თამარ შუკვანი 30.05.2020

საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გაუქმებიდან ერთი კვირის შემდეგ ყოველდღიურად ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ეს ტენდენცია მესამე დღეა გრძელდება და შაბათს 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მედიკოსთა ნაწილი თვლის, რომ თუ დღეში ახალი შემთხვევების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, შესაძლოა შეზღუდვების აღდგენის აუცილებლობა დადგეს დღის წესრიგში.
|
ტატა შოშიაშვილი 30.05.2020

აფხაზეთში, გუდაუთაში განლაგებულ რუსულ სამხედრო ნაწილში ეროვნებით ყალმუხმა ჯარისკაცმა შელაპარაკებისას თავისი დაღესტნელი თანამებრძოლო დანით მოკლა. ამის შემდეგ ხელმძღვანელობამ ბაზაზე მყოფი ყველა ყალმუხი ჯარისკაცი სასწრაფოდ სხვა სამხედრო ნაწილში გადაიყვანა.
|
თამარ შუკვანი 30.05.2020

29 მაისს საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოპოზიცია უფრო მომზადებული კითხვებით დახვდა. ამის შესახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა. მისივე თქმით, მხარეთა შორის მწვავე დებატები გაიმართა, სადაც ოპოზიცია შედარებით უკეთ გამოიყურებოდა.
|
ია აბულაშვილი 29.05.2020

„სისხლი", „ჯალათი", „ხუთი წუთის განმავლობაში 8 სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში", „საყმაწვილო შამათი", „აბდა-უბდა", „ნაცკლასტერი" - ასეთი ეპითეტებით შეამკეს საკონონმდებლო ორგანოში ოპოზიციამ და პოზიციამ ერთმანეთი პრემიერ გახარის გამოსვლის დროს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.
|
ნინა გარდაფხაძე 29.05.2020
ყველაზე დიდი შემცირება ბოლო ათწლეულში - ასეთია კოვიდ პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, რამაც აპრილში 16.6%-ით კლება გამოიწვია. არადა, გასულ თვეშიც კი, ყველაზე პესიმისტური პროგნოზი, ეკონომიკის 5.5%-ი შემცირება იყო. ჯერ უცნობია, როგორი იქნება მონაცემები წლიურ ჭრილში, თუმცა სპეციალისტები არფერ კარგს არ ელიან და ამბობენ, რომ არესებული რეალობა, მთავრობის მიერ ეკონომიკის სრულმა პარალიზებამ გამოიწვია.
|
ელზა პაპოშვილი 29.05.2020

მიუხედავად იმისა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2019 წელს მთელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოების ნაწილიც მოითხოვდა, ამ სისტემას თავისი უარყოფითი მხარე აქვს. ქართულ პოლიტიკაში საარჩევნო გამსვლელ სიებში მოხვედრის მანკიერი მეთოდი არსებობს და ყველასთვის ცნობილია, რომ როგორც ოპოზიცია, ასევე მმართველი გუნდი ფულის სანაცვლოდ სიაში ადგილებს ყიდის. შესაბამისად არსებობს გარკვეული საფრთხე, რომ პროპორციულ სისტემაზე სრულად გადასვლის შემთხვევაში პარტიის ლიდერი ერთპიროვნულად გადაწყვეტს, ვინ იქნება გამსვლელ სიაში.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.05.2020

„ეს კვლევები არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე ჩატარდა, ახლა მთავარია ხელისუფლება კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შედეგად მიღებულ პოლიტიკურ და რეპუტაციულ დივიდენდებს არჩევნებამდე დარჩენილ დროში რამდენად შეინარჩუნებს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI) მიერ ჩატარებული კვლევას.
|
თამარ შუკვანი 29.05.2020

ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ საარჩევნო სისტემაში შესატანი საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება ჩავარდეს, რის მიზეზადაც კონსტიტუციური პროექტის მისაღებად საკმარისი ხმების ვერმიღება სახელდება. ისმის ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან ურთიერთბრალდებები, რომ ამა თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას აწყობს საკანონდებლო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდება.
|
ია აბულაშვილი 29.05.2020

ჯუმათის მონასტერი, რომელიც ოზურგეთში, სოფელ ძირიჯუმათში, სერზე მდებარეობს, მთელი კოლხეთის დაბლობს და პალიასტომის ტბას გადაჰყურებს. მონასტერი მიქაელ და გაბრიელ მთავარნაგელოზების სახელზეა აგებული, თუმცა ზუსტი ცნობები როდის აიგო ეს ეკლესია, უცნობია. მონასტერში დღესაც შემორჩენილია მე-14 საუკუნის ფრესკები.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.05.2020

29 მაისს კიევის გარეუბან ბროვარში, შეიარაღებულ შეტაკებას მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არტემ შევჩენკომ ტვიტერზე დაწერა.
|
თამარ შუკვანი 29.05.2020

საკანონდებლო ორგანოში, სადაც პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ, გიორგი გახარიასა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარე რომან გოცირიძეს შორის მცირე ურთიერთშელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, სადაც გოცირიძემ გახარია ტყუილში დაადანაშაულა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციონერს დემაგოგი უწოდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.05.2020

შეერთებული შტატების ეროვნულმა გვარდიამ, მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი არეულობის ადგილებში, სადაც ადგილობრივის მკვლელობას მოსახლეობა აპროტესტებდა, 500-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა-ამის შესახებ შტატების ეროვნული გვარდია ტვიტერზე წერს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|