020

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში კი 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.

თამარ შუკვანი
11.03.2020

მსოფლიო მასშტაბით ახალმა კორონავირუსმა ადამიანებს დღის წესრიგი კარდინალურად შეუცვალა. საქართველოში16 მარტამდე გადადებული არდადეგები ბაღებში, სკოლებსა უნივერსიტეტებში პირველ აპრილამდე გახანგრძლივებული. შეიზღუდა კულტურული, სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებები.

ია აბულაშვილი
11.03.2020

„თუ ოპოზიციის პიარ ლოგიკას გავყვებით, ეჭვგარეშე მიაჩნიათ, რომ "ოცნება" დამარცხდება, მაგრამ ოპოზიცია ჯერ-ჯერობით მარცხდება როგორც სოციოლოგიაში, ისე ყველა არჩევნებში. ამ ფონზე ლაპარაკი, რომ არიქა "ოცნება" დამთავრდა და ოპოზიცია აიღებს მართვის სადავეებს, საკუთარი ამომრჩევლისთვის ტყუილი იმედის მიცემაა. "ოცნების" ძლიერ მხარედ კი კვლავ რჩება ამომრჩევლის განწყობა, თუ არა "ოცნებას" აბა ვის მივცე ხმა?"- ასე ეხმაურება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმების შემდეგ ოპოზიციისა და ხელისუფლების შანსებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

თამთა ჩაჩანიძე
11.03.2020

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია კრასნოდარის საავადმყოფოდან 11 მარტს გაწერეს - ამის შესახებ ბჟანიას შტაბის წარმომადგენელმა ალხას ჩოლოქუამ განაცხადა. მისი თქმით, მათი ლიდერი თავს კარგად გრძნობს და ამჯერად მოსკოვში ვიზიტს გეგმავს.

ია აბულაშვილი
11.03.2020

„ნებისიმიერი შეთანხმება სახელისუფლებო პარტიასა და ოპოზიციას შორის ყოველთვის კარგია ქვეყნისთვის და საუბარი იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვა, ერთმა თუ მეორე მხარემ, ნაადრევია, რადგან გამარჯვებული იქნება ის ვინ რა შედეგს მიიღებს არჩევნებში" - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას.

ია აბულაშვილი
11.03.2020

დირბის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომელიც ქართლში, სოფელ დირბში მდებარეობს მე-10 საუკუნეში ლეონ მესამის აფხაზთა მეფის ზეობის დროს არის აგებული. ამას ადასტურებს ეკლესიის კუთხეში დატანებული ქვის ფილაზე ასომთავრული წარწერა „ამისა წმიდისა, ადგილისა მადლითა მე გლახაკმან ოთანის ძემან ესე ეკლესია დავიწყე ლეონის მეფობისა, იოანეს ერისთავობისა, აბრაამისა დეკანოზობასა ჩემდა ებრძანა, შენ დაიწყე, მე ხელი მომცა და ავაგე ამას ადგილისა სალოცავი".

რეზონანსი
11.03.2020

 კორონავირუსით გამოწვეული პანიკა უკვე მნიშვნელოვნად აისახა საქართველოზე. ქვეყანაში სასტუმროების ნაწილი დაიხურა, ნაწილი კი შემცირებული პერსონალით აგრძელებს მუშაობას. გამოსავლის გზად მთავრობა და ეროვნული ბანკი სესხების რესტრუქტურიზაციას მიიჩნევს. უცნობია დათანხმდებიან თუ არა ამას კომერციული ბანკები.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×