რეზონანსი
20.06.2020

„ევროპულმა საქართველომ“ შესაძლოა გადაწყვეტილება შეცვალოს და საარჩევნო ცვლილებებზე პარლამენტში დადგეგმილ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ კენჭისყრის მომენტში გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში იქნება. ასეთი მინიშნება „რეზონანსთან“ საუბრისას პარტიის წევრმა სერგო რატიანმა გააკეთა. მოგვიანებით კი პარტიის წევრებმა საგანგებო შეკრებაზე სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

ია აბულაშვილი
20.06.2020

„მას შემდეგ, რაც გარკვეულწილად ცნობილი გახდა ოპოზიციის მაჟორიტართა ვინაობა, ლოგიკურია, რომ „ოცნება“ შეეცდება შეარჩიოს ძლიერი პოლიტიკური ფიგურები, რომელებიც ფლობენ საარჩევნო სტარტეგიას და ტაქტიკას, ნდობით სარგებლობენ მოსახლეობაში. ასევე ისეთი ადამიანები, რომლებიც პარლამენტში მოხვედრის შემდეგ სიურპრიზებს არ მოუწყობენ, როგორც ეს ცალკეული დეპუტატების სახით მოხდა წინა მოწვევის პარლამენტში. ალბათ ამ კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს „ოცნება“ - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გავრცებელ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ „ოცნება“ თავის კანდიდატებს დაასახელებს.

ელზა პაპოშვილი
19.06.2020

ვისით აპირებს ოპოზიცია თბილისის მაჟორიტარული ოლქების მოგებას, უკვე ცნობილია.  გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები წარადგინა. გადანაწილების სქემა ასე გამოიყურება: ნაძალადევის რაიონში იბრძოლებს შალვა ნათელაშვილი; მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე; ვაკეში მაჟორიტარობისთვის ხელისუფლების კანდიდატს დაუპირისპირდება ელენე ხოშტარია; სამგორში - ლევან ხაბეიშვილი; გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატი - ნიკა მელიაა, ხოლო ისანში - გიორგი ვაშაძე. დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.    

თამთა ჩაჩანიძე
19.06.2020

პანდემიის პერიოდში კორონავირუსის მზარდი დადასტურებული შემთხვევების შემდეგ იტალია „წითელ ზონად" გამოცხადდა და შესაძლოა ეს დაგვიანებული გამკაცრებული ზომების შედეგიც იყო, რადგან ქვეყანაში კორონავირუსმა, იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ჯერ კიდევ სულ მცირე გასული წლის დეკემბერში შეაღწია - ვირუსი მილანში და ტურინში გამდინარე წყლების ნიმუშებში დაფიქსირდა.

ია აბულაშვილი
19.06.2020

„ბიძინა ივანიშვილი როცა მოვიდა ხელისუფლებაში, არ მოუთხოვია საარჩევნო სისტემა შემიცვალეთო. შალიკოს ფანჩატურის ოპოზიცია მხარს თუ არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს ცვლილებები მაინც გავა. თვითონ მიჰყავთ საქმე იქითკენ, რომ 31 ოქტომბერს მაგათი იდეოლოგია ისტორიას ჩაბარდება," - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ედიშლერ გვენეტაძე საკონსტიტუციო ცვლილებეთან დაკავშირებთი „ევროპული საქართველოსა" და „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს.

თამარ მუკბანიანი
19.06.2020

შემოსავლების სამსახურის ახალი განაწესით, კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასი, რომელიც 10 ლარს არ აღემატება, გამოდის, რომ თუ 10 ლარზე მეტის ხელფასი დაგერიცხათ, მთავრობისგან უმუშევრობის კომპენსაციას ვერ მიიღებთ. მიუხედავად ამისა, შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ დახმარების მიმღებ პირთა წრე გაფართოვდა. ,,რეზონანსთან“ საუბრისას კრიტერიუმებს უსამართლოს უწოდებენ სპეციალისტები.

ია აბულაშვილი
19.06.2020

"ვარძიის ზემოთ, ჰრამის თავს სამღერთს, მტკვარს მოერთვის ერუშეთს მდინარე, ამ წყალზედ არს, სამღერთის დასავლით, ნაქალაქევი, სადაცა იყო ქალაქი, და ან არს დაბა. აქ აღაშენა ეკლესია გუმბათიანი, შუენიერით წარმოგზავნილმან დიდის კონსტანტინესამან, წარსაგებელთა კეისრისათა, რომელნი მოვიდნენ მირიან მეფისა თანა, და დაასვენეს მას სამსჭუალი ქრისტეს უფლისა. იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი ერუშეთისა და არტაანისა, ანცა არს ეკლესია დაურღვეველი, არამედ ცალიერი," - ასე აღწერს ერუშეთის ეკლესიას ვახუშტი ბატონიშვილი "აღწერაი საჩინოთა ადგილითა სამცხე-საათაბაგოსი".

ელზა პაპოშვილი
19.06.2020

გადაიარა თუ არა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ საფრთხემ და ამზადებდა თუ არა მის  ლიკვიდაციას მხოლოდ დაკავებული ასლანბეგ ბოკოევი. ვინ არის ის – დაქირავებული ქილერი თუ იმ ჯგუფის წვერი, რომლებიც გაბუნიას მარშუტს და გადაადგილებას სწავლობდა. როგორც „მთავარი არხის“  დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, მას აქვს სანდო წყაროდან ინფორმაცია, რომ ბოკოევი ქილერი არ არის და ის მხოლოდ გაბუნიას გადაადგილებას სწავლობდა. 

რეზონანსი
19.06.2020

„ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა - ამერიკის, გერმანიის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს დიპმისიებმა - დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:

თამთა ჩაჩანიძე
19.06.2020

„ჩემი აზრით, ამ ეტაპზე აუცილებლობას არ წარმოადგენდა კანდიდატების სასწრაფოდ დასახელება, წინ კიდევაა დრო, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და რაღაც მოულოდნელობა აღმოჩნდეს. შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად გადაჯგუფდეს. ამ ორ თვეში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და უბრალოდ შეიძლება სჯობდა, რომ ეს პროცესი ცოტა მოგვიანებით ყოფილიყო," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თბილისის ექვს ოლქში უკვე ოფიციალურად მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას.

ია აბულაშვილი
19.06.2020

"ზუსტად ის მოხდა, რასაც ვამბობდი, "ლელომ" უარი თქვა, ელისაშვილმა რაც გააკეთა, ნახეთ. "ლელო" ივანიშვილს დათვლილი ჰყავს და შუა ხმებისთვის დაიმატებს, ამას ბეციც მიხვდება. ბურჯანაძე კი თბილისში თავის კანდიდიდატურას ვერ დააყენებდა" - ასე ეხმაურება პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი "გაერთიანებული ოპოზიციის" მიერ თბილისის 6 მაჟორიტარ ოლქში საერთო კანდიდატების წარდგენას.

თამთა ჩაჩანიძე
19.06.2020

„არ გამოვრიცხავ, რომ პროვოცირების ცალკეული მცდელობები იყოს და სამართალდამცავები რაღაც ძალისმიერ ქმედებებზე გამოიწვიონ, ეს შესაბამისად გააფორმონ, რომ მერე სალაპარაკო ჰქონდეთ, რომ ხელისუფლება ზალისმიერად ადუპირისპირდ," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე მართავს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×