თამთა ჩაჩანიძე
02.06.2020

„კანონში წერია, კონსტიტუციით ვალდებული ხარ, ანგარიშვალდებული ხარ პარლამენტთან, მიდი და გაეცი პასუხი და თუ არ შეგიძლია, ნუ ინიშნები მინისტრად, წადი, გახსენი სტომატოლოგიურიუ კაბინეტი და იქ იმუშავე." - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი გედევან ფოფხაძე, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისადმი საკომიტეტო მოსმენის ივნისის ბოლო კვირაში გადადების თხოვნით მიმართვას.

ელზა პაპოშვილი
02.06.2020

ვინ არიან თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც სამშაბათს ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს? მათი დაკავება 2 ბინაში მოხდა, მეზობლები აცხადებენ, რომ მათ ეს ბინები დაახლოებით სამი თქვის წინ იქირავეს - ანუ, საქართველოში ისინი სავარაუდოდ კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრის ჩაკეტვამდე შემოვიდნენ. თუმცა, არცერთ მათგანს საბუთებშჳ საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება.

თამარ შუკვანი
02.06.2020

ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების შერჩევას ვერ ახერხებენ და ეს, სავარაუდოდ, საარჩევნო კამპანიისას ოპოზიციის კოორდინირებულ მოქმედებასაც კითხვის ქვეშ დააყენებს. დღეს ოპოზიციაში უკვე იმაზე საუბრობენ, რომ საერთო მაჟორიტარების წარდგენა შესაძლოა მხოლოდ „საკვანძო ოლქებში" მოხდეს, მაგალითად თბილისში. ამის ფონზე კი საერთო მაჟორიტარების შერჩევაში მონაწილე ოპოზიციური პარტიების რაოდენობა სულ უფრო მცირდება.

გვანცა წულაია
02.06.2020

 საქართველოს საგარეო ვალი სახიფათო ნიშნულს უკვე უახლოვდება. კოვიდ-19-ისგან გამოწვეული პრობლემების გამო, ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 58%-მდე იზრდება. ეს მაშინ, როდესაც ლიმიტი 60%-ია. ვალის გასტუმრებას ასეულობით მილიონი ლარი დასჭირდება, რაც, ბუნებრივია, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში ჩააგდებს.

ია აბულაშვილი
02.06.2020

„მომავალ პრემიერ-მინისტრის კანდიდატზე საუბარი ნაადრევია და არასერიოზულად მიმაჩნია მაშინ, როდესაც ჯერ ცვლილებებიც არ შესულა საარჩევნო კოდექსში", - ასე ეხმაურება „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი წევრი თამარ კორძაია მომავალ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით ოპოზიციური ლიდერების განცხადებებს.

ნინა გარდაფხაძე
02.06.2020

 თვენახევრიანი გაჩერების შემდეგ მუშაობა აღადგინა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს მრავალგვარი რეკომენდაციიდან მხოლოდ პირბადის ტარებაა გათვალისწინებული. სოციალური დისტანციის დაცვა მგზავრობისას ვერ ხერხდება, რაც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საფრთხის შემცველია, ამიტომ სპეციალისტები აუცილებლად მიიჩნევენ, ავტობუსების დამატებას და მუნიციპალიტეტს სხვადასხვა გზას სთავაზობენ.

თამთა ჩაჩანიძე
02.06.2020

„წვრილ პარტიებს კი ჰგონიათ, რომ თანაბრად იქნებიან, მაგრამ ვერ იქნებიან თანაბრად და ეს შეზღუდვა არც არაფერს არ მოუტანს. ეს ინიციატივა საარჩევნო კამპანიაში დიდი ცვლილების მომტანი რა თქმა უნდა არ იქნება" - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, პარტია „სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ფასიანი პოლიტიკურ რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებს.

ია აბულაშვილი
02.06.2020

„აშურიანის ზევით არს უფლისციხე, კუერნაქის გადმოკიდებულის კლდის გორასა ზედა. მტკუარის კიდესა - შენობა უცხო, კლდისაგან გამოკუეთილი, პალატნი დიდ-დიდნი, ქანდაკებულნი კლდისაგანვე. დასავლეთით აქუს ქარაფი მაღალი. მას შინა გამოკუეთილნი ქუაბნი მრავალნი აწ შეუვალი“ - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი კლდეში ნაკვეთ ქალაქს - უფლისციხეს, რომელიც წერილობით წყაროებში პირველად მე-6 საუკუნეში იხსენიება.

ელზა პაპოშვილი
02.06.2020

საქართველოში წელს ეკლესიების ძარცვის უკვე მე-5 შემთხვევადაფიქსირდა. ბოლო მსგავსი ფაქტი ორშაბათს ბათუმში მოხდა. ყველა შემთხვევის დროს მძარცველების  მთავარი სამიზნე შესაწირის თანხისთვის განკუთვნილი ყუთები იყო. 

თამთა ჩაჩანიძე
02.06.2020

სომხეთში თაღლითობის უჩვეულო ფაქტი დაფიქსირდა - შუახნის მამაკაცი ინტერნეტის საშუალებით უკავშირდებოდა კრიმინალური სამყაროთი დაინტერესებულ მოქალაქეებს, „კრიმინალურ ავტორიტეტად" ეცნობოდა და თავის „მომსახურებას" სთავაზობდა. გარკვეული გასამრჯელოს ფასად იგი მსურველებს „კანონიერ ქურდადაც" კი „აკურთხებდა". მისი კლიენტების უმრავლესობას ტაქსის მძღოლები და კრიმინალური მიდრეკილებების მქონე მოზარდები შეადგენდნენ.

თამარ შუკვანი
02.06.2020

მაჟორიტარების ერთიანი კანდიდატების შერჩევაში მონაწილეობაზე კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა უარი - ოპოზიციურ სპექტრს ამჯერად ირაკლი ოქრუაშვილის „გამარჯვებული საქართველო" გამოეყო და საპარლამენტო არჩევნებზე თავისი მაჟორიტარობის კანდიდატების დამოუკიდებლად წარდგენას აპირებს. შედეგად, ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევაში მონაწილეობას მხოლოდ 3 ოპოზიციური გაერთიანება აგრძელებს.

ია აბულაშვილი
02.06.2020

„ხელისუფლება რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჩიხშია შესული, რაშიც თავად მიუძღვის წვლილი. ალბათ იფიქრეს, რომ ის ბრალდება, რომელიც ახლა აქვს წაყენებული სასამართლოში, აბდა-უბდა გამოუვიდოდათ. ამიტომ შეიძლება სხვა ბრალდება წაუყენონ და პატიმრობაში დატოვონ“, - ასე ეხმაურება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ძმები თორაძეების მკვლელობის საქმეზე პროკურატურაში გამოძიების დაწყებას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×