ელზა პაპოშვილი
11.06.2020

სოფელ ქვემო ბოდბეში მიტოვებული ახალშოვილი ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს მინდორში იპოვეს. ბავში პარკში იყო გახვეული და ის სულ რამდენიმე საათის დაბადებული იქნებოდა. ბავშვი ლაგოდეხში გადაიყვანეს და მის ჯამრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ კი ჩვილის დედას უკვე მიაგნო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც „რეზონანსს“ სოფლის მცხოვრებლები უყვებიან, ქალის ორსულობის შესახებ, სავარაუდოდ, ქმარმა არ იცოდა და მან ბავშვი ჩუმად, სახლის პირობებში გააჩინა. ამის შემდეგ კი ის სახლიდან მოშორებით ცელოფანში გახვეული მინდორში, ნაგავსაყრელზე  დატოვა.

თამთა ჩაჩანიძე
11.06.2020

„ამას შედეგედ კიდევ ის მოყვება, რომ „ნაციონალები" ხომ არ უნდა საზოგადოებას და ამერიკასაც ზედ მიაყოლებენ" - ასე განიხილავს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, აშშ-ის კონგრესმენების მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული".

ია აბულაშვილი
11.06.2020

„სააკაშვილს არანაირი კანონი არ დაურღვევია, მან გამოთქვა თავისი მოსაზრება. ჩვენ მისი განცხადება პარტიაში მივიღეთ როგორც განცხადება იმ ადამიანის, რომელსაც დიდი გავლენა აქვს საქართველოს ელექტორატზე“ - ასე ეხმაურება „ნაციონალური მორაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტისა უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.

თამთა ჩაჩანიძე
11.06.2020

„სამწუხაროდ, კორონავირუსი მაღალ ტემპერატურას ისე კარგად არ ემორჩილება, მას სეზონურობა არ ახასიათებს. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ზაფხულის ამინდის იმედზე ვერ ვიქნებით. მოსახლეობა უფრო მეტად მობილიზებული უნდა ვიყოთ და ამ დაავადებას ასე ვებრძოლოთ", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, განცხადებებს იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო.

თამარ შუკვანი
11.06.2020

დღეს როდესაც საქართველო უამრავი გამოწვევების წინაშე დგას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ ჩვენს ტერიტორიაზე არსებული მოუგვარებელი გაყინული კონფლიქტებია, რომლებიც მნიშვნელოვნად აფერხებს ჩვენს განვითარებას, მათ შორის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებას.  ომის შედეგად წარმოქმნილი გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარეს მცხოვრებთა შორის დიალოგის დაწყება ერთ-ერთ ურთულეს პრობლემას წარმოადგენს. ძველი და ახალგაზრდა თაობის კონფლიქტოლოგთა ნაწილი თვლის, რომ დიალოგი წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს, თუნდაც პირველ ეტაპზე რაიმე ხელშესახები შედეგების მიღწევის მოლოდინის გარეშე, რადგანაც დიალოგის აუცილებელი მიბმა აუცილებელ შედეგებთან, ხშირად ჩანასახშივე კლავს დიალოგის შესაძლებლობას.

ელზა პაპოშვილი
10.06.2020

არ არის გამორიცხული, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, საქართველოში სექტემბრიდან სკოლები და უნივერსიტეტები არ გაიხსნას და სწავლა ისევ დისტანციურ რეჟიმში წარიმართოს. „რეზონანსს“ განათლების სამინისტროდან წყარო უდასტურებს, რომ უკვე მიმდინარეობს განხილვა, როგორ და  რა ფორმით შეიძლება ონლაინ სწავლება განახლდეს. 

გვანცა წულაია
10.06.2020

 კორონავირუსის გამო სამსახური უამრავმა ადამიანმა დაკარგა, რის შემდეგაც, მთავრობამ მათთვის დახმარებების გაცემა დაიწყო. თუმცა, როგორც ირკვევა, ყველა შემოსავალდაკარგულს სახელმწიფოსგან დახმარება ჯერ არ მიუღია. ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ზოგადად ანტიკრიზისული გეგმაა ხარვეზიანი, რომელიც მოსახლეობის მცირე სეგმენტს მოიცავს.

თამთა ჩაჩანიძე
10.06.2020

საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებამდე, პარტიები საარჩევნო სიაში მყოფ ან მაჟორიტარ კანდიდატების ვინაობების წინასწარ დასახელებისაგან თავს იკავებენ, თავს იკავებს „ქართული ოცნებაც", თუმცა საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ მოქმედი პრემიერი შესაძლოა საარჩევნო სის სათავეში იყოს.

ნინა გარდაფხაძე
10.06.2020

 პანდემიის შემდეგ უძრავი ქონების ბაზარი შემცირდა, ხოლო ფასები უცვლელი დარჩა. ბინებისა და კომერციული ფართების გაქირავების ბიზნესში კარანტინის დასრულების შემდეგ სხვა რეალობა ყალიბდება. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ფასები მომატებულია, რასაც თავად ბაზრის მონაწილე სუბიექტები არ ადასტურებენ.

გვანცა წულაია
10.06.2020

 კორონავირუსის პირობებში გადავადებული სესხების პირველი ეტაპი 12 ივნისს იწურება. ამის შემდეგ საშეღავათო პერიოდის მეორე ეტაპი დაიწყება, რომელიც ისეთი მასშტაბური არ იქნება, როგორც ეს პირველ ჯერზე მოხდა. ახლა სესხების გადავადებას მხოლოდ ის პირები შეძლებენ, ვინც პანდემის პირობებში შემოსავალი დაკარგეს.

თამთა ჩაჩანიძე
10.06.2020

ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო შესაძლოა, დააპატიმრონ. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის პრესსამსახური „ფეისბუკზე" წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ამჯერად განყოფილება აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე მსჯელობს.

ელზა პაპოშვილი
10.06.2020

რას აპირებს ოპოზიცია 20 ივნისს და მიიღებს თუ არა თბილისის მერიისგან თანხმობას აქციის ჩატარების მოთხოვნაზე,  ჯერჯერობით უცნობია.  კონკრეტულად როგორ მოხდება კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დისტანციის დაცვა და გაითვალისწინებს თუ არა ოპოზიცია იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცის სამინისტრო იძლევა, კვლავ გაუგებარია. აქციაზე ყველა პირბადით უნდა მივიდეს და ორ მეტრიანი დისტანცია მაინც უნდა დაიცვან.  


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×