ელზა პაპოშვილი 29.06.2020

სისხლიანი გარჩევა კახეთში - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სუფრაზე დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით და დაჭრით დასრულდა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ჰყვებიან რომ მოკლული შოთა მაზმიაშვილია, ხოლო დაჭრილი მისი ნათესავი ანზორ მოსოსევია.
|
მარიამ ნებულიშვილი 29.06.2020
საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებისა და სამომავლო გეგმების შესახებ „რეზონანსთან" „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ და „ქართული ოცნების" წევრმა ნუკრი ქანთარიამ ისაუბრეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.06.2020

მსოფლიოში კორონავირუსი სხვადასხვა ლოკაციაზე სხვადასხვა სიძლიერით მოქმედებს, მაშინ როდესაც ევროპაში ინფექცია რაღაცა დოზით შენელდა, ამერიკის კონტინენტი კი კოვიდ-19-თან გამკლავებას ახლა ცდილობს, პანდემია აქტიურ ფაზაშია საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც.
|
ია აბულაშვილი 29.06.2020

იშხნის საწინაამძღვრო ჯვარი, ქართული ბეჭდური ხელოვნების უნიკალური ნიმუში, რომელიც 973 წელს ეპისკოპოს ილარიონს იშხნის მონასტრისთვის შეუკვეთია, დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული. სამწუხაროდ ჯვრის პირვანდელი სახე აღარ არსებობს, იშხნის საწინამძღვრო ჯვარი 1930 წელს გაძარცვეს, იმ დროს როცა ის ქართული ხელოვნების მუზეუმში ინახებოდა.
|
მარიამ ნებულიშვილი 29.06.2020
117 ხმით 3-ის წინააღმდეგ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. სხდომაზე რეგისტრაცია 120-მა დეპუტატმა გაიარა. აღნიშნული ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემიღ 120/30-ზე ჩატარდება. სადაც, 120 დეპუტატი პროპორციული სიით, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული. კანონპროექტი ასევე გულისხმობს, 1%-იან ბარიერს და 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც.
|
რეზონანსი 28.06.2020

ძველ ეგვიპტეში ნილოსზე ნავით სეირნობა ფარაონთათვის ერთგვარი რიტუალი იყო. ამ რიტუალის განუყოფელი ნაწილი გახლდათ კარკადეს ჩაი, სწორედ ამიტომაც მას წყაროები ფარაონების სასმელად მოიხსენიებენ...
კარკადე პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს, ბუნებრივია ჩნდება უამრავი კითხვა ამასთან დაკავშირებით.
ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.
|
ელზა პაპოშვილი 28.06.2020

ოპოზიციაში შესაძლოა ახალი დაპირისპირების ფრონტი გაიხსნას. „მოქალაქეების“ დამფუძნებელ ალეკო ელისაშვილსა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერ გიგა ბოკერიას შორის კონფლიქტი ურთიერთბრალდებებსა და მწვავე კრიტიკაში გადაიზარდა. ამიტომაც გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა ოპოზიციის ილუზორული ერთიანობა საბოოლოო ჯამში კიდევ გასკდეს და განხეთქილების ახალი კერები გაჩნდეს.
|
ელზა პაპოშვილი 28.06.2020

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის დაპირების მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ თავის მაჟორიტარობის კანდიდატებს ივნისის შუა რიცხვებში დაასახელებდა, „ოცნება“ ჯერჯერობით არ ჩქარობს. მედიაში სხვადასხვა ვერსიებმა გაიჟღერა და საუბარი კონკრეტულ გვარებზეც იყო, მაგრამ ამ ეტაპზე მმართველი გუნდი კვლავ დუმს. „ოცნების“ ყოფილი წევრების ცნობით, პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტართა სიის შედგანს პირადად ხელმძღვანელობს. ის და ირაკლი კობახიძე მოქმედ დეპუტატებს ხვდებიან და მაჟორიტარული ოლქების უპრობლემოდ დათმობას სხვადასხვა დაპირების სანაცვლოდ სთავაზობენ.
|
მარიამ ნებულიშვილი 28.06.2020
დედაქალაქის მერის გადაწყვეტილება, რომ წამყვანის როლი მოირგოს და პირადად გასცეს პასუხი მედიით გავრცელებულ ამა თუ იმ ინფორმაციას, როგორც მინიმუმ არასწორია - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში პოლიტოლოგმა ვახტან ძაბირაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ასევე კონტრპროდუქტიულია „ფეისბუკში" გამოქვეყნებული პირადი მოსაზრებების გამო მოქალაქეების სუს-ში დაბარება, რადგანაც თუ ხელისუფლებას ამ გზით სურს წინასაარჩევნოდ რეპრესიული მანქანის ამოქმედება, ეს უკვე დაგვიანებულია და არჩევნებამდე დარჩენილ 4 თვეში ამას აზრი არ აქვს.
|
ია აბულაშვილი 28.06.2020

„მესმის, რომ სახელმწიფომ ჯანდაცვაში და ეკონომიკაში უფრო მეტი ფინანსები უნდა ჩადოს, რათა ადამიანის სისცოცხლე და კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი. კულტურაში დიდ ფულს არ ჩადებს, მაგრამ, ხომ ხედავთ, სადამდე მიდის საქმე, როცა ქვეყანა კულტურას კარგავს... რას ხედავს, ჩვენი ახალგაზრდა თაობა, გარდა სერიალებისა, სადაც, მხოლოდ ძალადობაა?!“ - ასე ეხმაურება კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი ტრაგედიას, რომელსაც 19 წლის ახალგაზრდას სიცოცოხლე შეეწირა.
|
ია აბულაშვილი 28.06.2020

„ლიახვის გაღმა არს ნიქოზის ეკლესია ღვთაებისა, დიდი გუმბათიანი, აღაშენა გორგასალმან“ - ასე მოიხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი ნიქოზის ეკლესიას, სადაც გადმოცემით „ძელი ჭეშმარიტებისა“ ინახებოდა. ეს ჯვარი ვახტანგ გორგასალს იერუსალიმის პატრიარქმა ძღვნად მიართვა, რომელსაც წარწერაც ჰქონდა. თამარ მეფის ასულმა დედოფალმა რუსუდანმა ჯვარს ვერცხლის ბუდე გაუკეთა. ჯვარი 1799 წელს დაიკარგა.
|
მარიამ ნებულიშვილი 28.06.2020
„ქართული ოცნების" წევრი და დმანისის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი საკუთარი რეიტინგის დასაზუსტებლად სოციოლოგიურ კვლევას ატარებს და თუ „ქართულ ოცნებასთან" მისი მოლაპარაკება წარუმატებელი აღმოჩნდა, შესაძლოა წლევანდელ არჩევნებში მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს კენჭი. ამის შესახებ მან „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|