მარიამ ნებულიშვილი 24.06.2020
მთავარ არხზე გადაცემა „დღის სტუმარში" ალეკო ელისაშვილმა გიგა ბოკრეიას და „ევროპული საქართველოს" განცხადებებზე ისაუბრა. მისი თქმით, იგი არანაირ მოლაპარაკებებში არ ჩართულა და პირიქით, ერთი კვირა ეხევეწებოდა დავით ბაქრაძე შეხვედრას.
|
ელზა პაპოშვილი 24.06.2020

ქურდული გარჩევა „ჯეირანას" და „კუსას" ჩართულობით - შსს-მ 6 პირი დააკავა და 4 პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. ამის ამიზეზი კი ქმრის საჩივლელად ე.წ კანონიერ ქურდებთან მისული ცოლი გახდა, რომელიც ქმრისგან 9000 ევროს ითხვდა და ამბობდა, რომ მას განქორწინების შემდგომ ეს ფული ეკუთვნოდა, ხოლო ქმარი მის გადახდაზე უარს ამბობდა. თავის მხრივ საქმეში ე.წ. მეორე კანონიერი ქურდი ქმარმაც ჩართო. ამიტომაც საბოლოო ჯამში საქმე ვერცერთის სასარგებლოდ ვერ გადაწყდა. ჯერ ქმარი გამტყუნდა, შემდეგ კი ცოლი. ამასობაში კი კრიმინალურმა პოლიციამ საქმეში ჩართული პირები დააკავა.
|
ია აბულაშვილი 24.06.2020

„ამ უაზრო უპრინციპობით ოპოზიცია ისევ საკუთარ თავს ვნებს, თორემ საკონსტიტუციო ცვლილებები მაგათ გარეშეც მიიღეს. ასეთი პრინციპულები თუ არიან, ასეთი ცოტნე დადიანები, მაშინ არჩევნებს გამოუცხადონ ბოიკოტი, ისტორიაში მაინც დარჩებიან, რომ რურუას გამო არ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში," - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ოპოზიციის ბოიკოტს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.
|
ელზა პაპოშვილი 24.06.2020

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ბუნდოვანებით მოცულ გარდაცვალების ფაქტზე ახალი გარემოებები და ფაქტები იკვეთება. 19 ივნისს მცხეთაში არაგვის ხიდიდან გაუჩინარებული ფეხბურთელი 4–დღიანი ძენის შემდეგ, მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს. მისი კვალი მას შემდეგ დაიკარგა, რაც საგურამოში დაბადების დღეზე ჩხუბის მერე მან და მეგობარმა, რამდენიმე მათთვის უცნობ პირთან ერთად წვეულება დატოვეს. მათ გზაში ავტომობილი დაეწიათ და ერთ-ერთ თანმხლებ პირს ავტომობილიდან გადმოსულმა პირებმა ცემა დაუწყეს. კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გიორგი და მისი მეგობარი გარბიან. მეგობარი თბილისში ბრუნდება, მისი კვალი კი იკარგება.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.06.2020

კორონავირუსი შეიძლება ადამიანის ორგანიზმში მთელი სიცოცხლის მანძილზე დარჩეს - ამ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალისტები, რომელთა აღმოჩენას „დეილი ტელეგრაფი"აქვეყნებს.
|
ია აბულაშვილი 24.06.2020

ქართველ წმინდანთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ქრისტიანობისთვის თავდადებულ წმინდა მამა ნეოფიტეს, გაქრისტიანებულ არაბს, რომელიც შიო მღვიმის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ კი ურბნისისი ეპისკოპოსი გახდა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გაწეული ამაგისა და ღვთისთვის თავისშეწირვის გამო იგი წმინდანად შერაცხეს.
|
რეზონანსი 24.06.2020
მაჟორიტარების საკითხმა ოპოზიციაში, როგორც მოსალოდნელი იყო, დაპირისპირება წარმოშვა. განსაკუთრებით გამძაფრდა ურთიერთობა ალეკო ელისაშვილის მოძრაობასა და „ევროპელ დემოკრატებს" შორის. ელისაშვილმა ღია ეტერებში განაცხადა, რომ შალვა შავგულიძეს, რომელიც „გაერთიანებულმა ოპოზიციამ" მთაწმინდაზე დაასახელა, გამარჯვების შანსი არა აქვს. ამ საკითხზე ექსპერტების მოსაზრებებიც გაიყო.
|
რეზონანსი 24.06.2020
2020 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა ტყის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. ახალი კოდექსის თანახმად ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ეტაპობრივად ცვლის, კერძოდ, 2023 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ე.წ. სოციალური ჭრა აღარ იარსებებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.06.2020

„მაკრონმა თავისი განცხადებნით ფაქტიურად პირდაპირ თქვა, რომ თურქეთს ლიბიაში არაფერი არ ესაქმება, მეორე ის, რომ მან ნატოს ტვინის კვდომაზე განცხადება კვლავ გაიხსენა, როგორც ჩანს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საბჭო შეიკრიბება, რომ ინციდენტი განხილულ იქნას. ეს რიგითი ტიპის შეტაკება არაა, თან მაკრონის ამ განცხადების ფონზე."- ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ლიბიაში საფრანგეთ-თურქეთის დაპირისპირებას.
|
ია აბულაშვილი 23.06.2020

თბილისში დარჩენილ ორ მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით (საბურთალო და ჩუღურეთი) „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ აზრთა სხვადასხვაობაა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა არ გამორიცხავს, რომ საბურთალოზე განსხვავებული ვითარება შეიქმნას და ყველა ოპოზიციურმა ძალამ თავისი კანდიდატი დაასახელოს და ვინც მეორე ტურში გავა, შემდეგ მას დაუჭირონ მხარი. უგულავას თქმით, ერთიან მაჟორიტარობის კანდიდატთან დაკავშირებით იყო მოლაპარკებები ალეკო ელისაშვილთან, თუმცა მან ორი ადგილი მოითხოვა.
|
თამარ მუკბანიანი 23.06.2020
სახელმწიფოს მხრიდან პანდემიის ფარგლებში გასაცემი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ გაფართოვდება. მიზეზი ნაკლები მიმართვიანობაა, რის გამოც ბიუჯეტის სრულად ათვისება ვერ მოხერხდა, რაც თავისთავად უცნაურია იმ პირობებში, როცა სამუშაო ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა. ეს ან გაზრდილი ბიუროკრატიის, ან ჩრდილოვანი ეკონომიკის ბრალია, რის გამოც, დასაქმებულები ვერ ადასტურებენ, რომ სამსახურში მუშაობდნენ და შემოსავალი დაკარგეს.
|
ელზა პაპოშვილი 23.06.2020

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენო არჩევნების 120/30 სისტემით ჩატარებას გულისხმობს, პრაქტიკულად მიღებულია - სამშაბათს პარლამენტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. ყვალე თანხმდება, რომ მესამე მოსმენა და კენჭისყრა უკვე ფორმალობა იქნება და პარტიები არჩევნების ახალი წესისთვის იწყებენ მზადებას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|