თამთა ჩაჩანიძე
16.06.2020

„რადგანაც მაჟორიტარების რაოდენობა უნდა შემცირდეს, აქედან გამომდინარე ზოგიერთებს ეუბნებიან, რომ უნდა დათმოს, დაანებოს", - ამის შესახებ „რეზონანსთან" პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომლის ინფორმაციითაც, „ქართულ ოცნებაში" საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული დაპირისპირებაა.

ელზა პაპოშვილი
16.06.2020

ე.წ. ბავშვთა პორნოგრაფიის გახმაურებულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უმძიმესი განაჩენი გამოიტანა. საქმეში ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 20 წლით, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ია აბულაშვილი
16.06.2020

ოთხთა სამონასტრო კომპლექსი, რომელიც თურქეთში, ართვინის პროვინციაში მდებარეობს, მე-10 საუკუნით თარიღდება. ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ეკლესიების ოშკის, ხახულის და იშხანის შემდეგ, ოთხთა მეოთხე დიდი ტაძარი იყო და ეს სახელი ამიტომ დაარქვეს.

თამთა ჩაჩანიძე
16.06.2020

პოლიტიკური მოძღაობა „ლელო საქართველოსთვის" 2020 წლის არჩევნებზე ყველა ოლქში აპირებს თავისი მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენებას, თუმცა, თუკი რომელიმე ოლქში ოპოზიციის კანდიდატი მოეწონებათ, ამ ოლქს მას დაუთმობენ. ამის შესახებ „რეზონანსს" ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ განუცხადა, რომელსაც თავად სურს მაჟორიტარად იყაროს კენჭი.

ელზა პაპოშვილი
16.06.2020

სუს-ის მიერ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, რომელიც ერთ ვერსიით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა, შესაძლოა დამოუკიდებლად არ მოქმედებდა და მისი ჯგუფის სხვა წევრები ამჟამადაც საქართველოში იმყოფებიან. ანალიტიკოსები ამას არ გამორიცხავენ და ახლო მომავლში გამოძიებისაგან საქმის ახალი დეტალებს ელიან. პარალელურად კი იმაზე მიდის მსჯელობა, თუ რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს ეს საქმე უკრაინის უშიშროების ყოფილ გენერალ ვალერი შაიტანოვს.

ია აბულაშვილი
16.06.2020

„ვინ რას იტყვის და ვინ როგორ შემოიხევს ტანზე, მე ეს არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარია საგამოძიებო უწყებებმა დადონ არგმუნეტებით გამყარებული მასალები. თუცმა, პირადად ამ საქმესთან დაკავშირებით უამრავი კითხვა მიჩნდება, მათ შორის ვის ინტერესებში შედიოდა ასეთი დანაშაულის დაგეგმვა და ვის უნდოდა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე ჟურანლისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გავრცელებლ ინფორმაციას.

თამთა ჩაჩანიძე
16.06.2020

ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით ბოლო დეტალებს ათანხმებს. მათი განცხადებით, კონკრეტულ სიას, თუ ვინ რომელ ოლქში იყრის კენჭს, „ხვალ, ან მაქსიმუმ ზეგ" გამოაცხადებენ. თუმცა, რამდენიმე კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია.

ნინა გარდაფხაძე
15.06.2020

 სამთვიანი სუბსიდიით ელექტროენერგიის შეღავათით 1.2 მილიონმა, ხოლო გაზის გადასახადის დაფინანსებით 670 000-ზე მეტმა აბონენტმა ისარგებლა. ყველაზე ქმედითი სოციალური პაკეტის ვადა, უკვე ამოიწურა. ,,ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა რამდენად მტკივნეული იქნება ეს მოქლაქეებისათვის, რომლებსაც ეკონომიკის გახსნის მიუხედავად, შემოსავალი არ აღდგენიათ. ენერგომბუდსმენი ადასტურებს, რომ ივნისში სუბსიდია უკვე დასრულდა და მომხმარებლებს გადასახადის დროულად დაფრვისკენ მოუწოდებს შემდგომი პრობლემების თავიდან ასარიდებლად.

ელზა პაპოშვილი
15.06.2020

გადაიდება თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და რა სახის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უნდა იყოს ქვეყნაში, რომ ამის აუცილებლობა გახდეს. ეს კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ კი ოქტომბერში მეორე ტალღა იქნება, მაშინ, შესაძლოა არჩევნების დეკემბრისთვის გადაიდოს. თუმცა დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი  ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ჯერჯერობით არჩევნების გადადების აუცილებლობა არ არის. 

ელზა პაპოშვილი
15.06.2020

ვინ არის ქავთარაძეზე დაკავებული ეროვნებით ინგუში აჰმედი ცნობილია და ასევე არაოფიციალურად ხდება ცნობილი, რომ ის საქართველოში კონკრეტული დავალებით იმყოფებოდა. რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვი "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა და მას ეს მკვლელობა მას ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

ირაკლი ლომიძე
15.06.2020

 კორონავირუსის პანდემიის გამო დიდი მიგრაციული პროცესები დაიწყო. თუკი წლების განმავლობაში სოფლებიდან ხალხი დედაქალაქში გამორბოდა ან სამუშაოდ სხვა ქვეყნებში მიემგზავრებოდა, ტენდენცია საპირისპიროდ შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში უკუმიგრაციაა და ხალხი ვირუსისგან დაცვის თუ პროდუქტების მოყვანის მიზნით საცხოვრებლად სოფელს ირჩევს. ცხადია, ეს დროებითი მოვლენაა, თუმცა საკმაოდ ინტენსიური ხასიათის ცვლილებაა.დიდი მუშაობა არის გასაწევი იმ მხრივაც, რომ ქვეყანამ სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების დარჩენა უზრუნველყოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×