თამთა ჩაჩანიძე
27.05.2020

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესაებ ინფორმაციას სომხური საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ არმენია" ავრცელებს.

თამარ შუკვანი
27.05.2020

მედიკოსები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შედეგად კოვიდ-19-ის ეპიდემიის მორიგ ტალღას არ ელოდებიან, თუმცა, როგორც ინფექციონისტები აღნიშნავენ, ყველაფერი ადამიანების ქცევაზეა დამოკიდებული.

თამთა ჩაჩანიძე
26.05.2020

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტო „როსსატრუდნიჩესტვა", რომლის ერთ-ერთი მთავარი ფინქციაც საზღვარგარეთ რუსული ე.წ. რბილი ძალის მოქმედების კოორდინირებაა, ხელმძღვანელს იცვლის. ამის შესახებ რუსული „ერ-ბე-კა" წერს რამდენიმე დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით. თბილისში მიიჩნევენ, რომ ამის მთავარი მიზეზი სააგენტოს გაძლიერება და მისი მოქმედების მასშტაბების გაზრდაა.

თამარ მუკბანიანი
26.05.2020

 რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გაზის გატარების სანაცვლოდ საქართველო ,,გაზპრომისაგან“ მიღებული თანხით გაზის  ტარიფის 15%-ით შემცირებას შეძლებს. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ეს შედეგი არსებული ხელშეკულების გადახედვის შემდეგ დადგება. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით  პრემიერთან კითხვები აქვს ოპოზციასა და ანალიტიკოსების ნაწილსაც.

ელზა პაპოშვილი
26.05.2020

გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 24 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა  22 მაისს ჩხოროწყუში მოხდა. მას გამოძიება 22 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობას ედავება. 

„რეზონანსს“ მამაკაცის ადვოკატი სოსო ჯალაღონია უყვება, რომ დაკავებულმა ნაცნობი გოგონასთვის სიყვარულის ახსნა და ფიზიკურად მიახლოვება სცადა. ის აღიარებს, რომ გოგონასთვის  ხელით შეხება უნდოდა, თუმცა გოგონამ წინააღმდეგობა გაუწია და გაიქცა. შესაბამისად, მას გოგონაზე  ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია. 

ია აბულაშვილი
26.05.2020

ნუნისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია, რომელიც მე-9-მე-10 საუკუნეებით თარიღდება, მდებარეობს სოფელ ნუნისში, რომელიც ოდითგანვე ცნობილი იყო სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური წყლებით. ადგილობრივი მოსახლეობა კანის დაავადებას - მუნს ამ წყლით მკურნალობდა და სოფლის დასახელებაც ამას უკავშირდება.

ელზა პაპოშვილი
26.05.2020

მმართველმა პარტიამ უკვე დაიწყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩენო სიის შედგენა და „რეზონანსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს სიამ მნიშვნელოვნად იქნება განსხვავებული „ოცნების“ ახლანდელი საპარლამენტო შემადგენლობისაგან. უკვე ცნობილია რამდენიმე დეპუტატის ვინაობა, რომელიც პარლამენტში კენჭს აღარ იყრის. გარდა ამისა, მმართველ პარტიასთან დაახლოებული წყარო „რეზონანსთან“ საუბარში რამდენიმე ახალ სახეს ასახელებს, რომელთა კანდიდატურასაც პარტიის ხელმძღვანელობა ამჟამად განიხილავენ.

ია აბულაშვილი
26.05.2020

„მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა ეპიდემიასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გახარიამ თავის გუნდთან და ექიმებთან ერთად შეძლო, ჩვენი მხრიდან ეკონომიკის კუთხით ბევრი შეკითხვა იქნება დასმული, მათ შორის ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, პრემიერი ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხებს" - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია პარლამენტში ოთხშაბათს დაგეგმილი პრემიერ-მინისტრის გამოსვლაზე საუბრისას.

გვანცა წულაია
26.05.2020

 საქართველოში უმუშევრობა უკვე გაიზარდა. კორონავირუსმა არსებული სტატისტიკა საგრძნობლად დაამძიმა. პანდემიის გამო, უამრავმა ადამიანმა შემოსავლის წყარო დაკარგა, რისი აღდგენაც საკმაოდ რთულია და დროში გაიწელება. ამის კარგი მაგალითია PWC-ის მიერ ჩატარებული კვლევა, სადაც 1938 კომპანიიდან 27% ამბობს, რომ მათ ყველა თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს.

თამარ მუკბანიანი
26.05.2020

 ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რომლებიც 2020 წლის პირველი აპრილიდან  უნდა ამოქმედებულიყო. ავტომობილის მფლობელებს, რომლებსაც პერიოდული ტექინსპექტირების გავლა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უწევდათ, ტექდათვალიერების გასავლელად დამატებით ორთვიანი ვადა მიეცათ, დანარჩენებისათვის კი რეგლამენტში არაფერი შეცვლილა, მათ გამკაცრებული ნორმებით მოუწევთ მანქანების ინსპექტირების გატარება.

თამთა ჩაჩანიძე
26.05.2020

„გახარია პარლამენტში ადრე არაერთხელ ყოფილა და ოპოზიცია არაერთხელ დამუქრებია, მაგრამ ჯერჯერობით გახარია ცოცხალია და ალბათ ამჯერადაც მემგონი ცოცხალი დარჩება", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ოთხშაბათს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გამოსვლისას დაგეგმილ დებატებზე საუბრისას.

თამარ შუკვანი
26.05.2020

„რეზონანსის" მიერ მოპოვებული არაოფიციალური ინფორმაციით, საქალაქო ტრანსპორტის ამუშავება 1-ლ ივნისს იგეგმება, თუმცა, ოფიციალურად ზუსტ თარიღს არავინ ასახელებს. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სულ უფრო კატეგორიულად ითხოვს როგორც მინიმუმ ტრანსპორტის ამუშავების ზუსტი თარიღისა და ახალი წესების გამოცხადებას, თუმცა, ამ ეტაპზე, გარდა ზოგადი რეკომენდაციისა, რომ მგზავრებს პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევთ, არაფერია ზუსტად ცნობილი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×