ტატა შოშიაშვილი
06.06.2020

„უფრო რეალური იქნებოდა ის, რომ ტრამპს გერმანიაში განლაგებული ამერიკული და ევროპული სარდლობის ძირითადი დანაყოფები აღმოსავლეთით უფრო ადრე განეთავსებინა" - „რეზონანსთან" საუბრისას ასე აფასებს სამხედრო - ანალიტიკური ჟურნალის, „არსენალის", მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გერმანიაში საკუთარი სამხედრო კონტინგენტის საგრძნობლად შემცირებასთან დაკავშირებით.

ტატა შოშიაშვილი
06.06.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით გაირკვა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსმა უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო გავრცელება, თუმცა, პარალელურად, აღინიშნა, რომ COVID-19-ით გამოწვეული ლეტალური შედეგის სტატისტიკურმა მონაცემებმა იკლო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „დეილი მეილი" წერს მათი მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით.

თამარ შუკვანი
05.06.2020

„ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, პარტია მზადაა თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოპოზიციის კანდიდატებს დაუთმოს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, „ნაცმოძრაობა" წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში, - გლდანსა და სამგორში დაიწყებს, რაც ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, მეტყველებს იმაზე, რომ პარტიას ამ ორ ოლქში შესაძლოა კონკურენტუნარიანი კანდიდატები ჰყავდეს შერჩეული ან მიხვდნენ, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან დათმობებზე წასვლის დროა.

თამთა ჩაჩანიძე
05.06.2020

„არ ვაპირებთ, რომ ვიღაცა პოლიტიკურ ჯგუფებს გავურიგდეთ, ჩვენი ამოცანაა გავურიგდეთ ქართველ ხალხს და მათთან ერთად ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ შემოდგომაზე ხალხს სახალხო მთავრობა ჰქონდეს,"- ასე აფასებს „რეზონანსთან" საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი გედევან ფოფხაძე, მათივე ფრაქციის საარჩევნო მარათონში ჩართვის პერსპექტივას, რის გამოც პოლიტიკურ პარტიას აფუძნებენ.

ელზა პაპოშვილი
05.06.2020

შეიარაღებული დაპირისპირება და ჩხუბი ვაკეში - დაჭრილია ორი ადამიანი, რომლებიც საქმის გარჩევის დროს, სროლისას დაშავდნენ. მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ კი სროლის და ქუჩური გარჩევის ფაქტზე ორი ბიზნესმენი დააკავა. დაჭრილი მამაკაცები სწორედ მათი მეგობრები არიან. 

ია აბულაშვილი
05.06.2020

ქართული ხუროთმოძღვრების უძველესი ძეგლი ნიკორწმინდა, რომელიც რაჭაში, სოფელ ნიკორწმინდაში მდებარებს, მე-11 საუკუნის დასაწყისშია აგებული. ტაძარს პირვანდელი სახე დღესაც აქვს შემორჩენილი, რაც იშვიათი მოვლენაა ქართული ეკლესიების ისტორიაში. ტაძრის უნიკალურობაზე მიანიშნებდნენ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში უცხოელი მოგზაურები.

ია აბულაშვილი
05.06.2020

„შეკრება არ ყოფილა და არც შეთანხმება, წარმოდგენა არ გვქონდა და ჩვენც ტელევიზიიით გავიგეთ. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო" - აცხადებს პარტია „კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ საპარალმენტო არჩევნებში თბილისში 2 მაჟორიტარი კანდიდატის დაყენებასთან დაკავშირებით.

ელზა პაპოშვილი
05.06.2020

გაურკვეველ სიტუაციაში  მოკლული 32 წლის მამაკაცი. შემთხვევა სოფელ ქვემო ბოლნისში მოხდა, სადაც ახალგაზრდა  ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა მოკლა.  ვინ და რატომ გაუსწორდა მამაკაცს,  ამ დრომდე უცნობია და  გამოძიება იკვლევს.  ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მკვლელობის ღამით ეს კაცი მეგობართან იმყოფებოდა.  თუმცა არ იციან, რა ვითარებაში და როგორ მოკლეს.   

თამარ შუკვანი
05.06.2020

გენერალი დევი ჭანკოტაძე, რომელიც პოლიტიკაში მიდის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მართული პირია, აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია. მისი თქმით, 7 ნოემბრს დემონსტრანტების დარბევაში ჭანკოტაძეც მონაწილეობდა, ამ პერიოდში იგი გენერალური შტაბის უფროსი იყო. თუმცა, თავად ოპოზიციაში გენერალის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს „ნაციონალურ მოძრაობას", მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ ჭანკოტაძე გმირია, მასთან გაერთიანება კი პარტიას მხოლოდ სიკეთეს მოუტანს.

თამთა ჩაჩანიძე
05.06.2020

„ყველა იმ ადამიანთან, ვისაც პროფესიული გამოცდილება აქვს და პოლიტიკაში თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს, ჩვენ რა თქმა უნდა ვითანამშრომლებთ," - ამის შესახებ „რეზონანსთან" „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ, დამოუკიდებელ დეპუტატ თამარ ჩუგოშვილის მათ პარტიასთან შესაძლო თანამშრომლობაზე კომეტირებისას განაცხადა.

თამარ შუკვანი
05.06.2020

წინასაარჩევნო პროცესში წინ წამოიწია ე.წ. კვოტების გადანაწილების საკითხი, თუ ვინ მოხვდება "ქართული ოცნების" სიაში და ვინ დარჩება თამაშგარეთ. თუ ვინ ადგენს ამ სიებს, ამ თემაზე „რეზონანსი" ყოფილ მაჟორიტარს მამუკა არეშიძეს ესაუბრა. მისი თქმით, 2012 წელს პარტიებს მოჰქონდათ სიები და იწყებოდა მსჯელობა. ერთგვარი თათბირი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან იმართებოდა, თუმცა დღეს ვინ ადგენს ამ სიებს, არ იცის, შესაძლოა ეს იყვნენ უმრავლესობის ლიდერები - კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე.

თამთა ჩაჩანიძე
05.06.2020

„საინტერესო და საკითხავი ისაა, არის თუ არა ეს სააკაშვილთან შეთანხმებული, თუ ეს არაა შეთანხმებული, მაშინ პრობლემები იქნება ამ საკითხთან მიმართებაში და შესაძლოა ნიკა მელიას პარტიაში პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დაატოვებინონ, თუმცა ვნახოთ, ზოგადად სვლა სწორია" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ნიკა მელიას განცხადებას სხვა ოპოზიციური ძალებისთვის თბილისის ექვსი საარჩევნო ოლქის დათმობაზე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×