გვანცა წულაია
17.06.2020

 ეროვნული ვალუტის გამყარება ისევ დროებითი აღმოჩნდა და ლარმა გაუფასურება განაგრძო. დადებითი ნაბიჯების შემდეგ, ქართული ვალუტა უარყოფით ფაზაში გადადის. ლარს ახლა ყველაზე მეტად უჭირს. ექსპერტები იმაზე ცუდ ვითარებას პროგნოზირებენ, ვიდრე ახლაა ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით.

ია აბულაშვილი
17.06.2020

საქართველოს ეკლესიებში მრავალი სიწმინდეა დაცული და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული იესო ქრისტეს სამსჭვალებია (ლურსმნები), რომლითაც იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს. ოთხი ლურსმნიდან ორი საქართველოში იყო ჩამობრძანებული, რასაც ადასტურებს ლეონტი მროველი თავის თხზულებაში: მე-4 საუკუნეში 4 სამსჭვალიდან ორი საქართველოში გამოუგზავნა ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ახლად გაქრისტიანებულ მეფე მირიანს.

ელზა პაპოშვილი
17.06.2020

ბოლო დროს ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერტურის აწევის პარალელურად, ვითარების დაძაბვა მედიაშიც დაიწყო. უკვე ღიად ხდება დაპირისპირება როგორც ცალკეულ ჟურნალისტებს, ასევე ცალკეულ მედიასაშუალებებს შორის. ანალიტიკსოები ამბობენ, რომ მსგავსი დაძაბულობა ჟურნალისტებს შორის არასდროს ყოფილა. მათი თქმით, მედიასაშუალებები ორ რადიკალურად დაპირისპირებულ ჯგუფად ჩამოყალიბდა და ყველა მათგანში ჟურნალისტების პოლიტიზირება მოხდა, ეს კი საკმაოდ მძიმე მოვლენაა, რადგანაც საზოგადოება ასეთი ჟურნალისტების და მედიასაშუალებების მიმართ ნდობას კარგავს. რაც პირველ რიგში ზიანს სიტყვის თავისუფლებას აყენებს.

ია აბულაშვილი
17.06.2020

ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ბოლო დეტალებს ათანხმებს. მათი განცხადებით, კონკრეტულ სიას, თუ ვინ რომელ ოლქში იყრის კენჭს, მალე გამოაცხადებენ. მმართველი გუნდში აცხადებენ, ამაზე მსჯელობა ჯერ არც დაწყებულა. თუმცა, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის გეგმების გარკვეული დეტალები მედიაში მაინც ჟონავს. 

თამთა ჩაჩანიძე
17.06.2020

ოპოზიცია ეჭვობს, რომ 20 ივნისს დაანონსებული აქციის პარალელურად, მმართველი გუნდი კონტრ-აქციას გეგმევს, „რეზონანსმა" ინფორმაცია გადაამოწმა და ამას არც „ქართულ ოცნებაში" და არც თბილისის მერიაში არ ადასტურებენ.

ია აბულაშვილი
17.06.2020

მმართველ პარტიაში საპარლამენტო არჩევნებისათვის მაჟორიტარობის კანდიდატების განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ამის გაკეთება მხოლოდ პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებების განხივლის შემდეგ იგეგმება და ამაში პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ „რეზონანსს“ მთაწმინდის მაჟორიტარმა ლადო კახაძემ განუცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
17.06.2020

მოლოდინი იმისა, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში განახლდება, ფუჭი აღმოჩნდა. რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს არც ისე მალე მოხდება და ზოგადად, სხვა ქვეყნებთან ავიამიმოსვლის აღდგენის პირობებს ასახელებენ.

ია აბულაშვილი
16.06.2020

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პანდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნები გადაიდოს და ჩატარდეს არა ოქტომბერში, არამედ დეკემბერში. მისი ამ განცხადების შემდეგ, როგორც ჩანს, ამ თემამ გარკვეული აქტუალურობა შეიძინა და სამშაბათს უკვე ფრაქცია „დამოკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა გამოთქვა თავისი მოსაზრება, თუ როდისთვის ჯობია არჩევნების გადატანა.

ნინა გარდაფხაძე
16.06.2020

 მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მომხმარებლები, წახალისების ნაცვლად, დააზარალა. ამას ბაზარზე ფართებზე მომატებული ფასი მოწმობს. მეორე მხრივ, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ინიციატივის დროში გაწელვის გამო, გაყიდვები შემცირებულია.

გვანცა წულაია
16.06.2020

 პანდემიის პირობებში საქართველოში საშუალო ხელფასი იზრდება. ასეთია "საქსტატის" ახალი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.1%-ით - 110.0 ლარით გაიზარდა და 1202.7 ლარი შეადგინა. მართალია, პირველ კვარტალში, კრიზისი ამ მასშტაბის არ იყო, თუმცა საშუალო ხელფასის 110 ლარით გაზრდა მაინც გასაკვირია.

თამარ მუკბანიანი
16.06.2020

 კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 ივნისს პარლამენტში „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის ცვლილების პროექტი წარადგინა.ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში ჯერ ჯერობით კომიტეტების დონეზე მიმდინარეობს. სწორედ იქ გაჩნდა კითხვა, ეს არის ანტიკრიზისული თუ კრიზისთან შეგუების ბიუჯეტი.

თამთა ჩაჩანიძე
16.06.2020

16 ივნისს, სომხეთის მთავარმა საკანონმდებლო ორგანომ ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის" ლიდერისა და ქვეყანაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, გაგიკ ცარუკიანისათვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას დაუჭირა მხარი. ამან ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დაძაბა. ოპოზიციის მომხრეები სტიქიურად იკრიბებიან ქალაქის ცენტრში, პოლიცია კი მათ აპატიმრებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×