ია აბულაშვილი
10.06.2020

"თავისუფალი საქართველო" მონაწილოებას არ ვიღებთ მაჟორიტარ კანდიდატებზე შეხვედრებში. ამომრჩეველს ვთავაზობთ ახალ ალტერნატივას, 30-ივე მაჟორიტარულ ოლქში დავაყენებთ ჩვენს კანდიდატს, რათა არ ჰქონდეს განცდა, რომ მხოლოდ ორი არჩევანია, "ნაცები" და "ქოცები" - ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ოპოზიციაში დაწყებულ კონსულტაციებს თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით.

თამთა ჩაჩანიძე
10.06.2020

„არსად მივდივარ, აქ ვარ. შესაძლებელია თუ არა, რომ საარჩევნო სიაში მოვხვდე? ყველაფერი შესაძლებელია ან არ არის შესაძლებელი. ნუ ვჩქარობთ - ჯერ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები. საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა და არც მიფიქრია ამ სიებზე. არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა. რა დროს კონსულტაციებია, ჩვენ დღეს იმდენი მიმდინარე საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი," - ასე უპასუხა ჟურნალისტებს, სოფელ ნიქოზში ყოფნისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მის თანამდებობიდან წასვლასა და „ქართული ოცნების" საარჩევნო სიასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ კითხვებს.

ია აბულაშვილი
10.06.2020

საქართველოს ეკლესიებში დაცული საგანძურის შესახებ ფასდაუდებელ ცნობებს გვაწვდის ქართული სიგელ-გურჯები, მათ შორის გამორჩეულია 1546 წლის 4 თებერვალით დათარიღებული სიგელ-გურჯი "სვეტიცხოვლის განძეულობის ნუსხა".

ია აბულაშვილი
10.06.2020

"მამუკა ხაზარაძემ თავად განაცხადა, რომ იყო შეხვედრა, მაგრამ რაიმე გადაწყვტილება მიღებული არ ყოფილა, ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას" - ასე ეხმაურება "ლელოს საქართველოსთვის" ერთ-ერთი წევრი კახა კოჟორიძე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გიორგი მარგველაშვილი "ლელოსთან" მოლაპარკებებს მართავს.

თამთა ჩაჩანიძე
10.06.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ ჯენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უსიმპტომო ადამიანებისგან კოვიდ 19-ის გავრცელება ძალიან იშვიათად ხდება. ამ განცხადებას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, მოგვიანებით კი მან განცხადების მიზეზი განმარტა და თქვა, რომ ეს რამდენიმე კვლევაზე დაყრდნობით თქვა.

თამთა ჩაჩანიძე
09.06.2020

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველომ შესაძლოა ავიამოერიშე „სუ-25"-ების წარმოება განაახლოს, მოსკოვში ირონიით შეხვდნენ. რუსი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია და რომ ღარიბაშვილს ზედმეტად მაღალი თვითშეფასება აქვს. ექსპერტი უსაფრთხოების საქმეში ვახტანგ მაისაია ამას კრემლის საინფორმაციო ომის ნაწილად მიიჩნევს და ღარიბაშვილს ურჩევს, „სუ-25"-ების წარმოებაში სუამ-ის ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) პოტენციალი გამოიყენოს.

თამარ მუკბანიანი
09.06.2020

 უცხოელი ტურისტების მიღება და ქვეყნის საზღვრების გახსნა, როგორც ჩანს, გაურკვეველი ვადით გადაიდო. პრემიერი ამბობს, რომ მიზეზი იმ სახელმწიფოებში დამძიმებული ეპიდვითარებაა, რომლებთანაც საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა. “რეზონანსი” არაერთ უწყებას დაუკავშირდა, თუმცა მეტზე საუბარი არავის სურს. საქმე იქითკენ მიდის, რომ ზაფხულის სეზონი შიდა ტურისტების ამარა რჩება.

ელზა პაპოშვილი
09.06.2020

რატომ დააკავეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის სოფიო კილაძის ყოფილი მეუღლე და რატომ ითხოვდა ის ეკა ბესელიასგან საჯარო მხარდაჭერას? როგორც ცნობილი ხდება, ავთანდილ ხარაძეს გამოძიება შემაკავებელი ორდერის დარღვევას ედავება და მას 4 ივნისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მანამდე კი ხარაძე დეპუტატ ეკა ბესელიასთან იმყოფებოდა და მას დახმარებას სთხოვდა.

თამთა ჩაჩანიძე
09.06.2020

„არჩევნები როგორც კი ოფიციალურად დაინიშნება და პარტია კვლავ საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირდება, ალბათ სულ მცირე ხანში ჩვენ ამ წარდგინებასაც გავაკეთებთ", - ამის შესახებ „რეზონანსთან" „პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკურმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ განაცხადა.

გვანცა წულაია
09.06.2020

 ქართველი ემიგრანტების ნაწილს, რომელიც პანდემიის პირობებში საქართველოში დაბრუნდა, ევროპაში სასწრაფოდ მიბრუნების სურვილი გაუჩნდა. ახლა ისინი ავიამიმოსვლის აღდგენას ითხოვენ. ამ ყველაფრის მიზეზი, ბუნებრივია, საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, რომელიც, პანდემიის გამო, უფრო მწვავედ გამოჩნდა.

თამარ მუკბანიანი
09.06.2020

 2020 წლის პირველმა კვარტალმა სავალალო შედეგი მოიტანა - პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 41.7 %-ით შემცირდა. წლის დასაწყისში, პირველ ორ თვეში, კორონავირუსის პანდემია არ იყო მძლავრად მოდებული მსოფლიოში და თითქმის საერთოდ არ ფიქსირდებოდა საქართველოში. მიუხედავად ამისა, ვარდნა კატასტროფულია. გაცილებით უარესი იქნება მეორე კვარტალი. რა წილი აქვს პანდემიას შემცირებულ ინვესტიციებში და რა წილი - მთავრობის ნაბიჯებსა და ქვეყნის ეკონომიკურ გარემოს, “რეზონანსთან” სპეციალისტები საუბრობენ.

ია აბულაშვილი
09.06.2020

დავით გარეჯის უდაბნოს საკვირველმოქმედი მადლის ქვის შესახებ, რომელიც დავით გარეჯელმა იერუსალიმიდან ჩამოიტანა, არაერთი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მამა დავითმა, როგორც კი უდაბნოს მღვიმის აგება დაასრულა, თავისი სანუკვარი ოცნების ასრულება გადაწყვიტა - მოელოცა იერუსალმის სიწმინდეები.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×